მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Web Summit-თან მრავალი წელია კარგი პარტნიორობა გვაქვს, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტი ინვესტორი მოვიზიდოთ - ავთანდილ კასრაძე

news image
mbc image

GITA-ს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის განცხადებით, საქართველო წელსაც საკუთარი პავილიონით იქნება წარმოდგენილი Web Summit 2026-ზე, რაც ქართულ სტარტაპებს ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ ბაზრებთან წვდომის შესაძლებლობას მისცემს. კასრაძის თქმით, გასულ წელს ამ შესაძლებლობით 80-მა ქართულმა სტარტაპმა ისარგებლა, ხოლო ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემა საერთაშორისო აუდიტორიას მიმდინარე რეფორმებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს გააცნობს.

ჩვენ უკვე მრავალი წელია Web Summit-თან ძალიან კარგი პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს. საქართველო მუდმივად ღირსეულად არის წარმოდგენილი ამ ღონისძიებაზე, ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე. მათ მოგვცეს შესაძლებლობა, განვათავსოთ საქართველოს პავილიონი და კიდევ უფრო მეტი ინტერესი მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში ინვესტორების მხრიდან

გასულ წელს მარტო 80-მა ქართულმა ინოვაციურმა სტარტაპმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით, რომ Web Summit-ზე წასულიყო. მათ ჰქონდათ შანსი, კიდევ უფრო მეტი კლიენტი მოეზიდათ, მეტ ინვესტორს გასაუბრებოდნენ და ახალ ბაზრებზე გასასვლელი ფანჯარა გაეხსნათ. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ. წელსაც საქართველოს ეკოსისტემა პავილიონის სახით იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ჩვენ ყოველთვის გვაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ მაღალი დონის დისკუსიებში, მათ შორის პანელურ სესიებში, სადაც საქართველო მინისტრის ან მინისტრის მოადგილის დონეზეა წარმოდგენილი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, უცხოურმა აუდიტორიამ მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ, რომლებიც დღეს ქვეყანაში ხორციელდება“, - განმარტა ავთანდილ კასრაძემ.

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა