ვხედავთ, რომ მომხმარებელთა ნდობა ჩვენს მიმართ მუდმივად იზრდება, რაც დამატებით მოტივაციას გვაძლევს - “ვარდო”
„ვარდო“ არის ოჯახური ფრანგული ბულანჟერია, რომელიც ავთენტურ ევროპულ ტექნოლოგიებსა და ქართულ სტუმართმოყვარეობას აერთიანებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, სალომე ბეჟაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
სახელი „ვარდო“ უკავშირდება ჩვენს ბებოს. ჩვენი ბებია, ვარდო, იყო ქალი, რომელმაც სიყვარულით, თავდაუზოგავი შრომითა და ერთგულებით შექმნა თავისი ბუდე და ოჯახი, რომელსაც დღემდე მისი წრფელი სიყვარული გვაძლიერებს; იდეა დაიბადა სწორედ მის სახლში, ძველი თბილისური პატარა სახლი, პატარა ეზოთი და დიდი ისტორიით. სწორედ ბებო არის ჩვენი წამოწყების ინსპირაცია.

„ვარდო“ არის ოჯახური ფრანგული ბულანჟერია, რომელიც ავთენტურ ევროპულ ტექნოლოგიებსა და ქართულ სტუმართმოყვარეობას აერთიანებს. ჩვენი კომპანია დაარსდა გასულ წელს, ჩვენი ოჯახის ძალისხმევით. იდეა თავიდან სახლში გამოცდილი რეცეპტებით დაიწყო და დღეს უკვე სრულფასოვან საწარმოდ არის ქცეული.
ჩვენი ძირითადი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი, ნატურალური და ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული პროდუქცია. ჩვენს ასორტიმენტში შედის:
• არტიზანული უშაქრო პურები ბუნებრივ საფუარზე (ჭვავის, ქატოს, კლასიკური თეთრი, პარმეზანის, წიწიბურის, ზეთის ხილის და ა.შ);
• ავტენტური ფრანგული კრუასანები უმაღლესი ხარისხის კარაქზე დამზადებული;
• ცხელი და ცივი სენდვიჩები, სალათები, როლები;
• კრემიანი ნამცხვრები და დესერტები;
• ქარხნული წარმოების გარეშე მომზადებული მურაბები და ჯემები, უმაღლესი ხარისხის თაფლი.

და რაც მთავარია ყველაფერი მზადდება ჩვენს სამზარეულოში, ნატურალური ინგრედიენტებით, ყოველ დღე.
გარდა ამისა, ჩვენს საყვარელ მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ ქეითერინგ მომსახურებას სუფრის ინვენტარით, ჭურჭლით, პერსონალითა და ღონისძიების სრული მომსახურებით.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ბოლო წლებში მოთხოვნა ნატურალურ, ხარისხიან და სანდო საკვებზე შესამჩნევად გაიზარდა. მომხმარებელი დეტალურად ინტერესდება ინგრედიენტებით, წარმოების პროცესი კი არ უნდა იყოს ხელოვნური ან ინდუსტრიული. სწორედ ამიტომ, ჩვენს პროდუქტებზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
განსაკუთრებით მაღალია ინტერესი:
• ბუნებრივ საფუარზე დამზადებული პურების მიმართ;
• პრემიუმ ხარისხის კრუასანებსა და ავთენტურ ფრანგულ ცომეულზე;
• შიდა წარმოების, დღეში რამდენჯერმე გამოცხობილ პროდუქტებზე;
• ქეითერინგ სერვისზე — როგორც კერძო, ისე კორპორატიულ ღონისძიებებში.
ვხედავთ, რომ მომხმარებლის ნდობა ჩვენს მიმართ მუდმივად იზრდება და ეს ჩვენი უდიდესი მოტივაციაა.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ხარისხი და ავთენტურობა, რომელიც არ არის მხოლოდ სიტყვები — ეს არის ყოველდღიური სამუშაო პროცესი, სტანდარტები და გუნდის დამოკიდებულება.
კონკურენტული უპირატესობა მოიცავს:
• სრულიად ხელნაკეთი პროდუქცია — არაფერს ვყიდულობთ ნახევარფაბრიკატის სახით;
• ბუნებრივი საფუარი და ფრანგული ტექნოლოგიები, რაც საქართველოში ჯერ კიდევ იშვიათია;
• მაღალი ხარისხის ინგრედიენტები — უშაქრო, ნატურალური და მაქსიმალურად სუფთა შემადგენლობა;
• ოჯახური მართვის მოდელი — პასუხისმგებლობა და კონტროლი თითოეულ დეტალზე;
• ქეითერინგის სრული სერვისი: სიახლოვით, ორგანიზებულობითა და პროფესიონალური გუნდით;
• მომხმარებელთან პირდაპირი და თბილი ურთიერთობა, რაც ჩვენი ბრენდის იდენტობის ნაწილია.

მოკლედ, ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ მომხმარებელმა ზუსტად იცის — „ვარდო“ ბულანჟერიაში მიღებული პროდუქტი არის ნატურალური, ყოველთვის უგემრიელესი და სიყვარულით დამზადებული.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გვაქვს:
1. მასშტაბირება — ახალი ტექნოლოგიების დანერგვითა და საწარმოს გაფართოებით. ფილიალების გახსნა თბილისსა და შემდგომში რეგიონებშიც. ახალი ობიექტების მომარაგება (შეგახსენებთ რომ დღესაც არაერთ ობიექტს ვამარაგებთ ჩვენი პროდუქციით ყოველდღიურად);
2. ქეითერინგის სერვისის გაძლიერება — მეტი ღონისძიება, კორპორატიული თანამშრომლობები და თემატური მენიუები.
3. ონლაინ შეკვეთების სრულყოფილი სისტემა — სწრაფი მიწოდება და თანამედროვე ფორმატები.
4. სასწავლო სივრცის შექმნა — მცირე კურსები პურის გამოცხობისა და კონდიტერიის სფეროში.
ჩვენი მიზანია, „ვარდო“ ბულანჟერიამ დაიმკვიდროს ადგილი როგორც ხარისხიან ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის მუდმივად განვითარებად, გემოვნებიან და ინოვაციურ პროდუქტებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.