Weekend-ზე მოთხოვნა 20%-ით მატულობს, ტენდენცია ამ მხრივ არ იცვლება - PAZZA
PAZZA/პაცცა -ს სერვისებზე მოთხოვნა მზარდია. იტალიური პიცის მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი აჩო ზამბახიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ ასორტიმენტში მუდმივად სიახლეა და ამ ეტაპზეც პროდუქტის ნაირსახეობას ბეკონის პიცა დაემატა. ზამბახიძის თქმით, კომპანიის საქმიანობაში ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდია ,,ვიქენდი“, როცა კვირის ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით, გაყიდვები 20% -ით მატულობს.
,,მოთხოვნა მუდმივად იზრდება, დადებითი დინამიკა არ შეცვლილა, რაც ძალიან გვახარებს. შესაბამისად, ვცდილობთ ამ ტენდენციას სათანადოდ ვუპასუხოთ. ახალი ფილიალის გახსნას ვგეგმავდით, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება შევცვალეთ და გადავწყვიტეთ, რომ რემონტი ჩაგვეტარებინა ფილიალებში და ინვენტარიც განგვეახლებინა. წარმატებით დავასრულეთ ეს პროცესი. დანადგარები საწარმოსთვის იტალიიდან ჩამოვიტანეთ, ასევე სხვადასხვა მოწყობილობა და აქსესუარები, რაც წარმოებაში გამოიყენება. გვახარებს ის ფაქტი, რომ გაყიდვები სტაბილურად მატულობს, განსაკუთრებით ,,ვიქენდია“ დატვირთული, კვირის სხვა დღეებთან შედარებით, 20% -ით მეტია მოთხოვნა ამ პერიოდში“, - ამბობს აჩო ზამბახიძე.
შეგახსენებთ, რომ „პაცცა“ პირველია საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს დამწვარი პიცა შესთავაზა. კომპანია 2018 წელს შეიქმნა. დასაქმებულია 25 ადამიანი.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.