მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.4
-0.0117
flag
AZN 1.5261
-0.0006
flag
CNY 38.878
-0.002
flag
EUR 2.9041
0.0043
flag
GBP 3.4821
0.0075
flag
KZT 57.83
-0.0016
flag
TRY 0.0517
0
flag
USD 2.5943
-0.0006
news banner

WE DO - თანამედროვე აღჭურვილობა და კომპლექსური მომსახურება სამშენებლო კომპანიებისთვის

news image
mbc image

WE DO კომპანიაა, რომელიც 2020 წლიდან ქართულ ბაზარზე ოპერირებს და სამშენებლო სფეროს სერტიფიცირებულ ხარაჩოებსა და სიმაღლეზე სამუშაოებისთვის საჭირო აღჭურვილობას სთავაზობს. კომპანია მომხმარებლებს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ ემსახურება და მომსახურების სრულ ციკლს უზრუნველყოფს. WE DO-ს საქმიანობის სპეციფიკისა და განვითარების გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორი თეო ფიფია ესაუბრა.

როგორია WE DO-ს საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ქართულ ბაზარზე და როგორ განვითარდა კომპანია დაარსებიდან დღემდე?

WE DO-ს ისტორია 2020 წლის 13 დეკემბერს დაიწყო. კომპანიის შექმნის საფუძველი სამშენებლო სფეროში მიღებული რამდენიმეწლიანი გამოცდილება და არსებული პროცესების გაუმჯობესების სურვილი გახდა. სწორედ ამ ხედვით შევქმენით WE DO - კომპანია, რომლის მიზანიც სამშენებლო პროცესების გამარტივება, უსაფრთხოების გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება იყო.

WE DO საქმიანობის პირველივე დღიდან „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მუშაობს - მომხმარებელს შეუძლია ერთ სივრცეში მიიღოს როგორც საჭირო სამშენებლო ინვენტარი, ისე მასთან დაკავშირებული სრული მომსახურება.

წლების განმავლობაში კომპანია ეტაპობრივად იზრდებოდა და საქმიანობის გეოგრაფიულ არეალსაც აფართოებდა. 2023 წელს პირველი რეგიონული ფილიალი ბათუმში გავხსენით, 2026 წელს კი - ქუთაისში. რეგიონული გაფართოებით WE DO-ს მომსახურება უფრო მეტი მომხმარებლისთვის გახდა ხელმისაწვდომი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე სამშენებლო პროექტებშიც უფრო აქტიურად დავიწყეთ ჩართვა.

ჩვენი განვითარების კიდევ ერთი საინტერესო ეტაპი 2025 წელი იყო, როდესაც ბრენდს საკუთარი პერსონაჟი - თახვიდუ შევძინეთ. გვინდოდა, სამშენებლო სფეროსთვის დამახასიათებელი სერიოზულობა მეტი უშუალობითა და იუმორით შეგვემსუბუქებინა. თახვიდუ სწორედ ამ იდეის გამოხატულებაა - შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი და თავისი საქმის მცოდნე პერსონაჟი, რომელიც დღეს ჩვენი ბრენდის განუყოფელი ნაწილია.

რა სერვისებსა და პროდუქტებს სთავაზობთ მომხმარებლებს და რომელ სეგმენტზეა ძირითადად ორიენტირებული თქვენი საქმიანობა?

WE DO მომხმარებლებს სთავაზობს სერტიფიცირებულ სამშენებლო ხარაჩოებს - საფასადე, კოშკურა და გვირილა ტიპის კონსტრუქციებს, ასევე ელექტრო კალათებს. პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც იჯარით, ისე რეალიზაციით. ჩვენი მომსახურება კი მოიცავს ტრანსპორტირებას, მონტაჟს, დემონტაჟსა და ტექნიკურ მხარდაჭერას.

ჩვენი მომხმარებლები ძირითადად სამშენებლო კომპანიები არიან, თუმცა ვთანამშრომლობთ ყველასთან, ვისაც სიმაღლეზე სამუშაოების შესასრულებლად შესაბამისი აღჭურვილობა და პროფესიონალური დახმარება სჭირდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულ მომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტა შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ინდივიდუალურ კონსულტაციას - ვითვალისწინებთ თითოეული პროექტის სპეციფიკას, ვარჩევთ ოპტიმალურ პროდუქტს და ვთავაზობთ შესაბამის მომსახურებას.

როგორია მოთხოვნა კომპანიის მომსახურებაზე და რა არის WE DO-ს მთავარი კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე?

ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებაზე მოთხოვნას სამშენებლო სფეროს სპეციფიკა განაპირობებს, სადაც დრო, ხარისხი და სანდოობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. WE DO სწორედ ამ პრინციპებით მუშაობს და მომხმარებელს სწრაფ, ხარისხიან და უსაფრთხო მომსახურებას სთავაზობს.

ჩვენი მთავარი უპირატესობა სფეროს ცოდნისა და კომპლექსური მომსახურების გაერთიანებაა. მომხმარებელს მხოლოდ სამშენებლო ინვენტარს არ ვთავაზობთ - ვეხმარებით მის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტის შერჩევაში, რაც სამუშაო პროცესს ამარტივებს, დროსა და რესურსებს კი ზოგავს.

პროფესიონალიზმთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობებიც. გვჯერა, რომ ნდობა და მეგობრული კომუნიკაცია წარმატებული თანამშრომლობის საფუძველია. სწორედ ამიტომ, თითოეულ მომხმარებელთან ურთიერთობას გრძელვადიანი პარტნიორობის პერსპექტივით ვუდგებით.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების სტრატეგია?

WE DO-ს შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამშენებლო სფეროში არსებული სამუშაო პროცესების გაუმჯობესება იყო და ეს მიდგომა დღემდე უცვლელია.

ვინაიდან სამშენებლო სფერო მუდმივად ვითარდება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ცვლილებებს არა მხოლოდ ფეხი ავუწყოთ, არამედ, სადაც შესაძლებელია, თავადაც ვიყოთ სიახლეების დანერგვის ინიციატორები.

ამ მიდგომის ნაწილია კაიზენის მართვის პრინციპების დანერგვაც, რომელიც უწყვეტ გაუმჯობესებას, სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციასა და გუნდის თითოეული წევრის ჩართულობას გულისხმობს. გვჯერა, რომ განვითარება ერთჯერადი ცვლილებებით არ მიიღწევა - ის ყოველდღიური მუშაობის, გამოცდილების გაზიარებისა და მცირე, თანმიმდევრული გაუმჯობესებების შედეგია.

სწორედ ამიტომ მუდმივად ვეცნობით საერთაშორისო გამოცდილებას, ვმონაწილეობთ გამოფენებსა და პროფესიულ შეხვედრებში, ვეძებთ ახალ პროდუქტებსა და ტექნოლოგიებს, რომლებიც ჩვენი გუნდის ყოველდღიურ საქმიანობას გაამარტივებს და მომხმარებელს კიდევ უფრო ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებს.

სამომავლოდ ჩვენი მიზანია კომპანიის შესაძლებლობების გაფართოება, არსებული მომსახურების განვითარება და ქართულ სამშენებლო ბაზარზე მეტი თანამედროვე ტექნოლოგიისა და ინოვაციური გადაწყვეტის დანერგვა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image WE DO - თანამედროვე აღჭურვილობა და კომპლექსური მომსახურება სამშენებლო კომპანიებისთვის

10.11.2026.16:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა