მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

Wildberries-მა თბილისში ექსპრეს-მიწოდება დაიწყო

news image
mbc image

ონლაინ შოპინგის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტი შეკვეთის განთავსებაა, თუმცა შეძენილი პროდუქციის მიღებამდე ლოდინი არც ისე კომფორტული პროცესია, ამიტომ Wildberries-ი მომხმარებლებს თბილისში,თელავში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, რუსთავში, ქობულეთში და გორშიშეკვეთის მიღების ექსპრეს მიწოდებას სთავაზობს.

როგორ მუშაობს ექსპრეს-მიწოდება?

ახალი სერვისი ექსკლუზიურად თბილისშია ხელმისაწვდომი. შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ორ საათიანი დროის მონაკვეთი.
გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, შეკვეთაში შემავალი რომელი ნივთის მიღება სურს ექსპრეს-მიწოდებით.

როგორც კი შეკვეთა კურიერს გადაეცემა და მისი მიწოდება იწყება, მომხმარებელი შეკვეთის გაფორმებისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე სპეციალურ ბმულს ღებულობს, რისი საშუალებითაც ხედავს კურიერის გადაადგილებას რეალურ დროში და შეკვეთის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას ღებულობს.

ექსპრეს-მიწოდებისას წინასწარი გადახდა სავალდებულოა

ახალი სერვისით სარგებლობისას მომხმარებელს შეკვეთის ღირებულების სრულად წინასწარ გადახდა უწევს.
ამასთან, მნიშვნელოვანია კიდევ ერთი პირობის გათვალისწინება: თუ მომხმარებელს პროდუქტის დაბრუნება მოუნდება, ამისთვის მას თავად უწევს Wildberries-ის მიტანის/გაცემის პუნქტში მისვლა და პროდუქტის დაბრუნების სტანდარტული პროცედურის გავლა.

დაახლოებით 100 პუნქტი საქართველოს მასშტაბით

ექსპრეს-მიწოდების ამოქმედებით Wildberries-მა თბილისში ონლაინ შოპინგი კიდევ უფრო სწრაფი და მოქნილი გახადა.
ამჟამად საქართველოში Wildberries-ის დაახლოებით 100 გაცემის პუნქტი ფუნქციონირებს. პლატფორმა ასევე პერიოდულად მომხმარებლებს სხვადასხვა აქციასა და ფასდაკლებას სთავაზობს, რომელთა ოდენობაც ცალკეულ კატეგორიებში 80%-მდე აღწევს.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Wildberries-მა თბილისში ექსპრეს-მიწოდება დაიწყო

14.09.2026.11:00

ონლაინ შოპინგის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტი შეკვეთის განთავსებაა, თუმცა შეძენილი პროდუქციის მიღებამდე ლოდინი არც ისე კომფორტული პროცესია, ამიტომ Wildberries-ი მომხმარებლებს თბილისში,თელავში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, რუსთავში, ქობულეთში და გორშიშეკვეთის მიღების ექსპრეს მიწოდებას სთავაზობს.

როგორ მუშაობს ექსპრეს-მიწოდება?

ახალი სერვისი ექსკლუზიურად თბილისშია ხელმისაწვდომი. შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ორ საათიანი დროის მონაკვეთი.
გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, შეკვეთაში შემავალი რომელი ნივთის მიღება სურს ექსპრეს-მიწოდებით.

როგორც კი შეკვეთა კურიერს გადაეცემა და მისი მიწოდება იწყება, მომხმარებელი შეკვეთის გაფორმებისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე სპეციალურ ბმულს ღებულობს, რისი საშუალებითაც ხედავს კურიერის გადაადგილებას რეალურ დროში და შეკვეთის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას ღებულობს.

ექსპრეს-მიწოდებისას წინასწარი გადახდა სავალდებულოა

ახალი სერვისით სარგებლობისას მომხმარებელს შეკვეთის ღირებულების სრულად წინასწარ გადახდა უწევს.
ამასთან, მნიშვნელოვანია კიდევ ერთი პირობის გათვალისწინება: თუ მომხმარებელს პროდუქტის დაბრუნება მოუნდება, ამისთვის მას თავად უწევს Wildberries-ის მიტანის/გაცემის პუნქტში მისვლა და პროდუქტის დაბრუნების სტანდარტული პროცედურის გავლა.

დაახლოებით 100 პუნქტი საქართველოს მასშტაბით

ექსპრეს-მიწოდების ამოქმედებით Wildberries-მა თბილისში ონლაინ შოპინგი კიდევ უფრო სწრაფი და მოქნილი გახადა.
ამჟამად საქართველოში Wildberries-ის დაახლოებით 100 გაცემის პუნქტი ფუნქციონირებს. პლატფორმა ასევე პერიოდულად მომხმარებლებს სხვადასხვა აქციასა და ფასდაკლებას სთავაზობს, რომელთა ოდენობაც ცალკეულ კატეგორიებში 80%-მდე აღწევს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა