ვიზიტორთა ნაკადის ზრდა და ოპტიმისტური მოლოდინები ახალი სეზონისთვის - Kass Land მიმდინარე ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე
ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად ვიზიტორთა ინტერესი მზარდია , - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს Kass Land-ის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე თორდიამ განუცხადა.
როგორია ვიზიტორთა ინტერესის დინამიკა ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად
და რომელ სეგმენტზე მოდის ძირითადი მოთხოვნა?

ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად ვიზიტორთა ინტერესი მზარდია. იზრდება ინტერესი კორპორატიული ჯგუფების, სკოლის ექსკურსიებისა და უცხოელი ტურისტების მხრიდან.
გეგმავთ თუ არა დამატებითი სერვისების ან ახალი მიმართულებების
განვითარებას (მაგალითად, ჰოსპიტალითი, გასტრონომია, ღონისძიებები) სეზონის
განმავლობაში?
სეზონის განმავლობაში ვიზიტორებს შევთავაზებთ მრავალფეროვან აქტივობებსა და პროგრამებს, რომლებიც გათვლილი იქნება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსა და ინტერესებზე. ჩვენი მიზანია, თითოეულმა სტუმარმა - იქნება ეს ოჯახი, ახალგაზრდული ჯგუფი თუ კორპორატიული სეგმენტი იპოვოს მისთვის სასურველი და საინტერესო გამოცდილება.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ჰოსპიტალითი მიმართულების განვითარებას, გასტრონომიული შეთავაზებების გაფართოებასა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზებას - მათ შორის სეზონურ, გასართობ და თემატურ აქტივობებს.
ასევე, პერიოდულად გვექნება სპეციალური შეთავაზებები და აქციები, რაც დამატებით სტიმულს შექმნის ვიზიტორებისთვის და გაამდიდრებს მათ გამოცდილებას.
როგორია თქვენი მოლოდინები მიმდინარე სეზონთან დაკავშირებით და რა
ძირითადი მიზნები გაქვთ ვიზიტორთა რაოდენობისა და პროექტის განვითარების
კუთხით?
მიმდინარე სეზონთან დაკავშირებით გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. ჩვენი მთავარი მიზანია ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა, სტუმრების კმაყოფილების მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნება და პოზიციონირება როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული მიმართულება რეგიონში და ქვეყანაში.

ინფორმაციისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე „კასს ლენდი“ ისრაელური კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა.
სხვა სიახლეები
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
24.10.2026.21:32
განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამატებით კიდევ 156 მომხმარებელი მომდევნო ბლოკის მომლოდინეთა სიას შეუერთდა.
ამ ისტორიული შედეგით, არქი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სამეულშია ერთ დღეში გაყიდული ბინების რაოდენობით, არქის მხოლოდ ორი საერთაშორისო გიგანტი უსწრებს: საუდის არაბეთის NHC - 3 980 გაყიდული ბინით (2024 წლის, 15 ნოემბერი) და დუბაის DAMAC - 3 164 გაყიდული ბინით (2024 წლის 10 დეკემბერი).
„დღევანდელი შედეგი ჩვენთვის მხოლოდ რეკორდული გაყიდვები არ არის. ეს არის ნდობა, რომელიც ათასობით ადამიანმა გამოგვიცხადა და რისთვისაც თითოეულ მათგანს გულწრფელ მადლობას ვუხდით. ამ შედეგის უკან ჩვენი გუნდის უდიდესი შრომა დგას. „არქი“ საქართველოში №1 დეველოპერული კომპანიაა, თუმცა ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ლიდერობა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შევთავაზოთ რეალური ღირებულება და გავამართლოთ მათი მოლოდინები. Archi Grand Avenue-ში სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით - ქალაქის ახალ ცენტრს, რომელსაც განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, მომხმარებლებმაც სწორედ ეს დაინახეს: პერსპექტიული ლოკაცია, პროექტის მასშტაბი, საერთაშორისო ბრენდების ჩართულობა და განსაკუთრებული ფინანსური პირობები. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა შედეგი, რომლითაც დღეს ძალიან ვამაყობთ“, - აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.
დღევანდელი შედეგით „არქიმ“ გასულ წელს დაფიქსირებული საკუთარი რეკორდი ორჯერ მეტად გააუმჯობესა და ბაზარზე ახალი სტანდარტი დააწესა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, პროექტში ბინების ფასი 27–28%-ით გაიზარდა. პერსპექტიული ლოკაცია და განვითარების მასშტაბი პროექტს მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. განსაკუთრებული ინტერესი ადგილობრივმა მყიდველებმა, ქართველმა ემიგრანტებმა და საერთაშორისო ინვესტორებმა გამოიჩინეს.
Archi Grand Avenue 21 ჰექტარზე ვითარდება, საიდანაც 15 ჰექტარზე მეტი გამწვანებულ და რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ შენობებს, Hilton-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, Wyndham-ის ბრენდირებულ რეზიდენციებს, სპორტულ კომპლექსს, გასტრონომიულ და კომერციულ სივრცეებს.
„მადლობა თითოეულ მომხმარებელს განსაკუთრებული ნდობისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მოლოდინები არა მხოლოდ გავამართლოთ, არამედ გადავაჭარბოთ კიდეც. მათთვის, ვინც ამ ეტაპზე სასურველი ბინის შეძენა ვერ შეძლო, დამატებითი შესაძლებლობა შევქმენით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ქალაქის ახალი ცენტრის ნაწილი“, - აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.