მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე

news image
mbc image

ახალი ავტომობილის შეძენისას არჩევანს მხოლოდ სასურველი მოდელის დიზაინი ან მართვის გამოცდილება არ განსაზღვრავს. მძღოლებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენად მარტივი, კომფორტული და პროგნოზირებადი იქნება მისი ფლობა მომავალში. ამ პროცესის გასამარტივებლად კომპანია „„ვოლვო ქარ საქართველომ“ ახალი პროდუქტი - Volvo 365 შექმნა, რომელიც Volvo-ს მფლობელებს მისი შეძენიდან ერთი წლის განმავლობაში ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯებისგან ათავისუფლებს და საშუალებას აძლევს, ავტომობილის მართვის გამოცდილებით სრულად ისიამოვნონ.

Volvo 365-ის კონცეფცია იდეას - „360° + 5“ - ეფუძნება. 360° მომხმარებელზე სრულფასოვან ზრუნვას გამოხატავს, ხოლო 5 იმ ძირითად ბენეფიტებს აერთიანებს, რომლებსაც მომხმარებელი ავტომობილის შეძენისთანავე მიიღებს. ამასთანავე, 365 სიმბოლურად აღნიშნავს წლის ყველა დღეს, რომელთა განმავლობაშიც ახალი Volvo-ს მძღოლები განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ.

ნიკოლოზ ყოჩიაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორი: „Volvo 365 ჩვენი მომხმარებლების საჭიროებების ანალიზის საფუძველზე შევქმენით. ვხედავდით, რომ ავტომობილის შეძენისას მნიშვნელოვანი გამოწვევა მხოლოდ მისი არჩევა არ არის - ყოველდღიურ ფლობასთან დაკავშირებული ხარჯებიც არანაკლებ გასათვალისწინებელია. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ ბაზარს პროდუქტი, რომელიც პირველი წლის განმავლობაში მომხმარებელს ათავისუფლებს ისეთ მნიშვნელოვან ხარჯებზე ფიქრისგან, როგორებიცაა რეგულარული ტექნიკური მომსახურება, სეზონური საბურავები, საწვავი და დაზღვევა.

Volvo 365 არ არის უბრალოდ სპეციალური შეთავაზება - ეს მომხმარებელზე ზრუნვის ახალი მიდგომაა. ჩვენი კონცეფცია „360° + 5“ სრულყოფილ ზრუნვას გამოხატავს: 360° ნიშნავს ყოვლისმომცველ გამოცდილებას, ხოლო 5 ბენეფიტი ამ დაპირებას პრაქტიკულ ღირებულებად აქცევს. შედეგად, მომხმარებელი პირველივე დღიდან იღებს ავტომობილის ფლობის სრულფასოვან გამოცდილებას და შეუძლია, ყურადღება მხოლოდ Volvo-ს მართვის სიამოვნებაზე გაამახვილოს“.

Volvo 365-ის ფარგლებში მომხმარებელი ავტომობილის შეძენისთანავე მიიღებს ბენეფიტებს, რომლებიც პირველი წლის განმავლობაში ფლობას კიდევ უფრო კომფორტულსა და ფინანსურად პროგნოზირებადს გახდის. შეთავაზება მოიცავს ორ რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებას - 10 000 და 20 000 კილომეტრზე, რაც ავტომობილის გამართულ მუშაობასა და შვედური ავტომწარმოებლის სტანდარტების შესაბამისად მოვლას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, მძღოლები, რომლებიც არჩევანს Volvo-ზე შეაჩერებენ, სეზონური საბურავების კომპლექტს მიიღებენ. ეს მკაცრ მეტეოროლოგიურ პირობებში ახალი ავტომობილის მართვისას უსაფრთხოებასა და საიმედოობას ზრდის.

Volvo 365-ის ბენეფიტები ასევე მოიცავს საწვავის 1,500-ლიტრიან პაკეტს, რაც საწვავზე გაწეულ ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს და მძღოლს საშუალებას აძლევს, ახალი Volvo-ს მართვით დამატებითი საზრუნავის გარეშე ისიამოვნოს.
შეთავაზების ნაწილია „ალდაგის“ ერთწლიანი დაზღვევაც, რომელიც ავტომობილის მფლობელების გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯებისგან დაცვასა და სიმშვიდეს უზრუნველყოფს.

Volvo 365-ის ბენეფიტებით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ მომხმარებელს, ვინც ახალ Volvo-ს შეიძენს. სპეციალური შეთავაზება შეზღუდული დროით იქნება ხელმისაწვდომი და მხოლოდ მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე შეძენილ ავტომობილებზე გავრცელდება.

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა