მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

WEFORWARD ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას გეგმავს -  როგორ აფასებს კომპანია გადაზიდვების ბაზარს და მიმდინარე ტენდენციებს

news image
mbc image

გადამზიდავი კომპანია WEFORWARD, რომელიც წლების განმავლობაში ბიზნესის ერთ-ერთ სანდო პარტნიორადაც ჩამოყალიბდა, გაფართოვდა და სამომავლოდ, დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც გეგმავს. კომპანიის მენეჯმენტი ქვეყანაში ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას განიხილავს, რისთვისაც ინვესტორს უკვე ეძებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან WEFORWARD-ის თანადამფუძნებელმა თემო მაისურაძემ განაცხადა, 2025 წელი WEFORWARD-ისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რადგანაც კომპანია საკმაოდ გაფართოვდა.

„იქიდან გამომდინარე, რომ წინა წელთან შედარებით ჩვენ გუნდის რაოდენობა გავზარდეთ, უმეტესობა Sales-ის გუნდში დავიმატეთ და ლოგიკურად, WEFORWARD-ის მაგალითზე ტვირთბრუნვა გაიზარდა. კომპანიის და შეკვეთების ზრდის თვალსაზრისით 2025 წელი ჩვენთვის საკმაოდ წარმატებულია, რადგანაც შეკვეთების ზრდა 150%-მდეა. ზრდა გვქონდა ყველა მიმართულებით, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის კუთხით. ჩვენ ხომ ყველა ტიპის ტვირთებზე ვმუშაობთ: ზოგადი ტვირთები, საკვები პროდუქტები, რომელიც (+/-) რეჟიმის დაცვით ტრანსპორტირებას საჭიროებს,  ასევე სახიფათო და არაგაბარიტული ტვირთების. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ტვირთებს ვეზიდებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. აქედან გამომდინარე, ყველა მიმართულებით არის ზრდა,“ – განმარტავს WEFORWARD-ის თანადამფუძნებელი.

თემო მაისურაძის თქმით, WEFORWARD-ის პორტფოლიო ყველა ტიპის ტრანსპორტირებას მოიცავს, თუმცა ლიდერი მაინც სახმელეთო გადაზიდვებია.

„WEFORWARD-ის მაგალითზე ყველაზე ნაკლებად გვაქვს სარკინიგზო გადაზიდვები, გამომდინარე იქიდან, რომ სარკინიგზო ხაზები საქართველოში მხოლოდ ჩინეთიდან მოდიან და რუსეთიდან. ბოლოდან რომ დავიწყოთ, სარკინიგზო გადაზიდვებს მოსდევს საჰაერო გადაზიდვები. საჰაერო გადაზიდვა ყველაზე უფრო ძვირად ღირებული გადაზიდვის ფორმაა და მომხმარებლებს ურჩევნიათ დროში დაელოდონ, ვიდრე ძვირი გადაიხადონ და მალე მიიღონ პროდუქცია. შემდეგ მოდის საკონტეინერო (საზღვაო) გადაზიდვები და პირველ ადგილზე ჩვენს შემთხვევაში არის სახმელეთო გადაზიდვები. სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვებს თუ შევადარებთ, თითქმის თანაბარია მოცულობები - დაახლოებით 40%-ია სახმელეთო გადაზიდვები, ხოლო 35% — საზღვაო გადაზიდვები. 10% არის საჰაერო გადაზიდვები, ხოლო დარჩენილი 5% მოდის სარკინიგზო გადაზიდვებზე,“ – ამბობს თემო მაისურაძე.

ახალი წლის წინა პერიოდში ჩინეთიდან გადაზიდვების მოცულობა მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან სხვადასხვა ტიპის პროდუქციით ხდება ქვეყნების მომარაგება და მარაგების შევსება. როგორც WEFORWARD-ის თანადამფუძნებელი თემო მაისურაძე აღნიშნავს, „ბუმი უკვე დაწყებულია“. ამავდროულად, ის საუბრობს ჩინეთიდან გადმოზიდვებთან დაკავშირებულ გარკვეულ გამოწვევებზეც.

„ჩინეთიდან უკვე დაიწყო ტვირთბრუნვის ზრდა, თუმცა ზამთრის პერიოდში გაზრდილ მოთხოვნას თან ახლავს გარკვეული პრობლემები, პრობლემებში კი ვგულისხმობ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, ვინაიდან ყაზახეთს არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი შესაბამისად აღნიშნულ ზღვაში მხოლოდ მომცრო ზომის გემები გადაადგილდებიან (ე.წ. RO-RO და Ferry Vessel-ები), რომლებიც მცირე უამინდობის დროს მაგალითად ქარიანი ამინდის დროს ვერ ახერხებენ ნავსადგურთან მისვლას, რომ დაიტვირთონ ტრაილერები ან სარკინიგზო კონტეინერები, ამ შეფერხებების გამო კი ზამთრის პერიოდში წარმოიქმნება ხოლმე დიდი რიგები. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით წელს ბორნების რაოდენობა გაიზარდა და კიდევ რამდენიმე ბორანი ამუშავდა კასპიის ზღვაში. ასევე ხშირად არის პრობლემები ტრაილერებისთვისაც ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ ყაზახეთში საკმაოდ მკაცრი ზამთარია და შესაბამისად ტრაილერებსაც შედარებით ნელი სვლითა და სიფრთხილით უწევთ მოძრაობა, რაც თავის მხრივ სატრანზიტო ვადებს ზრდის. 

