VR Shekvetili Forest~Beach აქტიურ განვითარებას განაგრძობს - რა სიახლეები იგეგმება პროექტის ფარგლებში
VR Shekvetili Forest-Beach აქტიურად ვითარდება და ეტაპობრივად მიჰყვება იმ მასშტაბურ კონცეფციას, რომელიც პროექტის დასაწყისიდანვე იყო განსაზღვრული , - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს VR Holding-ის მარკეტინგის მენეჯერმა თინათინ სამხარაძემ განუცხადა.
როგორ ვითარდება VR Shekvetili Forest-Beach პროექტი და რა ძირითადი სიახლეებია ბოლო პერიოდში?
VR Shekvetili Forest-Beach აქტიურად ვითარდება და ეტაპობრივად მიჰყვება იმ მასშტაბურ კონცეფციას, რომელიც პროექტის დასაწყისიდანვე იყო განსაზღვრული.
ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე სწორედ ჩვენი პროექტია, რომელიც საქართველოში ტურიზმის განვითარების მიმართულებით ახალ, მნიშვნელოვან ეტაპს ქმნის.

პროექტის ფარგლებში, შავი ზღვის სანაპიროზე იგეგმება საერთაშორისო ბრენდის - Café del Mar VR Signature Beach Club-ის გახსნა. აღნიშნული სივრცე საქართველოში მსგავსი კონცეფციის მქონე პირველი Beach Club იქნება და დამსვენებლებს საერთაშორისო სტანდარტების უნიკალურ გამოცდილებას შესთავაზებს.
ეს სიახლე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი პროექტისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვისაც, რადგან მსგავსი მასშტაბისა და საერთაშორისო რეპუტაციის მქონე Beach Club ბრენდი საქართველოში პირველად შემოდის. Café del Mar მსოფლიოში ასოცირდება პრემიუმ lifestyle-თან, მაღალი კლასის დასვენებასთან, მუსიკალურ კულტურასთან და უნიკალურ სანაპირო გამოცდილებასთან. შესაბამისად, მისი საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვან ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის ტურისტული და საკურორტო მიმართულებების განვითარებისთვის.

პარალელურად, პროექტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განვითარება. ტერიტორიაზე იქმნება სრულფასოვანი პრემიუმ საკურორტო გარემო, რომელიც გააერთიანებს საცხოვრებელსა და გასართობ მიმართულებებს, რაც VR Shekvetili Forest Beach-ს რეგიონში ერთ-ერთ გამორჩეულ მრავალფუნქციურ სივრცედ აქცევს.
რა ეტაპზეა ამჟამად სამშენებლო სამუშაოები და როგორია პროექტის დასრულების განახლებული ვადები?
სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროექტი თანმიმდევრულად ვითარდება დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად. ამ ეტაპზე დასრულებულია A ბლოკის მეათე სართულის მოწყობა, პარალელურად კი უკვე დაწყებულია B1 და B2 ბლოკების სამშენებლო პროცესიც.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის პირველი ფაზის მშენებლობა ნელ-ნელა უახლოვდება დასრულების ეტაპს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამუშაოები ინტენსიურად და სტაბილურად მიმდინარეობს. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს როგორც მშენებლობის ტემპს, ისე ხარისხის კონტროლს, რათა თითოეული ეტაპი სრულ შესაბამისობაში იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან და იმ პრემიუმ კლასის კონცეფციასთან, რომელსაც პროექტი წარმოადგენს.
გეგმავთ თუ არა ახალი საერთაშორისო ან ადგილობრივი ბრენდების შემოყვანას პროექტის ფარგლებში?
დიახ, პროექტის ფარგლებში უკვე შემოვიდა საერთაშორისო ბრენდი Cafe del Mar, რაც საქართველოსთვის განსაკუთრებული სიახლეა. გარდა ამისა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდების მოზიდვაზეც, მათ შორის hospitality მიმართულებით - სასტუმროების, რესტორნების, სერვისებისა და lifestyle ინფრასტრუქტურის კუთხით.

ჩვენი მიზანია, პროექტი ჩამოყალიბდეს როგორც სრულფასოვანი პრემიუმ საკურორტო სივრცე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად უპასუხებს და სტუმრებს მრავალფეროვან გამოცდილებას შესთავაზებს.
როგორია თქვენი სამომავლო ხედვა ამ პროექტთან დაკავშირებით და რა არის მთავარი მიზანი უახლოეს პერიოდში?
ჩვენი ხედვაა, VR Shekvetili Forest Beach გახდეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საკურორტო დანიშნულების ადგილი საქართველოში და მთლიანად რეგიონში. პროექტი არ განიხილება მხოლოდ როგორც საცხოვრებელი და საინვესტიციო კომპლექსი - ჩვენი მიზანია შევქმნათ მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც გააერთიანებს პრემიუმ ცხოვრებას, დასვენებას, ტურიზმსა და საერთაშორისო lifestyle გამოცდილებას.

უახლოეს პერიოდში მთავარი აქცენტი გაკეთებულია სამშენებლო პროცესზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და საერთაშორისო ბრენდების ინტეგრაციაზე. პარალელურად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გაყიდვების მიმართულებაც, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანაა ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც გრძელვადიან ღირებულებას შექმნის როგორც მაცხოვრებლებისთვის და ინვესტორებისთვის, ისე მთლიანად ქართული ტურიზმისა და ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირებისთვის.
სხვა სიახლეები
BAG ინდექსი: გამოკითხული კომპანიების შეფასებით, 2026 წლის II კვარტალში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა გაუმჯობესდა
15.07.2026.15:28
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის კვლევის მეორე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 5.1 ქულით გაიზარდა და 47.6 ქულა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხული კომპანიების მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 11.4 ქულით, ხოლო მოლოდინის მაჩვენებელი 10.1 ქულით გაუმჯობესდა.
სექტორებს შორის, ბიზნეს კლიმატის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მომსახურების სექტორში დაფიქსირდა, სადაც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობაც და მოლოდინებიც ყველაზე პოზიტიურია.
2026 წლის II კვარტალში ბიზნესის გამოკითხვის შედეგად, გამოიკვეთა ორი ფაქტორი, რომელიც კომპანიების ბიზნესსაქმიანობას თანაბრად აფერხებს - სპეციალისტების ნაკლებობა და სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ფაქტორის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სპეციალისტების ნაკლებობის - 3 პუნქტით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში, გამძაფრდა ასევე, მოთხოვნის სიმცირის პრობლემა (11 პროცენტული პუნქტით), ხოლო ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის პრობლემა მნიშვნელოვნად, 7 პროცენტული პუნქტით შემსუბუქდა.
საგულისხმოა, რომ სექტორების მიხედვით, სპეციალისტების და სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორს აწუხებს, ხოლო სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები მომსახურების და ვაჭრობის სექტორებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვარტალში ბიზნეს საქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებზე გამოკითხული კომპანიების 57%-მა ისაუბრა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.
კვლევის სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.