მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვოლვო, ჯილი, ზიკერი - ახალი ენერგია რეგიონში - რა გეგმები აქვს მანანა ხინაშვილს გენერალური დირექტორის პოსტზე

news image
mbc image

„ვოლვო ქარ კავკასიას“, „ჯილი ცენტრი თეგეტას“ და „ზიკერ ცენტრი თეგეტას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი სამი ბრენდის მართვა მანანა ხინაშვილმა ჩაიბარა. „თეგეტა“ მისთვის უცხო არ არის - ოთხი წლის განმავლობაში ის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტს უძღვებოდა. იყო არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, უპრეცედენტო ემისიები საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, რომლებმაც ადგილობრივ დონეზე სრულიად ახალი სტანდარტი შექმნა. მათ შორისაა ეროვნულ ვალუტაში განთავსებული პირველი მწვანე ობლიგაციები.  სწორედ ამ აქტივობებმა გააერთიანა „თეგეტას“ გარშემო 1000-მდე უნიკალური ინვესტორი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ადგილობრივი ბანკები და კერძო პირები. მანანა ხინაშვილი ახალგაზრდა ლიდერთა შორის ფინანსების სფეროში პრესტიჟული ჯილდოს მფლობელიც გახდა. ამბობს, რომ ახალი გამოწვევა კიდევ უფრო მასშტაბურია - სამი ბრენდი და საქმიანობის ფართო არეალი, რომელიც მთელ რეგიონს ფარავს. 

მანანა ხინაშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიას“, „ჯილი ცენტრი თეგეტასა“ და „ზიკერ ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ამ დრომდე ჩემი მთავარი მოვალეობა იყო ინვესტორების  ნდობის მოპოვება, კაპიტალის მოზიდვა და ჰოლდინგის წარმატებების წარმოჩენა. ახლა კი ამ შედეგების შექმნის შუაგულში ვიმყოფები. 

თუ აქამდე  კომპანიის მიღწევების ისტორიას ვყვებოდი, ახლა ჩემი გუნდის დახმარებით თავად უნდა შევქმნა ეს ისტორია, გლობალურ ბრენდებთან და მომხმარებლებთან ერთად. აქამდე  რესურსების მოზიდვაზე ვიყავი კონცენტრირებული, ახალ თანამდებობაზე კი ჩემი მიზანია ამ რესურსის ტრანსფორმირება ღირებულებად – მომხმარებლისთვის, ბაზრისთვის და მთლიანად რეგიონისათვის. ეს განსხვავება  ახალ ენერგიასა და კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. 

რთული იდეების რეალობად ქცევა, ნდობის მოპოვება, სტრატეგიული აზროვნება და ინოვაციური პროექტების განხორციელება ის მთავარი გამოცდილებაა, რაც ახალ ადგილზე მუშაობისას მნიშვნელოვანი საყრდენი იქნება ჩემთვის“. 

მკაფიოა ხედვაც, რომელიც მიზნების მიღწევაში დაეხმარება. ამბობს, რომ ბრენდები, რომლებიც ჩაიბარა, ინოვაციების, თანამედროვე სტანდარტებისა და ახალი იდეების ცენტრი უნდა გახდეს რეგიონში. 

„ჩვენი მისიაა, „ვოლვო“, „ჯილი“ და „ზიკერი“ რეგიონში ინოვაციის, მდგრადობის, ხარისხისა და ადამიანებზე ზრუნვის სიმბოლოდ ჩამოვაყალიბოთ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ბრენდს საკუთარი ინდივიდუალური ხედვა და სტრატეგია სჭირდება, ჩვენთვის საერთო პრიორიტეტები უკვე ნათლად არის განსაზღვრული: 

  • მწვანე ტრანსპორტისა და ელექტრომობილობის ადაპტაცია
  • გლობალური სტანდარტებით ადგილობრივ ბაზრებზე მორგებული სერვისების განვითარება
  • გრძელვადიანი პარტნიორობის გაღრმავება
  • ინოვაციური ფინანსური პროდუქტების დანერგვა

ამასთანავე, მჯერა, რომ ინოვაციური ფინანსური პროდუქტები და მხარდამჭერი პროგრამები ჩვენს სერვისებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის. მთავარი მიზანია,  მომხმარებელთან ღირებულებებზე დაფუძნებული გრძელვადიანი თანამშრომლობა დავამყაროთ და ავტომობილის ფლობა მაქსიმალურად გავუმარტივოთ“, - აცხადებს მანანა ხინაშვილი. 

ზუსტად იცის, რომ დასახული მიზნის მიღწევა და ამოცანების შესრულება მოტივირებული გუნდის გარეშე შეუძლებელია. ყველაზე დიდი ღირებულება და მთავარი ძალა სწორედ იმ ადამიანებშია,რომლებთან ერთადაც სამი ბრენდის მართვას გეგმავს. „მჯერა, რომ თუნდაც მცირე პოზიტიურ ქმედებას შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოწვევა. პატივისცემაზე, მხარდაჭერასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო კი ხელს უწყობს არა მხოლოდ ბიზნესამოცანების კოლექტიურ წარმატებას, არამედ გუნდის თითოეული წევრის პირად ზრდასა და წინსვლას“,- აღნიშნავს „ვოლვო ქარ კავკასიას“, „ჯილი ცენტრი თეგეტასა“ და „ზიკერ ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი.

შესაძლებლობების არეალი და მასშტაბები ფართოა, რაც მანანა ხინაშვილისთვის პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ზრდის. „ვოლვო ქარ კავკასია“ საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში,  უზბეკეთსა და ყაზახეთში ოპერირებს. უკვე ორი წელია, ქართულ ბაზარზეა „ჯილი ცენტრი თეგეტა“. მოსალოდნელზე სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ელექტრომობილების მწარმოებელმა „ზიკერმა“, რომელსაც „თეგეტა“ ექსკლუზიურად ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოში წარმოადგენს. 

კომპანიის უახლოესი გეგმები მოიცავს რეგიონულ გაფართოებას, ციფრული სერვისების დანერგვას, სამოდელო რიგის გაფართოებას, გაყიდვების ზრდას, ელექტრიფიცირებული ავტოტრანსპორტის პოპულარიზაციასა და პოზიციონირების გაძლიერებას. როგორც „ვოლვო ქარ კავკასიას“, „ჯილი ცენტრი თეგეტასა“ და „ზიკერ ცენტრი თეგეტას“ ახალი ხელმძღვანელი ამბობს: „ეს ყველაფერი დამყარებულია მთავარ ღირებულებებზე - ვიყოთ უსაფრთხოების, ინოვაციისა და სანდოობის სინონიმი რეგიონში“. 



banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა