მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვიწყებთ ონლაინ გაყიდვებს - ,,საპნის სახლი"

news image
mbc image

„საპნის სახლი“ უახლოეს პერიოდში ონლაინ გაყიდვებს იწყებს. ამის შესახებ, კომპანიის თანადამფუძნებელმა ლაშა ლომიძემ Business Insider Georgia-თან საუბარში აღნიშნა.

„მოვახდინეთ ასორტმინეტის ზრდა და ამ ეტაპზე 20-მდე სახეობის საპონს ვაწარმოებთ. გრანტი ავიღეთ  და ინფრასტრუქტურის ნაწილში ვაწარმოებთ რიგ პროცესებს.  გარდა ამისა, ვიწყებთ ონლაინ გაყიდვებს. უშუალოდ, ხელიდან ხელში - ქარხანა პირდაპირ საწარმოს მომხმარებელთან. შუამავალი რგოლი აღარ გვეყოლება. თვის შუა რიცხვებიდან იგეგმება ეს ყველაფერი“, - განმარტავს კომპანიის თანადამფუძნებელი ლაშა ლომიძე.

კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია.

„პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია და ყველაზე მეტად მოთხოვნადია ალოეს და ლავანდას საპნები. 2024 წელი სტანდარტული წელი იყო კომპანიისთვის“, - ამბობს ლაშა ლომიძე.

კომპანია აქტიურად გეგმავს ტურისტულ სექტორზე ფოკუსირებას და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას.

„ტურისტულ სექტორში გვინდა გადასვლა უფრო ფართოდ. კერძოდ, ვგეგმავთ მივიღოთ ტურისტები ადგილზე, საწარმოში. ალბათ, ზაფხულზე მოვახერხებთ  ამ ყველაფერს რომ მასტერკლასები მოვაწყოთ,  ასევე  სხვადასხვა მიმართულებით გასაყიდი სივრცეები ადგილობრივი ნაწარმისთვის, ადგილზე რაც არის რომ განვათავსოთ და ტურისტები დავაინტერესოთ საპნის კეთების პროცესით, რომელიც საკმაოდ სანახაობრივია და ვფიქრობ, ერთგვარი გამოცდილება იქნება მათთვის უცხო ქვეყანაში,  რომელიმე საწარმოში თავისი ხელით საპნის დამზადება. თუმცა ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვჭირდება და ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ “, - აღნიშავს კომპანიის თანადამფუძნებელი ლაშა ლომიძე.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა