მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ვოლვო ქარ საქართველომ“ Terminal Towers-ში ინოვაციური ბრენდული სივრცე შექმნა

news image
mbc image

სკანდინავიური ესთეტიკა, კრეატიულობა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ადამიანზე ორიენტირებული ხედვა - „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და „ტერმინალის“ პარტნიორობით თბილისში ახალი ბრენდული სივრცე შეიქმნა. Terminal Towers-ში მდებარე ლაუნჯი დატვირთული სამუშაო დღის განმავლობაში ადამიანებს განტვირთვის, ინსპირაციისა და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროექტი „ვოლვოს“ მუდმივ სწრაფვას ასახავს - იყოს გარემოში, სადაც ახალი იდეები იბადება და ინოვაციური გამოცდილება იქმნება.

სოფო კაკუშაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი: „ვოლვო“ ყოველთვის იყო ადამიანებსა და ტექნოლოგიურ პროგრესზე ორიენტირებული ბრენდი. გვჯერა, რომ ინოვაცია იწყება სწორედ ადამიანებით - მათი ცნობისმოყვარეობით, ურთიერთობებითა და იდეებით. იმედი გვაქვს, რომ შექმნილი სივრცე იქნება ადგილი, სადაც ეს ყველაფერი ბუნებრივად გაერთიანდება და ახალ საინტერესო გამოცდილებად იქცევა.

გვსურდა, შეგვექმნა ცოცხალი პლატფორმა, სადაც ადამიანი თავს ბრენდის ფილოსოფიის ნაწილად იგრძნობდა. „ტერმინალთან“ პარტნიორობა სრულად შეესაბამებოდა ჩვენს ხედვას. ეს იყო ნაბიჯი იმ მიმართულებით, სადაც ინოვაცია და ადამიანური ურთიერთობები ერთმანეთს ერწყმის“.

ლაუნჯში განთავსებულია ინტერაქტიური ინსტალაციები, თამაშები და ის დიზაინერული ელემენტები, რომლებიც კომფორტთან ერთად შემოქმედებით ენერგიასა და ისეთივე უსაფრთხო და მყუდრო გარემოს ქმნის, როგორიც თავად „ვოლვოს“ ფილოსოფიაა.

„ტერმინალი“, როგორც პირველი საერთო სამუშაო სივრცე საქართველოში, უკვე წლებია აყალიბებს ინოვაციურ ეკოსისტემას თანამშრომლობისა და იდეების გაზიარებისთვის, რაც მას „ვოლვოსთვის“ იდეალურ პარტნიორად აქცევს. „ტერმინალი“ აერთიანებს მრავალფეროვან და აქტიურ ადამიანებს, იმ საზოგადოებას, რომელიც ყოველდღიურად ქმნის სიახლეებს.

თამარ ჯინჭარაძე, „ტერმინალის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი: „წლების განმავლობაში ტერმინალმა უამრავი მეგობარი და პარტნიორი კომპანია შეიძინა, რომლებიც ჩვენს წევრებს სხვადასხვა ბენეფიტებსა და სერვისებს სთავაზობდნენ. ამიტომ ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა, ეს კომპანიები უფრო დაგვეახლოვებინა ჩვენს წევრებთან. ასე გაჩნდა იდეა, რომ ახალი ტიპის ლაუნჯი შეგვექმნა, რომელიც, სამუშაო გარემოსთან ერთად, დასვენებისა და გართობის შესაძლებლობასაც შექმნიდა. ამ იდეით მივმართეთ „ვოლვოს“ გუნდს, რადგან ვიცოდით, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი იყო ხარისხი და კრეატივი - თვისებები, რომლებიც ამ ბრენდის განუყოფელი ნაწილია“.

სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა უნიკალური დიზაინ-ობიექტები - პაზლის კედელი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული „ვოლვოს“ გამოსახულებით, ხელნაკეთი ნარდი, რომლის ქვებად შვედური ბრენდის ავტომობილების მოდელებია გამოყენებული, საგზაო მოძრაობის თემაზე შექმნილი ლაბირინთი და „ვოლვოს“ ბრენდის დეტალებით წარმოდგენილი სხვა არაერთი ინსტალაცია. თითოეული დეტალი ასახავს  ხედვას - დიზაინის სიმარტივეს, ფუნქციურობასა და მომხმარებელზე ზრუნვას. პროექტი საქართველოში სათამაშო აპარატების ერთადერთ ქართულ ბრენდთან „იონთან“ თანამშრომლობით შეიქმნა. 

სივრცის კონცეფციასა და ვიზუალურ მხარეზე Material Editors-მა იმუშავა.

მარიამ გვაზავა, Material Editors-ის არქიტექტორი: „ჩვენი გუნდისთვის საინტერესო ამოცანა იყო ისეთი დიზაინის შექმნა, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომი და ამავე დროს ინსპირაციის წყარო იქნებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ბავშვობის თამაშების თემაზე აგებული გარემო შეგვექმნა, სადაც ყოველ ელემენტში „ვოლვოს“ ბრენდის იდენტობა იგრძნობა.

თითოეული დეტალი აგებულია „ვოლვოს“ სტილზე, სკანდინავიურ მინიმალიზმზე, სანდოობასა და ინოვაციურ აზროვნებაზე. განათების საშუალებით სივრცე ერთგვარ სცენად გარდავქმენით, სადაც მთავარი ყურადღება თამაშებსა და ადამიანურ ურთიერთობებზეა გამახვილებული“.

„ვოლვოსა“ და „ტერმინალის“ ერთობლივმა პროექტმა ინოვაციური სივრცის შექმნით ბრენდის ძირითადი ღირებულებები წარმოაჩინა - ადამიანზე ორიენტირებული ინოვაცია, მაღალი ხარისხი და შთაგონებაზე დაფუძნებული გამოცდილება.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. „ვოლვო ქარ საქართველო“მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა