მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ვისოლის“ უპრეცედენტო გათამაშება დაბრუნდა, სადაც ერთგული მომხმარებელი საწვავის ჩამსხმელ ოპერატორთან ერთად იგებს

news image
mbc image

„ვისოლის“ უპრეცედენტო გათამაშება დაბრუნდა! დღეიდან  ერთგულ მომხმარებელს მომსახურე ჩამსხმელ-ოპერატორთან ერთად ისევ აქვს შესაძლებლობა მოიგოს  6 ცალი BMW X1, 2024, 36 ცალი IPhone 15 Pro, 350 ცალი 1000, 200 და 100 ლარის ღირებულების საწვავის ვაუჩერი და „ვინტოს“ავტომომსახურების 20 ცალი 500 ლარიანი  ვაუჩერი.

მომენტალური გათამაშების ფარგლებში მოგების შანსი აქვს როგორც ერთგულ მომხმარებელს, რომელიც „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 50 ლარის და მეტი ღირებულების ნებისმიერი ტიპის (ბენზინისა და დიზელის) საწვავს შეიძებს, ისე ოპერატორს, რომელიც იღბლიანი ტრანზაქციისას მოემსახურება მომხმარებელს. გამარჯვებულების გამოვლენა ხდება მომენტალურად,  შემთხვევითობის პრინციპით, საწვავის შეძენისა და ლოიალობის სისტემის აპლიკაციის/ბარათის გატარებისთანავე. გამარჯვებული მომხმარებლისა და ჩამსხმელი ოპერატორის პრიზებიც იდენტურია. შესაბმისად, „ვისოლის“ გათამაშებას ყოველ ჯერზე  ორი გამარჯვებული ყავს. მოგების შესახებ ინფორმაციას კი მომხმარებელი მომენტალურად მიიღებს SMS შეტყობინების სახით. საწვავის ჩამსხმელი ოპერატორიც ტრანზაქციისასვე შეიტყობს გამარჯვებას.

„“ვისოლს“ - შესვენების და შევსების ერთადერთ კომპანიას საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს გზად საჭირო ყველა სერვისს და პროდუქტს, განსაკუთრებულად ერთგული მომხმარებელი ყავს. იმისათვის, რომ მათთვის „კეთილი მგზავრობა“ ეკონომიურადაც საგრძნობი ყოფილიყო,  ლოიალობის სისტემაც შევქმენით. უპრეცედენტო გათამაშებით კი, რომელიც 2023 წელს დავიწყეთ, მათ არა მხოლოდ ყველაზე დიდი ფასდაკლების მიღების შესაძლებლობა აქვთ საწვავზე, არამედ მოგების ბედნიერების გაზიარება მომსახურე ჩამსხმელ ოპერატორთან ერთად შეუძლია, რაც გამარჯვებას კიდევ უფრო ემოციურს ხდის. მით უფრო მიმდინარე წელს პრიზების რაოდენობა და მზიდველობაც გავზარდეთ, რაც გამარჯვების მოლოდინს კიდევ უფრო ამძაფრებს“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

უპრეცედენტო გათამაშება „ვისოლის“ ლოიალობის სისტემის მომხმარებელთა წასახალისებლად დაიგეგმა და მათ სატელეფონო აპლიკაციის თუ ბარათის საშუალებით დღეს არა მხოლოდ მომენტალური 15 თეთრი და მეტი ფასდაკლების მიღება შეიუძლიათ თითოეულ ლიტრ საწვავზე, არამედ გათამაშებაში გამარჯვების რეალური შანსი აქვთ. „ვისოლში“, „სმარტსა“ და „ვინტოში“ განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით ლოიალობის სისტემით საწვავზე 25 თეთრამდე ფასდაკლების მიღებაც შესაძლებელია. დამატებით მომხმარებელს სამივე ბრენდში გადახდილი თანხის 1% ქულების სახით  ერიცხება. ქულების დახარჯვა კი როგორც „ვისოლის”, ისე “სმარტისა” და  “ვინტოს” ობიექტებში შეიძლება.

„თანამშრომელთა მოტივაცია „ვისოლის“ ყოველდღიური საზრუნავია. მოხარული ვართ, რომ საწვავის ჩამსხმელ ოპერატორებს, რომლებიც ყველაზე რთულ, ცვალებად გარემოსა და ამინდში, ემსახურებიან ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელს და „კეთილ მგზავრობას“ უსურვებენ  მათ, საშუალება აქვთ თავადაც იყვნენ წამახალისებელი გათამაშების მონაწილენი. გამარჯვების სიხარულის გაზიარება ერთგულ მომხმარებელთან ერთად მათთვის ასე უფრო მძაფრი და ემოციურია. შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი ძალისხმევა ადამიანური რესურსების მოზიდვასა და მათ მოტივაციაში დაგვეხმარება“ აცხადებს „ვისოლის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი  თიკა ქერაშვილი.

 „ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე 24 წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდგომ განვითარებას ბრენდის განახლებული სტრატეგიით განაგრძობს და მომხმარებელს საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილებას გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, ახალი დიზაინ კონცეფციით, ლოიალობის სრულყოფილი სისტემით და სათქმელით - „კეთილი მგზავრობა“ - უქმნის.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა