მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვიწყებთ შეხვედრებს მეწარმეებთან, მათთვის ყველაზე აქტუალური საკითხების მოსაგვარებლად - მიხეილ ხიდურელი

news image
mbc image

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ რეგიონებში საკონსულტაციო ცენტრებს ქმნის, რომლის ძირითადი მიზანი მეწარმეებისთვის ადგილზე მომსახურების გაწევა და საჭიროებებზე მორგებული დაფინანასების მოძეიბაში დახმარებაა. პირველი საკონსულტაციო ცენტრი ზუდგიდში უკვე გაიხსნა, რომელიც სამეგრელო - ზემო სვანეთის არეალს დაფარავს.​

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი ამბობს, მეწარმეებისთვის ყველაზე აქტუალური საკითხების მოსაგვარებლად სააგენტო მათთან შეხვედრებს იწყებს. 

„დღეს ქვეყანაში და განსაკუთრებით რეგიონებში, გამოწვევაა მეწარმეებისთვის ბიზნეს განათლება და ბიზნეს საკონსულტაციო სერვისების მისაღებად ხშირ შემთხვევაში მეწარმეებს თბილისში ჩამოსვლა უწევთ რაც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის მეწარმეებს და აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას!

სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად გაგვიჩნდა იდეა, შეგვექმნა ყველა რეგიონში საკონსულტაციო ცენტრები რომლის ძირითადი მიზანი მეწარმეებისთვის ადგილზე მომსახურების გაწევა და საჭიროებებზე მორგებული დაფინანსება იქნებოდა

პირველი საკონსულტაციო ცენტრი უკვე გაიხსნა ქალაქ ზუგდიდში, რომელიც სამეგრელო - ზემო სვანეთის არეალს დაფარავს.

ვიწყებთ შეხვედრებს მეწარმეებთან, მათთვის ყველაზე აქტუალური საკითხების მოსაგვარებლად“, - დაწერა მიხეილ ხიდურელმა სოციალურ ქსელში. 

ცნობილია, რომ 20 თებერვალს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეებისთვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრა თემაზე: როგორ მოვამზადოთ ბიზნეს გეგმა.

სამუშაო შეხვედრაზე სრულად დაიფარება ბიზნეს-გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები:

  • ბიზნეს-გეგმის სტრუქტურა;
  • ფასწარმოქმნის სტრატეგია;
  • ფინანსური პროგნოზირების მეთოდები;
  • ფინანსური შედეგების შეფასების ინდიკატორები;
  • შეხვედრის განმავლობაში მეწარმეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ საკუთარ ბიზნეს-გეგმაზე.
  • სამუშაო შეხვედრას წარუძღვება „ბიდიო კონსალტინგის“ ტრენერი თამარ ონიანი.

ღონისძიება სრულად ფინანსდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ.

რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3SyDUGq

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრს - მის: ზუგდიდი, კედიას ქ. N1.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა