VR Holding 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე
VR Holding-ისთვის 2026 წლის პირველი ნახევარი ახალი პროექტების, მნიშვნელოვანი სიახლეებისა და განვითარებით გამოირჩეოდა. კომპანიამ Café del Mar Shekvetili გახსნა და VR Vake Sky Tower-ის Fashion Avenue-სა და Krtsanisi Resort Residence-ის მეექვსე ფაზის გაყიდვები დაიწყო. კომპანიის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს VR Holding-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მანანიკო ნამორაძე ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით კომპანიის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
კომპანიისთვის პირველი ექვსი თვე საკმაოდ შედეგიანი, დინამიკური და მნიშვნელოვანი მიღწევებით გამორჩეული იყო. ამ პერიოდის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა Café del Mar Shekvetili-ის გახსნაა, რომელმაც ზაფხულის სეზონიდან უკვე არაერთ სტუმარს უმასპინძლა და შავი ზღვის სანაპიროზე დასვენებისა და გართობის სრულიად ახალი გამოცდილება შექმნა.
ამასთანავე, დავიწყეთ ჩვენი ორი მნიშვნელოვანი პროექტის - VR Vake Sky Tower-ის Fashion Avenue-სა და Krtsanisi Resort Residence-ის მეექვსე ფაზის - გაყიდვები. ორივე მათგანი VR Holding-ის განვითარების ახალ და ამბიციურ ეტაპს წარმოადგენს.
განსაკუთრებით საამაყოა ისიც, რომ VR Holding-ის ბრენდამბასადორი ილია თოფურია გახდა - მსოფლიო ჩემპიონი, რომლის გამარჯვებისკენ სწრაფვა, მიზანდასახულობა და მაღალი სტანდარტები სრულად შეესაბამება ჩვენი კომპანიის ღირებულებებს.
შესაბამისად, წლის პირველი ექვსი თვე ჩვენთვის იყო არა მხოლოდ ახალი პროექტებისა და მიმართულებების დაწყების, არამედ ბრენდის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერების პერიოდი. ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ VR Holding განაგრძობს მასშტაბურ განვითარებას, ქმნის ახალ სტანდარტებს და მომდევნო ეტაპებს კიდევ უფრო დიდი მიზნებით ხვდება.
როგორია ძირითადი ტენდენციები ბაზარზე?
დღეს ბაზარზე მთავარი ტენდენცია მომხმარებლის მოთხოვნების მნიშვნელოვანი ზრდაა - ადამიანები უკვე აღარ ეძებენ მხოლოდ საცხოვრებელ ფართს; მათ სურთ სრულყოფილი გარემო, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, მაღალი ხარისხის მშენებლობას, მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას, უსაფრთხოებასა და კომფორტს.
განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა მულტიფუნქციურ და საკურორტო ტიპის პროექტებზე, რომლებიც ერთდროულად არის როგორც საცხოვრებელი სივრცე, ისე სტაბილური საინვესტიციო შესაძლებლობა. მყიდველისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია პროექტის გრძელვადიანი ღირებულება, გაქირავების პოტენციალი, პროფესიონალური მართვა და დეველოპერის სანდოობა.
ბაზარზე ასევე მკაფიოდ იკვეთება პრემიუმ სეგმენტის განვითარება. მომხმარებელი უფრო ინფორმირებული და მომთხოვნი გახდა, ამიტომ არჩევანს აკეთებს არა მხოლოდ ლოკაციისა და ფასის, არამედ პროექტის კონცეფციის, ხარისხისა და იმ ცხოვრების სტილის მიხედვით, რომელსაც ის სთავაზობს.
სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება VR Holding-იც - ჩვენი მიზანია, შევქმნათ არა უბრალოდ უძრავი ქონება, არამედ გამორჩეული, მაღალი სტანდარტის გარემო, რომელიც მომავალშიც შეინარჩუნებს როგორც ცხოვრების, ისე საინვესტიციო ღირებულებას.
რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რა მიმართულებებით ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?
წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი ფოკუსი მიმდინარე პროექტების აქტიური განვითარება, მშენებლობის ტემპის კიდევ უფრო დაჩქარება და მომხმარებლისთვის მაღალი სტანდარტის შეთავაზებების შექმნა იქნება.
განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ VR Vake Sky Tower-ის Fashion Avenue-სა და Krtsanisi Resort Residence-ის მეექვსე ფაზის გაყიდვებს. ამასთანავე, აქტიურად გავაგრძელებთ VR Shekvetili Forest~Beach-ის განვითარებას და Café del Mar Shekvetili-ის, როგორც გამორჩეული დასვენებისა და გართობის სივრცის, პოზიციონირების გაძლიერებას.
ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს სწორედ ამ მიმართულებებით ველოდებით - როგორც პროექტების სამშენებლო და გაყიდვების დინამიკაში, ისე თითოეული მათგანის კონცეფციისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ჩვენი მიზანია, წელი კიდევ უფრო მასშტაბური შედეგებით დავასრულოთ, გავაძლიეროთ VR Holding-ის პოზიციები ბაზარზე და მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ პროექტები, რომლებიც ხარისხის, კომფორტისა და საინვესტიციო ღირებულების ახალ სტანდარტს ქმნის.
საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით და თქვენი ხედვით, რა უნდა იყოს წლის მთავარი შედეგი კომპანიისთვის?
2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი საკმაოდ ამბიციურია. გვჯერა, რომ წელი მნიშვნელოვანი პროგრესით დასრულდება როგორც მიმდინარე პროექტების განვითარების, ისე გაყიდვებისა და ბრენდის პოზიციების გაძლიერების მიმართულებით.
თუმცა ჩვენთვის წლის მთავარი შედეგი მხოლოდ ციფრებით არ განისაზღვრება. ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა მომხმარებლის ნდობის კიდევ უფრო გაძლიერება იქნება. გვინდა, თითოეულმა გადადგმულმა ნაბიჯმა და შესრულებულმა დაპირებამ დაადასტუროს, რომ VR Holding არის სანდო პარტნიორი, რომელიც პასუხისმგებლობით ქმნის გრძელვადიან ღირებულებას.
ჩვენი მიზანია, 2026 წელი დავასრულოთ არა მხოლოდ ძლიერი ბიზნესშედეგებით, არამედ კიდევ უფრო ერთგული მომხმარებლებით, წარმატებით განვითარებული პროექტებითა და ბაზარზე განმტკიცებული რეპუტაციით. სწორედ მომხმარებლის ნდობაა ის მთავარი საფუძველი, რომელზეც კომპანიის მდგრად განვითარებასა და მომავალ წარმატებას ვაშენებთ.
სხვა სიახლეები
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
18.09.2026.11:05
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მე-12 ყოველწლიური ღონისძიების - ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის (TSCFP) ფარგლებში, ბაზისბანკს საქართველოში „ლიდერი პარტნიორი ბანკის“ ჯილდო გადაეცა.
აღნიშნული ჯილდო წარმოადგენს, ADB-ის მიერ საქართველოში ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი ბანკის აქტიური და წარმატებული თანამშრომლობის აღიარებას. შეფასების კრიტერიუმი ეფუძნება ADB-ის TSCFP-ის ფარგლებში ბანკის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების ოდენობასა და მოცულობას.
„ლიდერი პარტნიორი ბანკის“ ჯილდოს მიღება ადასტურებს ბაზისბანკის მდგრად პოზიციებს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის კუთხით, ბანკის მაღალ სანდოობას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის და მის მნიშვნელოვან წვლილს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
„ბაზისბანკის აღიარება საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად, ასახავს ჩვენი თანამშრომლობის სიმტკიცესა და სტაბილურობას ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში. ბაზისბანკი აქტიური და სანდო პარტნიორია საქართველოში მოქმედი ბიზნესებისთვის სავაჭრო დაფინანსების მიწოდების მიმართულებით. იგი მხარს უჭერს ბაზარზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და ადგილობრივი კომპანიების დაკავშირებას საერთაშორისო ბაზრებთან. ვულოცავთ ბაზისბანკს ამ მიღწევას და ვიმედოვნებთ ჩვენი პარტნიორობის შემდგომ გაფართოებას მომავალ წლებში მდგრადი სავაჭრო ზრდის მხარდასაჭერად.“ - სტივენ ბეკი, აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის“ ხელმძღვანელი.
„ჩვენთვის დიდი პატივია აზიის განვითარების ბანკისგან „საქართველოში ლიდერი პარტნიორი ბანკის“ ჯილდოს მიღება. ეს აღიარება ასახავს იმ ხელშესახებ პროგრესს, რომელსაც ბაზისბანკმა საკუთარი სტრატეგიის განხორციელების პროცესში მიაღწია - სავაჭრო დაფინანსების შესაძლებლობების გაფართოებისა და საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული კლიენტების მხარდაჭერის გაძლიერების მიმართულებით. ADB-სთან ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, ქართულ ბიზნესს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფინანსური ინსტრუმენტები შევთავაზოთ და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ბიზნესების საქმიანობის წარმართვის გამარტივებას საერთაშორისო ბაზრებზე. მადლობას ვუხდით ADB-ს ამ ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და კვლავაც განვაგრძობთ ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას, რათა უკეთ ვემსახუროთ კლიენტებს და წვლილი შევიტანოთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში.“ - ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.
ADB-ს ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა ყოველწლიურად აჯილდოებს პარტნიორ ბანკებს, რომელთაც ვაჭრობის დაფინანსების კუთხით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონული და საერთაშორისო ეკონომიკური განვითარების პროცესში.
ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ
2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.
2026 წლის 7 თვის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12.1 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9.1 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 7 თვის წმინდა მოგებამ 128 მილიონი ლარი შეადგინა.