სახმელეთო ტრანსპორტს უნდა აღინიშნოს, რომ ლავირების საშუალება აქვს განსხვავებით სარკინიგზო კონტეინერებისა, მაგალითად თუ სარკინიგზო კონტეინერების პორტიდან მოხსნა, საბუთების ცვლილება და გადატვირთვა უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული ტრაილერის შემთხვევაში ეს მარტივია, იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ტრაილერი მიადგა ბორანს და ვხედავთ, რომ პირობითად 1 თვიანი რიგია ბორანზე, ინსტრუქციას იღებს მძღოლი, რომ არ დაელოდოს და გაემართოს ყაზახეთიდან (აქტაუ) რუსეთისკენ, აქაც რიგების და რისკების გათვალისწინებით ვწყვეტთ მარშრუტებს, ან რუსეთიდან გადაგვყავს ისევ აზერბაიჯანში და შემდეგ საქართველოში ან ყაზახეთი - რუსეთი-საქართველო (ლარსით) ამ მარშრუტით შემოგვყავს ტრაილერები საქართველოში. 

არ შემიძლია არ ვისაუბრო ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზეც ჩვენი ქვეყნისთვის და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე აშენდება ანაკლიის პორტი, ამ პორტის აშენება კი რამდენიმე პრობლემას ერთდროულად მოაგვარებს, 1) სატრანზიტო ვადები შემცირდება, რადგან დიდი ლაინერების პირდაპირ მიღებას შევძლებთ პორტში, ახლა მოგეხსენებათ, რომ საბერძნეთში ან თურქეთში უწევთ ხოლმე რამდენიმე კვირა დაყოვნება კონტეინერებს სწორედ იმ მიზეზით, რომ პატარა ფიდერებს ველოდებით, რომელიც ასევე არასაკმარისი რაოდენობით მუშაობს ჩვენს ზღვაში, 2) შემცირდება საერთაშორისო გადაზიდვებზე ტარიფები ეს პირდაპირ დაკავშირებულია სატრანზიტო ვადებთანაც. 3) შეგვიძლია გავხდეთ და დავიბრუნოთ ისტორიული ფუნქცია და გავხდეთ საკვანძო წერტილი რეგიონში, რომელიც დააკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, 4) ადგილობრივ თუ საერთაშორისო ინვესტორებს ექნებათ შესაძლებლობა განავითარონ სასაწყობე ინფრასტრუქტურა, 5) დასაქმდება უამრავი ადამიანი), მოკლედ აღნიშნული პორტის აშენება დროულად უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის“, - ამბობს WEFORWARD-ის თანადამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ კომპანია WEFORWARD წელს გახდა სამი უმსხვილესი ლოგისტიკური გაერთიანების წევრი ესენია: WCA World, WCA China, All World Shipping, რომელთა საშუალებითაც გაიზარდა კომპანიის რეპუტაცია და სანდოობა არამხოლოდ ადგილობრივ არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც.

„ამ გლობალური ქსელების საშუალებით წვდომა გვაქვს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ძალიან სანდო პარტნიორებზე, რომელთან თანამშრომლობითაც ვიფორვარდი უზრუნველყოფს ტვირთების მიწოდებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნებისმიერი გადაზიდვის ფორმით. WEFORWARD-ს, როგორც ქართულ კომპანიას, არ სჭირდება საზღვარგარეთ წარმომადგენლობები ან ლოგისტიკური ცენტრები ვინაიდან აღნიშნული ქსელების საშუალებით ჩვენი პარტნიორები გვიზიარებენ მათ მოძრავ თუ უძრავ ერთეულებს ექსპლუატაციისთვის ანუ მარტივად, რომ ვთქვათ ვყიდულობთ იმ სერვისს, რომელი სერვისის მიღებაც იმ მომენტში მომხმარებელს ყველაზე მეტად სჭირდება“, - აცხადებს მაისურაძე. 

WEFORWARD ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაზეც მუშაობს. კომპანიამ პროექტზე მუშაობა უკვე დაასრულა და ახლა მიწის შერჩევა/შეძენით არის დაკავებული. თუმცა პროექტის განხორციელებისთვის WEFORWARD პარტნიორ ინვესტორსაც ეძებს.

„ჩვენ ჩვენს განვითარებას სწორედ ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნაში ვხედავთ და დიდი იმედი გვაქვს დროულად შევძლებთ საბაჟო ტერმინალის აშენებას, ამ მიმართულებით პროექტი უკვე დასრულებულია და ახლა ვიმყოფებით მიწების მოძიების ეტაპზე მოგეხსენებათ, რომ ლოგისტიკურ საქმიანობაში ადგილმდებარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს ამიტომ გვინდა ისეთი მიწა შევარჩიოთ, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს. დამატებით ვცდილობთ მოვიძიოთ ინვესტორები, რადგან ტერმინალის მშენებლობა არ არის მცირე ხარჯებთან დაკავშირებული.
საწყის ეტაპზე ვფიქრობთ 3,5 – 5 ათას კვ/მ სასაწყობე ინფრასტრუქტურის შექმნას თბილისის ტერიტორიაზე, ხოლო სამომავლოდ რა თქმა უნდა გვინდა ეს ინფრასტრუქტურა განვავითაროთ დასავლეთ საქართველოშიც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტემპერატურული შემნახველების დეფიციტია საქართველოში და აღნიშნული მიმართულებითაც ვგეგმავთ სამომავლოდ ინვესტიციების მოძიებას“, - განმარტავს კომპანია WEFORWARD-ის თანადამფუძნებელი.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა