მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

Volvo Cars-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

news image
mbc image

Volvo Cars-მა კვირას განაცხადა, რომ კლაუს ცელმერი ერთი წლის განმავლობაში კომპანიის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დაიკავებს, რადგან ავტომწარმოებელი მზარდად კონკურენტულ ბაზარზე გაყიდვების აღდგენას ცდილობს. შვედეთში დაფუძნებულ ავტომწარმოებელს, რომლის საკონტროლო პაკეტს ჩინური Geely Holding ფლობს, წინა მომგებიანობის მიზნების მიღწევა გაუჭირდა. ამის მიზეზი ტარიფები, ელექტრომობილებზე შემცირებული მოთხოვნა და განვითარების მაღალი ხარჯებია. ცელმერი, რომელსაც ავტოინდუსტრიაში 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, ბოლოს Volkswagen-ის ბრენდის Skoda-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. კომპანიაში ის მუშაობას არაუგვიანეს 2027 წლის 1 ოქტომბრის თარიღისთვის დაიწყებს.

გასულ კვირას Volvo Cars-მა სტრატეგიული დღის ფარგლებში კომპანიამ ამბიციური გეგმა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანია 2030 წლამდე 13 ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს და ბაზრის წილის გაორმაგებას ისახავს მიზნად. ავტომწარმოებელი ამავდროულად აშშ-ის ტარიფებით გამოწვეულ შედეგებსა და ჩინეთში გაყიდვების შემცირებასთან გამკლავებას ცდილობს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image m² თბილისში ექვს ახალ საცხოვრებელ პროექტს წარადგენს - ექსკლუზიური შეთავაზება სახლის შესაძენად უპრეცედენტოდ დაბალ ფასად

20.11.2026.18:23

5 დეკემბერს m² უპრეცედენტო მასშტაბის ღონისძიებას გამართავს და მომხმარებლებს თბილისის სხვადასხვა უბანში განთავსებულ ექვს ახალ საცხოვრებელ პროექტს წარუდგენს. ეს იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობა მათთვის, ვინც ახალი სახლის შეძენას გეგმავს-ექვსი ახალი პროექტი, ექვსი განსხვავებული ლოკაცია და ექსკლუზიური პირობები ერთ სივრცეში.

ღონისძიება ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველებმა აღმოაჩინონ m²-ის ახალი პროექტები, გაეცნონ მათ კონცეფციებს, მდებარეობას, არქიტექტურულ გადაწყვეტებსა და ძირითად უპირატესობებს.

პირადად შეხვდნენ გაყიდვების მენეჯერებს, გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები და დარეგისტრირდნენ მომლოდინეთა სიაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის განსაკუთრებული უპირატესობაა, რომელსაც მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია მომხმარებლებს ანიჭებს. რეგისტრირებულ პირებს 19 და 20 დეკემბერს ექნებათ შესაძლებლობა, პრიორიტეტულად შეარჩიონ სასურველი ბინა და შეიძინონ ის პროექტის საწყისი, ყველაზე დაბალი ფასით. ეს ნიშნავს, რომ რეგისტრირებული მომხმარებლები არა მხოლოდ სხვებზე ადრე შეძლებენ სასურველი ბინის არჩევას, არამედ ისარგებლებენ ექსკლუზიური ფასით, რომელიც პროექტის საწყის ეტაპზე იქნება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია ახალი სახლის შეძენის მსურველებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

პროექტების პრეზენტაციასთან ერთად, ღონისძიების სტუმრებს მუსიკალური პროგრამა, გათამაშება და ფურშეტიც ელოდებათ.

ექვსი ახალი პროექტის წარდგენით m² საცხოვრებელი უძრავი ქონების შეთავაზებას მნიშვნელოვნად აფართოებს და მომხმარებლებს თბილისის ექვს სხვადასხვა უბანში-საბურთალოზე, დიდ დიღომში, გლდანში, მუხიანში, ვარკეთილსა და სანზონაში სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს. აღნიშნულ პროექტებში სახლს მთელი უბანი მოჰყვება: გამწვანებული და რეკრეაციული სივრცეები; სპორტული და პადელის მოედნები, საბავშვო ზონები, აუზები, სპორტული დარბაზები, კომერციული ობიექტები და მრავალი სხვა, რაც მაცხოვრებლების ყოველდღიურობას საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის, სადაც ადამიანები შეძლებენ იცხოვრონ საკუთარი, განუმეორებელი ცხოვრებით.

პროექტების მრავალფეროვნება ეხმიანება ბრენდის ახალ კამპანიას „იცხოვრე შენი განუმეორებელი ცხოვრებით“. ადამიანებს განსხვავებული სურვილები, პრიორიტეტები და ცხოვრების სტილი აქვთ, ამიტომ საცხოვრებელი გარემოს შერჩევისას მათთვის განსხვავებული ფაქტორებია მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა, სივრცის დაგეგმარება, გარემო თუ ყოველდღიური საჭიროებები. სწორედ ამ განსხვავებული მოთხოვნების გათვალისწინებით, m² მომხმარებლებს თბილისის სხვადასხვა უბანში მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ეს არის შესაძლებლობა, პირველებმა მიიღოთ ინფორმაცია m²-ის ექვსი ახალი პროექტის შესახებ, შეადაროთ მათი უპირატესობები, მიიღოთ ინდივიდუალური კონსულტაცია და მომლოდინეთა სიაში რეგისტრაციით მოიპოვოთ პრიორიტეტი სასურველი ბინის შესარჩევად. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, თქვენი ახალი სახლის არჩევა დაიწყოთ პირველებმა და ისარგებლოთ უპრეცედენტოდ დაბალი საწყისი ფასებითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით.

ღონისძიების დეტალები:

  • თარიღი: 5 დეკემბერი
  • მისამართი: ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი, ა. წერეთლის გამზირი №118
  • 17:00 - სტუმრების მიღება
  • 17:30 - m²-ის ექვსი ახალი პროექტის პრეზენტაცია
  • 18:00 - ინდივიდუალური კონსულტაციები და მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია
  • 19:00 - გათამაშება
  • 20:00 მუსიკალური პროგრამა და ფურშეტი

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა