Wine Diamond-მა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და აღიარებულ მსახიობს, Ornella Muti-ს უნიკალური სამკაული გადასცა
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და აღიარებული მსახიობი, Ornella Muti საქართველოში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მას კომპანია Wine Diamond -ისგან განსაკუთრებული საჩუქარი გადაეცა, რომლის უნიკალურმა ისტორიამ მსახიობის განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია.
კომპანიის დამფუძნებლის, თამარ აბულაძის თქმით, სიმბოლურმა სამკაულმა Ornella Muti-ს განსაკუთრებული ინტერესი და ემოცია დაუტოვა.

კომპანია განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქველმოქმედო ფონდი ცხოვრება მშვენიერია -Charity Fund Life Is Wonderful -ს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ფონდი წლებია მნიშვნელოვან საქველმოქმედო და სოციალურ პროექტებს ახორციელებს.
სხვა სიახლეები
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხასიათია - მებრძოლი და ცნობისმოყვარე ადამიანი ყველაფერს ისწავლის l ალექსანდრე ჯეჯელავა
19.05.2026.14:30
კონკურენტულ შრომის ბაზარზე წარმატების მთავარი საფუძველი უკვე არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა, არამედ ისეთი პიროვნული უნარებია, როგორიცაა ცნობისმოყვარეობა, მებრძოლი ხასიათი და სწავლის სწრაფად ათვისების უნარი. - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში, სტუმრობისას კომპანია „ფლომასტერის“ დამფუძნებელმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი და ონლაინ კურსები ცოდნის მიღებას მარტივს ხდის, გადამწყვეტი ხდება ადამიანის ხასიათი და სწავლისადმი მიდგომა, მაშინ როცა საგანმანათლებლო სისტემა ჯერ კიდევ ტრადიციულ, საზეპირო და ფორმალურ სწავლების მოდელზეა დაფუძნებული.
„დღეს ამბობენ, დაიქირავეთ ადამიანი ხასიათის მიხედვით, დაიქირავეთ მებრძოლი, ცნობისმოყვარე ადამიანი და ის ყველაფერს ისწავლის. აგერ არის ხელოვნური ინტელექტი, აგერაა ონლაინ კურსები - ყველაფერი ხელმისაწვდომია. ამის მიუხედავად, ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა ხშირ შემთხვევაში მაინც ძველ რელსებზე დგას. ორიენტირებულია იმაზე, რომ კონკრეტული საგანი ისწავლო, პარასკევისთვის მეხუთე თავი მოამზადო, ნახევრად ზეპირად ჩააბარო და ამით შემოიფარგლო. მთავარი მაინც საკუთარი ადგილისა და როლის გამორკვევაა. მე წლების განმავლობაში ვასწავლიდი გრენობლის ბიზნესსკოლაში. ერთ-ერთ წელს დეკანატს მივწერე, რომ სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ვაპირებდი. იქიდან პასუხი მოვიდა, არავითარ შემთხვევაში, ეს მკაცრად აკრძალულიაო. მე ვუპასუხე, რომ აკრძალვას აზრი არ ჰქონდა, რადგან მაინც გამოიყენებდნენ. და რა მოხდა? ზუსტად მომდევნო წელს, ყველა ლექტორმა მიიღო ახალი ინსტრუქცია, მაქსიმალურად გამოიყენეთ ხელოვნური ინტელექტიო.
ეს არის ძალიან ვიწრო, გარდამავალი ტერიტორია, სადაც დროულად უნდა მიხვდე, რა არის გასაკეთებელი. ასეთ დროს კი ხასიათი და სიმტკიცე ხდება მთავარი. ჩვენ გვჭირდება მებრძოლი ადამიანი - ის, ვისაც აქვს კონკრეტული გეგმა და ხედვა. ადამიანი, რომელიც თავის ყოველდღიურ, ჩვეულებრივ ცხოვრებაში შეიძლება სტუდენტი იყოს, მაგრამ ფლობს უნარს, საჭირო მომენტში სრულად მოახდინოს საკუთარი თავისა და რესურსების მობილიზება.
თანაც, უნარების სწავლება ისეთი ადვილი გახდა, როგორიც არასდროს ყოფილა. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დღეს ეკონომიკურ რეალობას თუ პროგრამირების ინსტრუმენტებს ისე ეფექტიანად აუხსნი ადამიანს, როგორც სხვაგვარად ვერასოდეს აუხსნიდი. თუმცა, ხასიათი და სიმტკიცე პირიქით - გაცილებით მეტი გვჭირდება. რაც უფრო მეტი ალტერნატივაა ირგვლივ, მით უფრო მეტი სიმტკიცეა საჭირო, რომ შენი გზა იპოვო და ამ უამრავი არჩევანის დევნაში საკუთარი თავი არ დაკარგო.
თუ ადამიანში მებრძოლი ხასიათი, ცნობისმოყვარეობა და შრომისმოყვარეობა ჩამოყალიბდა, მერე დანარჩენი უკვე წმინდა წყლის ტექნიკის საკითხია - ის ნებისმიერ საგანს აუღებს ალღოს და ნებისმიერ სფეროში მიაღწევს წარმატებას“, - აღნიშნა ჯეჯელავამ.