მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვოლვო EX30 ბათუმში - „ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალი ინსტალაცია

news image
mbc image

ბათუმის ცენტრში „ვოლვო ქარ საქართველოს“ კრეატიული ინსტალაცია გამოჩნდა. კომპანიამ უახლესი მოდელი, Volvo EX30, მომხმარებელს ამჯერადაც საინტერესო ფორმით გააცნო და ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით საზღვაო თემატიკა გამოიყენა.

„ვოლვო ქარ საქართველოს“ ინსტალაციები, როგორც ყოველთვის, საუკეთესოდ ასახავს ბრენდის იდენტობას, მეორე მხრივ კი კარგად ერგება გარემოსა და რეალობას. ამ შემთხვევაში, გამჭვირვალე ყუთი, რომელშიც ყველაზე კომპაქტური და ეკომეგობრული SUV განთავსდა, მედუზების ვიზუალებითგაფორმდა, რამაც „ვოლვო“ ბათუმთანაც დააკავშირა და წარმოაჩინა ამ ბრენდის ავტომობილების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა - გამძლეობა, რომლის სიმბოლოც სწორედ მედუზაა.

ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ბათუმშივოლვო EX30-ის წარდგენა ბათუმისთვის ავთენტიკურად და კრეატიულად წარიმართა.  გვსურდა, უახლესი ინსტალაცია ზაფხულის სეზონისთვის წარგვედგინა. ჩვენი მიზანი იყო, გამჭვირვალე ყუთი მხოლოდ ვიზუალური სრულყოფილების გამო კი არ გაგვეფორმებინა, არამედ ეს უნდა ყოფილიყო კონკრეტული შინაარსის მატარებელი. სწორედ ამიტომ ავიღეთ ზღვის თემატიკა და დიზაინში მედუზები შემოვიტანეთ, რისი საშუალებითაც ინსტალაცია ბათუმისთვის ავთენტიკური გავხადეთ. გარდა ამისა,გამოვხატეთ „ვოლვოს“ სათქმელიც - მედუზა გამძლეობასთან და ხანგრძლივ ცხოვრებასთან ასოცირდება. ინსტალაცია მოქალაქეებისთვის ძალიან მიმზიდველი და სანახაობრივი გამოვიდა, რასაც მის ირგვლივ ყოველდღიურად შეკრებილი ადამიანების რაოდენობა ადასტურებს“.

„ვოლვო EX30-ის“ ინსტალაციის განთავსების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია გარემოზე ზრუნვა, რადგან ეს არის 100%-ით ეკომეგობრული, სრულად ელექტრული ავტომობილი, ნულოვანი გამონაბოლქვით. ამ გზით ბრენდი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიაზე, გარემოსა და მდგრად განვითარებაზე ზრუნვა. მდგრადობა შვედური ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და „ვოლვოს“ ელექტრომობილი ამას ძალიან კარგად ასახავს. 

შვედური ბრენდის სხვა ავტომობილების მსგავსად, EX30 აღჭურვილია „ვოლვოს“ უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით. აქვს საკმაოდ მოცულობითი სალონი. წარმოდგენილია როგორც ორი, ისე ოთხივე წამყვანი თვლით. 

მოსახერხებელი ზომით, ჭკვიანი ტექნოლოგიითა და სხვადასხვა კონფიგურაციით „ვოლვო EX30“ყველაზე თანამედროვე და ახალგაზრდული მოდელია. ელექტრომობილში ჩაშენებულია ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიები, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებას ექცევა. აქვს ციფრული გასაღების ფუნქცია, რაც საკმაოდ მოსახერხებელს ხდის ავტომობილის სხვებთან გაზიარებას. 

ელექტრომობილს სრული დამუხტვით 500 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია და შორ გზებზე გადაადგილებისას, განსაკუთრებით საკურორტო სეზონებზე, ძალიან მოსახერხებელია.

აღსანიშნავია, რომ „ვოლვო ქარ საქართველო“ ამ მოდელზე მომხმარებელს სპეციალურ ფასს სთავაზობს - Volvo EX30 - EXT Range – Plus-ის შეძენა 38 500 ევროს ნაცვლად შესაძლებელია 29 900 ევროს ეკვივალენტით ლარში, Volvo EX30 - Twin Motor – Ultra-ს ფასი კი 39 500 ევროს ნაცვლად 31 500 ევროს ეკვივალენტია ლარში.

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.

 

 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა