ვოლტის ექსკლუზიური შეთავაზება - Iphone 16 Pro-ს მიტანის სერვისი დაიწყო
მიტანის სერვისის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ვოლტი მომხმარებელს მორიგ ექსკლუზივს სთავაზობს - Iphone 16 Pro-ს ყიდვა და ნახევარ საათზე ნაკლებ დროში მიტანით სარგებლობა მხოლოდ ვოლტის მეშვეობით არის შესაძლებელი.
ექსკლუზიურ მომსახურებას მომხმარებლისთვის ვოლტი ტექნიკის მაღაზია „ზუმერთან“ პარტნიორობით უზრუნველყოფს.
Iphone-ის ბოლო მოდელი ვოლტზე უკვე ხელმისაწვდომია და ვოლტის პარტნიორი კურიერის მეშვეობით მას თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილზე მიიღებთ.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მომხმარებელმა ყველაფერი იპოვოს ვოლტის პლატფორმაზე სხვადასხვა სერვისით თუ საყოფაცხოვრებო ნივთით დაწყებული, ტექნიკით დასრულებული. სწორედ ამიტომ, ვოლტი მუდმივად ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მსგავსი სიახლეების და ექსკლუზივების შეთავაზებაზე, რისთვისაც აქტიურად აფართოებს, როგორც პარტნიორი ბიზნესების ჩამონათვალს, ასევე მომხმარებლისთვის საინტერესო სერვისებს” - აცხადებენ კომპანიაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.