მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Voyager-ის მიერ ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ავიაკომპანიების მგზავრთნაკადი  საშუალოდ 10-12%-ით არის გაზრდილი - სოფო აზარაშვილი

news image
mbc image

2025 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 14%-ით, ხოლო ავიარეისების რაოდენობა 18%-ით არის გაზრდილი. როგორც Business Insider Georgia-სთან Voyager-ის დირექტორმა სოფო აზარაშვილმა განაცხადა, კომპანია საქართველოში 5 უცხოური ავიაკომპანიის წარმომადგენელია (GSA), და მათი მგზავრთნაკადი სამი კვარტლის მონაცემებით 10-12%-ით არის გაზრდილი.

„2025 წლის 9 თვე გამორჩეულად პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა. საქართველოს აეროპორტებში 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ავიარეისების რაოდენობა გაიზარდა 18%-ით. ეს ციფრები თავისთავად დადებითად აისახება ტურიზმის სექტორზე და მასში შემავალ თითოეულ დარგზე. ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს მიმართ მზარდი ინტერესია განსაკუთრებით ჩინეთიდან და ინდოეთიდან. როგორც მოგეხსენებათ, ინდურმა ავიაკომპანიამ IndiGo-მ დაიწყო ახალი მიმართულებიდან ფრენა თბილისის მიმართულებით - კონკრეტულად მუმბაი-თბილისის ხაზზე, რაც ჯამურ მგზავრთნაკადზე დადებითად აისახება.

როგორც იცით, კომპანია Voyager საქართველოში წარმოადგენს ხუთ ავიაკომპანიას და როდესაც ჩვენ ვაკვირდებით ამ ავიაკომპანიების მგზავრთნაკადს, ვხედავთ, რომ მათი რაოდენობა გაზრდილია 10-12%-ით.

ვინაიდან წლის ბოლომდე დარჩენილია რამდენიმე თვე, ვფიქრობთ, რომ ეს თვეებიც კიდევ უფრო დადებითი დინამიკით ჩაიხურება და შესაძლოა, 2025 წელი ჩვენი სექტორისთვის ყველაზე გამორჩეული წელი იყოს,“ - აცხადებს Voyager-ის დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ Voyager საქართველოში წარმოადგენს შემდეგ ავიაკომპანიებს: flydubai, flynas, Jazeera Airways, IndiGo და Gulf Air.

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის ფრენები შესრულდა. იანვარ-სექტემბრის განმავლობაში განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ 22 125 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ - 6 556. ჯამურად, საწყის 9 თვეში შესრულებული ავიარეისების რაოდენობა (28 681) 18%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების (24 348) რაოდენობას.

იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები 6 489 755 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული მგზავრთნაკადის (5 682 304) რაოდენობას 14%-ით აღემატება. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა