მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვმუშაობთ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სისტემურ რეფორმაზე - ავთანდილ კასრაძე

news image
mbc image

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა.

სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა, რომ სააგენტოს შექმნიდან 10 წელი სრულდება და ამ ხნის მანძილზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა სტრუქტურამ ბევრი რამ გააკეთა ქვეყანაში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისთვის. 

მისი თქმით, სააგენტოს მიერ ხდება სტარტაპების ფინანსური მხარდაჭერა, რის შედეგადაც სამი ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ქართული საწარმოები მსოფლიო ბაზარზე გავიდნენ და საქართველოში პირველად შეიქმნა კერძო ვენჩერული საინვესტიციო ფონდი, რაც პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემა

განვითარდა და კერძო ვენჩერული ინვესტიციისთვის მიმზიდველი გახდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის რეგიონები.

„ჩვენ ვმუშაობთ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სისტემურ რეფორმაზე, რაც მეტ  შესაძლებლობას მოგვცემს მხარი დავუჭიროთ სტარტაპების კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას. ათწლიანი მუშაობის შედეგად ნახევარი მილიარდის კერძო ფინანსური სარგებელი შემოიტანეს ამ სტარტაპებმა ქვეყანაში და ვცდილობთ უზრუნველვყოთ ამ შედეგის გეომეტრიული პროგრესიით ზრდა, რომ საქართველო გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე გლობალურ ბაზარზე ინოვაციური მიმართულებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვცდილობთ  ხელი შევუწყოთ ტექნოლოგიური პროცესების განვითარებას, რაც გულისხმობს იმას, რომ მეცნიერებაზე დაფუძნებული  ტექნოლოგიები კიდევ უფრო მნიშვნელოვნად  იყოს წარმოდგენილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებაში", - განაცხადა მომხსენებელმა.

მან ასევე წარმოადგინა ვიდეოკლიპი, რომელიც სააგენტოს ათწლიანი საქმიანობის შედეგებს  ასახავს. სხდომას ასევე  ესწრებოდნენ სტარტაპერები.  

მომხსენებელმა კომიტეტს  წარუდგინა „სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2022 წლის ანგარიში".

მისი თქმით, რამდენადაც ფონდი 2022 წლის დეკემბერში შეიქმნა,  შესაბამისად, მას  საანგარიშო წელს სტარტაპებში ინვესტიცია არ განუხორციელებია, თუმცა მიმდინარე წლის მდგომარეობით, უკვე 30-მდე სტარტაპში აქვს ინვესტიცია განხორციელებული და ამის შესახებ სრული ინფორმაცია 2023 წლის ანგარიშში იქნება ასახული.

კომიტეტმა მოსმენილი ანგარიშები ცნობად მიიღო.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა