მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით, თბილისმა საერთაშორისო რეგატას პირველად უმასპინძლა - ახალი ეტაპი აფროსნობის განვითარებაში

news image
mbc image

მსოფლიო აფროსნობის რუკაზე თბილისმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა - „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით, ისტორიაში პირველად, ქვეყნის დედაქალაქმა იალქნიანი საკრეისერო ნავების საერთაშორისო რეგატას უპასპინძლა. შეჯიბრება 15-17 აგვისტოს „საქართველოს საიალქნო კლუბში“ გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პროფესიონალი იახტსმენები და მაღალი დონის საერთაშორისო მსაჯები.

ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ვოლვო ქარ საქართველო“ აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში აფროსნობის განვითარებას. სამი წლის წინ ხელი მოეწერა საქართველოს საიალქნო კლუბთან პარტნიორობის მემორანდუმს. ამ ხნის განმავლობაში კლუბმა სხვადასხვა საერთაშორისო რეგატაში მიიღო მონაწილეობა. „ვოლვო ქარ საქართველო“ ყველა ეტაპზე მისი მხარდამჭერი იყო.

რაც შეეხება საერთაშორისო რეგატას, მოხარულები ვართ, რომ თბილისმა პირველად უმასპინძლა ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას. მსოფლიოს მასშტაბით, „ვოლვო“ აფროსნობის აქტიური მხარდამჭერია. „ვოლვო ქარ საქართველო“ კი იზიარებს ბრენდის გლობალურ ღირებულებებს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიმართულებით და ცდილობს, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოში სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესის ზრდას, რათა მასში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს“.

საერთაშორისო ღონისძიების პარტნიორები იყვნენ საავიაციო კომპანია „ვან კლიკი“ და „ლიბერთი ბანკის“ პრემიუმ მომსახურება „სტუდიო ლიბერთი“. 

საქართველოს საიალქნო კლუბი 2022 წელს დაფუძნდა და სწრაფა

დ ვითარდება. ცოტა ხნის წინ კლუბმა, საქართველოში პირველმა, შეიძინა მსოფლიოში მოწინავე სპორტული ნავები - ინგლისური წარმოების RS21, რაც აფროსნობის განვითარების თვალსაზრისით ახალი ეტაპის დასაწყისია. ეს მოდელი, თავისი მახასიათებლებით, სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო რეგატის სტანდარტებს და ქართველ სპორტსმენებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებებში. 

კახა ნონიაშვილი, საქართველოს საიალქნო კლუბის დამფუძნებელი და დირექტორი:„საერთაშორისო რეგატის ორგანიზებისთვის საქართველოს საიალქნო კლუბი რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა. RS21 ნავების შეძენითა და საერთაშორისო რეგატის ორგანიზებით, კლუბი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას აფროსნობის სფეროს განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეული კონკურენციისთვის. სწორედ ახალმა სპორტულმა ნავებმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ ქართველი სპორტსმენები მსოფლიო ლიდერებთან შეჯიბრებით ახალ ეტაპზე გადავიდნენ. საერთაშორისო რეგატა, რომელსაც საქართველოს საიალქნო კლუბმა უმასპინძლა, ყველა საერთაშორისო წესის დაცვით გაიმართა და 3 გამარჯვებული გამოვლინდა.

„ვოლვო ქარ საქართველო“ კლუბის გახსნის დღიდან გვიჭერს მხარს გასვლითი რეგატებისა თუ საბავშვო სკოლის განვითარების მიმართულებით. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორი ასეთი მაღალი დონის კომპანიაა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ქვეყანაში აფროსნობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. კერძო სექტორის როლი ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა“.

საქართველოს საიალქნო კლუბის მწვრთნელთა გუნდი 8 კვალიფიციურ სპეციალისტს აერთიანებს. მას აქვს საბავშვო სპორტსკოლა, რომლის მიზანი საქართველოში აფროსნობის განვითარების ხელშეწყობა და ამ სპორტით რაც შეიძლება მეტი მოზარდის დაინტერესებაა.

„ვოლვო ქარ საქართველო“ უკვე 3 წელია, საქართველოს საიალქნო კლუბის მხარდამჭერია და ქვეყანაში აფროსნობის განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს. გლობალურად კი, „ვოლვო რეგატა“ — Volvo Ocean Race — მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული და მოთხოვნადი შეჯიბრებაა და მასში მონაწილეობა ყველა აფროსნისთვის სასურველი და მნიშვნელოვანია.

 

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.

 



 

 

 

 

 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა