მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.8
-0.0035
flag
AZN 1.5309
-0.0003
flag
CNY 38.8
-0.0006
flag
EUR 2.9115
-0.0148
flag
GBP 3.4395
-0.0083
flag
KZT 58.22
0.0056
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6021
-0.0004
news banner

Wine Diamond 2026-ის პირველ ნახევარს აფასებს - შედეგები, სიახლეები და სამომავლო გეგმები

news image
mbc image

Wine Diamond ქართული ბრენდია, რომელიც ღვინოში ბუნებრივად წარმოქმნილ კრისტალებს უნიკალურ სამკაულებად გარდაქმნის. 2026 წლის პირველი ნახევარი ბრენდისთვის საერთაშორისო ცნობადობის ზრდითა და ახალი დიზაინების შექმნით გამოირჩეოდა.

ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia Wine Diamond-ის დამფუძნებელს, თამარ აბულაძეს ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით 2026 წლის პირველ ექვს თვეს - რა იყო ამ პერიოდის მთავარი შედეგები და მიღწევები?

Wine Diamond - ქართული ბრენდია, რომელმაც მსოფლიოში პირველმა შექმნა სამკაული ღვინოში ბუნებრივად წარმოქმნილი კრისტალებისგან და დღესაც უნიკალურ, ანალოგის არმქონე მიმართულებას ავითარებს. ჩვენ ღვინის კონკრეტული მოსავლის კრისტალებს სამკაულში ვინახავთ და ამ გზით ქართულ ღვინოს სრულიად ახალ, თანამედროვე ფორმას ვაძლევთ.

2026 წლის პირველი ნახევარი ბრენდისთვის საერთაშორისო ცნობადობისა და შემოქმედებითი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. თამარ აბულაძისა და Wine Diamond-ის ისტორია GlobalBiz Outlook-ის საერთაშორისო ბიზნესმედიაში გამოქვეყნდა და „The Most Influential Visionary Women 2026“-ის ფარგლებში იქნა წარმოდგენილი. საერთაშორისო აღიარებას წინ უძღოდა The New York Times-ის 2025 წლის ვრცელი მასალა Wine Diamond-ზე, რამაც ბრენდის გლობალური ხილვადობა მნიშვნელოვნად გააძლიერა.

ამავე პერიოდში შევქმენით ახალი დიზაინები და Wine Diamond-ის პირველი ფერწერული ნამუშევარი - საფერავის ღვინითა და მისი ბუნებრივი კრისტალებით. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ჩვენი სამკაულები მოირგეს ლარა ფაბიანმა და თაკო ნაცვლიშვილმა, ხოლო საქართველოში ვიზიტისას Wine Diamond-ის სამკაული გადავეცით ორნელა მუტის. ეს ყველაფერი ქართული ღვინის კულტურის საერთაშორისო აუდიტორიასთან დაკავშირების კიდევ ერთი გზაა.

როგორ შეიცვალა გაყიდვები და მომხმარებლის მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით? რომელ პროდუქტებზე იყო განსაკუთრებით მაღალი ინტერესი?

2026 წლის პირველ ნახევარში განსაკუთრებით გამოიკვეთა ინტერესი იმ ნაკეთობების მიმართ, რომლებიც ერთდროულად აერთიანებს თანამედროვე დიზაინს, ქართულ სიმბოლიკასა და კონკრეტული ღვინის ისტორიას.

ახალი პროდუქტებიდან ყურადღება მიიქცია „ქვევრის ბრილიანტმა“ - საყურემ, რომლის ფორმა Wine Diamond-ის ლოგოს იმეორებს და ქვევრისა და ბრილიანტის სიმბოლოებს აერთიანებს. მასში გამოყენებულია 2023 წლის საფერავის კრისტალები და უმაღლესი სინჯის ვერცხლი. მოთხოვნადი გახდა „სამაიაც“ - ქალის ძალის, სიბრძნისა და მარადიულობის იდეით შექმნილი დიზაინი. თითოეული ღვინის კრისტალი ბუნებრივად განსხვავებულია, ამიტომ პრაქტიკულად ყოველი ნაკეთობა უნიკალურია.

