მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვოლტის მორიგი სიახლე - ამიერიდან ვოლტის აპლიკაციით ამანათების მიღება და გაგზავნა შეგიძლიათ

news image
mbc image

მორიგი სიახლე ვოლტისგან - ლიდერი ტექნოლოგიური კომპანია ამანათების გადაზიდვის სერვისს იწყებს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მარტივად, სწრაფად და საიმედოდ გააგზავნოს, ან მიიღოს ამანათი.

თუ გსურთ მეგობრისთვის საჩუქრის გაგზავნა, დოკუმენტების მიღება ან თქვენს მიერ შეძენილი ნივთის მიღება, ამ ყველაფრის გაკეთება თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი და კომფორტული ვოლტის აპლიკაციის გამოყენებით ერთ წუთზე ნაკლებ დროში შეგიძლიათ. ნივთის მიტანას კი, ერთ საათზე ნაკლები დრო დასჭირდება.

ამანათების გაგზავნა და მიღება ვოლტის აპლიკაციით ისეთივე მარტივია, როგორც საკვების ან სხვა სასურველი ნივთის შეკვეთა.
სერვისი თბილისთან ერთად ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, სადაც ვოლტი ოპერირებს - რუსთავში, თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ქობულეთში, ზუგდიდსა და ფოთში.

სერვისის ამოქმედების პირველი ერთი თვის განმავლობაში მომხმარებელი 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს. ფასდაკლების დასრულების შემდეგ კი, 50%-იან ფასდაკლებას მიიღებს თითოეული მომხმარებელი ამანათების კატეგორიაში განთავსებულ მის პირველ შეკვეთაზე.

როგორ მუშაობს ახალი სერვისი:

ვოლტის დახვეწილი ტექნოლოგია და პარტნიორი კურიერების ფართო ქსელი ახალი სერვისის მოქნილობას და სისწრაფეს უზრუნველყოფს.

ამანათის გაგზავნა ისეთივე მარტივია, როგორც ჩვეულებრივი შეკვეთის გაკეთება ვოლტის აპლიკაციით.

მომხმარებელს შეუძლია, აპლიკაციაში აირჩიოს განყოფილება - ამანათები, მიუთითოს ამანათის აღების ადგილი და დანიშნულების მისამართი. ვოლტის პარტნიორი კურიერი ოპერატიულად აიღებს ამანათს და ზედმეტი კითხვების გარეშე დანიშნულების ადგილზე მიიტანს. მიტანის პროცესის კონტროლი შესაძლებელია რეალურ დროში, აპლიკაციის მეშვეობით.

ახალი სერვისით შესაძლებელია პატარა და საშუალო ზომის ნივთების გაგზავნა, როგორებიცაა - დოკუმენტები, ყუთები, თუ პერსონალური ნივთები. მთავარია, შეკვეთის განთავსებისას მიუთითოთ ამანათის ზომა და წონა, რათა სისტემამ შესაფერისი კურიერი შეგირჩიოთ.

მიტანის მაქსიმალური მანძილი ამანათის აღების მისამართიდან დანიშნულების ადგილამდე 15 კილომეტრია.

სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელი არ არის, ვოლტის მომხმარებელი იყოს ამანათის მიმღებიც. სერვისის მისაღებად ვოლტის აპლიკაცია მხოლოდ ამანათის გამგზავნს სჭირდება.

ვოლტი საქართველოს გენერალური მენეჯერი აცხადებს, რომ ვოლტის ახალი სერვისი ხელს უწყობს არა მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებას, არამედ მდგრად ტრანსპორტირებასაც.

„ვოლტი, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანია მუდმივად ორიენტირებულია სიახლეების შეთავაზებაზე. ჩვენ პერიოდულად ვქმნით და ვამატებთ ახალ ფუნქციებს, რათა პოზიტიური გავლენა მოვახდინოთ საცხოვრებელ გარემოსა და ცხოვრების წესზე იმ ქალაქებში, სადაც ვოლტი ოპერირებს. მსგავსი გადაწყვეტილებებით ჩვენს მომხმარებელს ვუმარტივებთ ყოველდღიურობას და ვუქმნით მეტ კომფორტს, რაც არის ვოლტის ფილოსოფია. ახალი სერვისი თბილისთან ერთად ხელმისაწვდომია რვავე დიდ ქალაქში, სადაც ვოლტი ოპერირებს და ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გააგზავნოს და მიიღოს ამანათები მისთვის კარგად ცნობილი და მოსახერხებელი ვოლტის აპლიკაციით“, - აცხადებს სერგი მარღანია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა