VR ჰოლდინგის საახალწლო შეთავაზებები
VR Holding-ი 15 წლის იუბილეს სპეციალური შეთავაზებით აღნიშნავს და მომხმარებლებს VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-ისა და VR Krtsanisi Resort Residence-ის პროექტებში 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეთავაზება ძალაშია 2025 წლის 31 იანვრამდე.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-ის პროექტი უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული კომპონენტებით გამოირჩევა, სადაც ინვესტორსა და სტუმარს აქვთ შესაძლებლობა ერთ კომპლექსში შეიქმნან განსაკუთრებული საინვესტიციო და დაუვიწყარი გამოცდილება.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს „5 ვარსკვლავიან აპარტამენტებს, 1200 მეტრიან დაცულ, კეთილმოწყობილ, საკუთარ სანაპიროს, 80 მეტრიან აუზს, საიდანაც იშლება ხედები შავ ზღვაზე; კონდიცირებად მოსასვენებელ სივრცეებს აუზთან; ბავშვთა აუზსა და გასართობ სივრცეებს; სპა და გამაჯანსაღებელ ცენტრს; ავთენტურ და სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ რესტორნებს 1000 კვ.მ. ფართობზე; 1200 მეტრიან ველო და საფეხმავლო ბილიკს; სპორტულ მოედნებსა და სპორტულ დარბაზებს; გასართობ და რეკრეაციულ სივრცეებს. აპარტამენტების არჩევანი 40 კვადრატული მეტრიდან იწყება და ბარდება სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით; 15% - პირველადი შენატანი; 0%-იანი შიდა განვადება; აპარტამენტები 145,000$-დან; ROI: 14%, “ - აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება VR Krtsanisi Resort Residence-ის პროექტს, ეს არის
პირველი რესორტული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ცხოვრების სტილი ერწყმის უმაღლესი სტანდარტის ინფრასტრუქტურას. პროექტის არსებული ინფრასტრუქტურა და გარემო ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებასა და უზრუნველყოფს მაცხოვრებლებისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს. პროექტში ყველა დეტალი მორგებულია მაცხოვრებლების კომფორტზე. Krtsanisi Resort Residence-ის პროექტში მცხოვრებლებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ინოვაციური ინფრასტრუქტურით , როგორიცაა ქვიშის აუზი ზღვის ტალღების იმიტაციით და სხვა. წინასწარი შენატანი - 15%-დან; 0% შიდა განვადება; აპარტამენტები $123,000-დან; ROI: 14%,“- აცხადებენ კომპანიაში.
იგივე თემაზე:
რა ეტაპზეა და როდის დასრულდება VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-ის პროექტი
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.