ინტერესი იზრდება იმ პროდუქტების მიმართაც, რომლებიც Wine Diamond-ს არა მხოლოდ სამკაულად, არამედ განსაკუთრებულ ქართულ საჩუქრად და კონკრეტული ღვინის ისტორიის მატარებელ ნივთად წარმოაჩენს.

რა სიახლეები შესთავაზეთ მომხმარებლებს 2026 წლის პირველ ნახევარში და იგეგმება თუ არა ახალი პროდუქტების ან კოლექციების დამატება წლის ბოლომდე?

2026 წლის პირველ ნახევარში რამდენიმე ახალი მიმართულება განვავითარეთ. ერთ-ერთი მათგანია Riedel-ის ქართული ღვინისთვის შექმნილი ჭიქების ფორმებით შთაგონებული საიუველირო ხაზი. ქვევრის ღვინის ჭიქის დიზაინში გამოყენებულია 2024 წლის ქვევრში დავარგებული რქაწითელის კრისტალები. კოლექცია ღვინის კულტურასა და თანამედროვე დიზაინს ერთ ნივთში აერთიანებს.

ასევე შევქმენით „ქვევრის ბრილიანტი“ და „სამაია“, ხოლო Wine Diamond-ის ხუთი წლის იუბილესთვის - პირველი ფერწერული ნამუშევარი საფერავის ღვინითა და ღვინის კრისტალებით. ამით ღვინის კრისტალი პირველად ჩვენი ბრენდის ფარგლებში საიუველირო მასალიდან მხატვრულ საშუალებადაც იქცა.

წლის ბოლომდე ახალი დიზაინებისა და კოლექციების განვითარებას ვაგრძელებთ. ჩვენი მიზანია Wine Diamond-ის შემოქმედებითი სამყარო გაფართოვდეს ისე, რომ ქართული ღვინის ისტორია სამკაულში, დიზაინსა და ხელოვნებაში სხვადასხვა ფორმით გაცოცხლდეს.

რა გეგმები გაქვთ 2026 წლის მეორე ნახევარში - იგეგმება თუ არა ახალი ბაზრების ათვისება, პარტნიორობების გაფართოება ან სხვა მნიშვნელოვანი პროექტები?

ახლა ჩვენი მიზანია არსებული ბაზრების გაძლიერება, ახალი საერთაშორისო პარტნიორების მოძიება და Wine Diamond-ის უფრო აქტიური წარდგენა მოდის, დიზაინის, ღვინისა და კულტურის სივრცეებში.

• გრძელვადიანი ხედვა უფრო ფართომასშტაბიანია: გვინდა, Wine Diamond ქართული ღვინის კულტურის თანამედროვე სიმბოლოდ იქცეს და „Wine Jewelry“ საერთაშორისო ბაზარზე დამოუკიდებელ, ცნობად მიმართულებად დამკვიდრდეს კომპანიის დისკონტი შეადგენს 6.2%-ს.

მიმართულებად, რომელიც ღვინის სამშობლოდან იღებს სათავეს!

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია

08.10.2026.14:00

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობას იწყებს. ერთობლივი მემორანდუმის ფარგლებში, ამოქმედდა ახალი პროექტი, რომელიც ლიბერთის სოციალური ბარათის მომხმარებლებს ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკებში სამედიცინო მომსახურებაზე სპეციალურ პირობებს სთავაზობს.

დღეიდან, სოციალური ბარათის მომხმარებლები, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველა ჩართულ ფილიალში, უფასო სამედიცინო კონსულტაციებით და

სამედიცინო მომსახურებებზე 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ.

აღნიშნული მასშტაბური პროექტის მიზანია, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის დამატებითი ფინანსური შეღავათების შეთავაზება.

სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა თანხის გადახდა სოციალური ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე უნდა განახორციელოს.

აღნიშნული შეთავაზება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველა ჩართულ ფილიალში მოქმედებს:

· ქირურგიის ეროვნული ცენტრი

· ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე"

· ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა

· ქირურგიის ეროვნული ცენტრის მახინჯაურის პოლიკლინიკა

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკებში არსებული სამედიცინო სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას მითითებულ ბმულზე: shorturl.at/9aPCC

ლიბერთის სოციალური ბარათის ყველა შეთავაზების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/LSfuz

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა