Wine Space რაჭაში გაფართოებას გეგმავს – ობიექტს სამი ახალი კოტეჯი დაემატება
რაჭაში მდებარე ტურისტული ობიექტი Wine Space, რომელიც სტუმრებს ღვინის კულტურის, ბუნებისა და ხარისხიანი დასვენების ერთიან გამოცდილებას სთავაზობს, განვითარებასა და გაფართოებას განაგრძობს. ობიექტი ინფრასტრუქტურის ზრდასთან ერთად ახალი ტურისტული სერვისების დანერგვას, რეტრიტებისა და კორპორატიული ღონისძიებების მიმართულებების განვითარებას გეგმავს. როგორ აფასებს კომპანია ბოლო ტურისტულ სეზონს, რა სიახლეები დაემატა სივრცეს და როგორ ხედავს რაჭის ტურისტული პოტენციალის ათვისების შესაძლებლობებს - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს Wine Space-ის დამფუძნებელი მარიამ მარგიანი ესაუბრა.
ბოლო ინტერვიუში საუბარი იყო Wine Space-ის გაფართოებასა და ახალი სერვისების დამატებაზე. რა სიახლეები განხორციელდა მას შემდეგ და როგორია ობიექტის განვითარების მიმდინარე ეტაპი?
Wine Space-ის განვითარება ეტაპობრივად გრძელდება. ჩვენი მიზანია, სტუმრებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და კომფორტული დასვენების შესაძლებლობა შევთავაზოთ, ამასთან შევინარჩუნოთ ის სიმყუდროვე და განსაკუთრებული გარემო, რომელიც Wine Space-ს გამოარჩევს.
ამ მიმართულებით უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი, შეძენილი და ადგილზე ჩამოტანილი გვაქვს სამი ახალი კოტეჯი, რომელთა განთავსებაც განვითარების მომდევნო ეტაპზე იგეგმება. ეს საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ განთავსების შესაძლებლობები და ვუმასპინძლოთ უფრო მეტ სტუმარს.

პარალელურად, ვმუშაობთ არსებული ტურისტული გამოცდილების განვითარებაზე. გვინდა, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, ერთ სივრცეში აღმოაჩინონ რაჭის ბუნება, ღვინის კულტურა და ადგილობრივი გასტრონომია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხზე ორიენტირებული, თანმიმდევრული განვითარება, რადგან გვჯერა, რომ Wine Space-ის მთავარი ღირებულება სწორედ ინდივიდუალური მიდგომა და განსაკუთრებული ატმოსფეროა.
როგორ შეაფასებდით ბოლო ტურისტულ სეზონს? გაიზარდა თუ არა სტუმრების რაოდენობა და შეიცვალა თუ არა ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორების თანაფარდობა?
რაჭის მიმართ ტურისტული ინტერესი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ვფიქრობთ, რეგიონს აქვს შესაძლებლობა, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მიმართულებად ჩამოყალიბდეს იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც მასობრივი ტურიზმის ალტერნატივას ეძებენ.

Wine Space-ის სტუმრებს შორის წარმოდგენილი არიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორები. წინა წლებში განსაკუთრებით აქტიურობდნენ სტუმრები ისრაელიდან, გერმანიიდან და პოლონეთიდან, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ რაჭის ტურისტულ პროდუქტს საერთაშორისო ბაზარზეც აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი.
ამასთან, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ქართველი მოგზაურების ქცევის ცვლილება. სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ დასვენების ადგილი, არამედ თავად გამოცდილება , განსხვავებული გარემო, სიმშვიდე, ადგილობრივი ღვინო, გასტრონომია და ბუნებასთან სიახლოვე.
Wine Space-ის კონცეფციაც სწორედ ამ მოთხოვნას პასუხობს.

ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, სტუმრებმა რაჭა მხოლოდ ზაფხულის დასვენებასთან არ დააკავშირონ. გვინდა, Wine Space საინტერესო არჩევანი იყოს შემოდგომაზე, გაზაფხულზე და წლის სხვა პერიოდებშიც, რადგან რაჭას ყველა სეზონზე განსაკუთრებული ხიბლი აქვს.
რა გამოცდილებებსა და სერვისებს სთავაზობთ დღეს სტუმრებს? რამდენად განვითარდა რეტრიტების, კორპორატიული ტურებისა და ღვინის ტურიზმის მიმართულებები?
Wine Space-ის მთავარი კონცეფცია სტუმრებისთვის ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც დასვენება მხოლოდ კომფორტულ განთავსებას არ გულისხმობს. გვინდა, ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დროებით მოწყდნენ ყოველდღიურ რუტინას, დატკბნენ ბუნებასთან სიახლოვით და ხარისხიანად დაისვენონ.
დღეს სტუმრებს ვთავაზობთ განთავსების განსხვავებულ შესაძლებლობებს -მყუდრო სასტუმრო ნომრებს, ვილასა და გლემპინგებს, რომლებიც განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც ბუნებაში დასვენება კომფორტის დათმობის გარეშე სურს.

განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად განვიხილავთ რეტრიტებსა და კორპორატიულ ღონისძიებებს. ჩვენი სივრცე ამისთვის საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის , მშვიდი გარემო, ბუნებასთან სიახლოვე და ჯგუფური აქტივობების ორგანიზების პოტენციალი.
ჩემი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მაინტერესებს ისეთი პროგრამების განვითარება, რომლებიც ემოციურ კეთილდღეობას, სტრესის მართვასა და გუნდური ურთიერთობების გაუმჯობესებას უკავშირდება.
გვინდა, Wine Space ეტაპობრივად ჩამოყალიბდეს სივრცედ, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც ინდივიდუალური დასვენება, ისე მცირე ჯგუფური შეხვედრების, თემატური რეტრიტებისა და კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუმარმა Wine Space-ში გატარებული დრო არა მხოლოდ სასიამოვნო დასვენებად, არამედ გამოცდილებად დაიმახსოვროს, რომლის გამეორებაც მოუნდება.

რა გეგმები აქვს Wine Space-ს სამომავლოდ? იგეგმება თუ არა ინფრასტრუქტურის გაფართოება, ახალი სერვისების დამატება და რაჭის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო მეტად წარმოჩენა?
Wine Space-ის განვითარების ხედვა გრძელვადიანია. ჩვენი მიზანია, რაