ვცდილობთ, ექსპორტზე ვკონცენტრირდეთ - „ჰოდას“ დამფუძნებელი
კერამიკის სახელოსნო „ჰოდა“ სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს. გარდა ამისა, სახელოსნოში აქტიურად მიმდინარეობს ვოქშოფები და ტარდება შემსწავლელი კურსები. როგორც „ჰოდას“ დამფუძნებელი ქრისტინე ძაგნიძე აცხადებს, სახელოსნო დაახლოებით ოთხი წლის წინ გაიხსნა და კერამიკული პროდუქციის წარმოებასთან ერთად, იმ ბავშვების მიღებაც დაიწყო, ვისაც კერამიკა და ზოგადად ეს სფერო აინტერესებს.
„ჩვენთან ძირითადად იწარმოება კერამიკა, რაც არის როგორც სამომხმარებლო, ასევე დეკორატიული სახით. ასევე გვაქვს ვორქშოფები, მოყვარულის დონეზე. ბავშვებისთვის შემსწავლელი კურსები. თუმცა ძირითადად, მაინც ტურისტულ სეგმენტზე ვმუშაობთ, იმიტომ რომ სახელოსნო მაინც ტურისტულ ქუჩაზეა. რაც შეეხება მასალას, უფრო თეთრ თიხას ვიყენებთ, რადგან მოხატვის კუთხით უფრო მარტივად მოსახატია და ფერები უფრო კარგად აღიქმება. თუმცა წითელი თიხითაც საკმაოდ საინტერესო გამოდის ნამუშევრები. ძირითადად, მოხატული ნაკეთობები გვაქვს. აქცენტი უფრო მეტად კურსების სახით ბავშვებზე გადავიტანეთ. რადგან მშობლები უფრო დაინტერესებულები არიან ბავშვები ჩართონ აქტიურად “, - აცხადებს „ჰოდას“ დამფუძნებელი ქრისტინე ძაგნიძე.
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ნაკეთობების პოპულარიზება და ექსპორტზე გასვლა.
„ბოლო პერიოდში ტურისტებს მხრიდან ცოტა შემცირდა მოთხოვნა. ვცდილობ, სხვა პლატფორმით გავუწიო პოპულარიზება პროდუქციას, კერძოდ, ხელნაკეთობების პლატფორმა Etsy-ზე ვცდილობ პერიოდულად ნაკეთობები დავდო და ესე ექსპორტის სახით გავყიდო საზღვარგარეთაც. თუმცა დიდი მასშტაბით არ ვდებ, თუმცა შეიძლება ამ მიმართულებით მეტი მუშაობა. მშვენივრად მუშაობს თუ სწორად მართავ “, - ამბობს „ჰოდას“ დამფუძნებელი ქრისტინე ძაგნიძე.
2024 წელი „ჰოდასთვის“ მზარდი აღმოჩნდა.
„საბოლოო ჯამში, ჩემთვის მზარდი იყო. იმიტომ რომ აქამდე სახლიდან ვმუშაობდი და იმის გაცნობა, მომხმარებელს რა აინტერესებს, ტურისტს რა აინტერესებს ჩემთვის საინტერესო იყო. ახლა ვცდილობ, რომ უფრო მეტად ექსპორტზე ვიფიქრო და ვიმუშაო. რადგან ექსპორტზე ვფიქრობ, უფრო სამომხმარებლო ნაკეთობები, როგორიც არის ჭურჭელი ბევრად მაღალი ხარისხის თიხით დავამზადო, რათა იყოს უფრო გამძლე “, - განმარტავს „ჰოდას“ დამფუძნებელი ქრისტინე ძაგნიძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.