White Sails-ის პროექტში აპარტამენტების 99%-ი უკვე გაყიდულია - AR Meridians
ბათუმში გრანდიოზული პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი White Sails-ი, რომელსაც AR Meridians ახორციელებს, დასასრულს უახლოვდება. როგორც Business Insider Georgia-ს AR Meridians-ის დირექტორმა ნათია გოგიძემ განუცხადა, White Sails-ის პროექტში აპარტამენტების 99%-ი უკვე გაყიდულია, ერთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს და მეორე მაღალი კლასის სასტუმროც მალე გაიხსნება.
AR Meridians-ში განმარტავენ, რომ გაყიდული აპარტამენტების დიდი ნაწილი ისრაელის მოქალაქეებზე მოდის, პროექტში აპარტამენტებს ფლობენ ასევე პოლონეთის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
დახვეწილი არქიტექტურის წყალობით, ზღვის და ბულვარის ხედებით ტკბობა ნებისმიერი სართულიდანაა შესაძლებელი.
„პროექტი თითქმის დასრულებულია. სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებით ის 2025 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს. პროექტში შემავალი სასტუმრო The Grandeur Hotel-ი უკვე ფუნქციონირებს, ხოლო Ibis Styles Batumi-ი 2024 წლის დასაწყისში გაიხსნება.
პროექტი აერთიანებს ასევე უფასო მიწისზედა პარკინგს, ამით ჩვენი კომპლექსი უნიკალურია. ასევე გაქვს უზარმაზარი გამწვანებული ეზო, საბავშვო მოედანი, ძალიან დიდი საცურაო აუზი, რომელიც გათვლილია დიდებისთვის და პატარებისთვის. ასევე ფუნქციონირებს სხვადასხვა ტიპის რესტორანი: ქართული, ევროპული, იტალიური. გვაქვს სნეკ ბარი და 24 საათიანი მარკეტი“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს ნათია გოგიძემ.
სასტუმრო The Grandeur Hotel-ი, რომელიც ივლისიდან ფუნქციონირებს 120 ნომრიანია, ხოლო Ibis Styles Batumi 125 ნომრიანი.
White Sails ბათუმში ზღვის პირველ ზოლში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს და ჯამში 30,000 კვ.მ. ფართობს მოიცავს. მულტიფუნქციურ კომპლექსში გაერთიანებულია ოთხი აპარტოტელი, მაღალი კლასის საცხოვრებელი სახლი, პრემიუმ კლასის ბუტიკური ტიპის მრავალფუნქციური საცხოვრებელი Sea Home Batumi, ორი მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო, რომელთაგან ერთ-ერთი Ibis Styles Batumi-ია და 5 ვარსკვლავიანი საინვესტიციო პროექტი The Grandeur Hotel.
White Sails-ის კომპლექსის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. ინვესტიციის მოცულობა საკმაოდ შთამბეჭდავია და 60 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგენს. კომპლექსი არქიტექტურულმა კომპანია BWC Project Group-მა დააპროექტა, რომელსაც ამ სფეროში 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს საქართველოში უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ANAGI, რომელიც ბაზარზე 1989 წლიდან მოქმედებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.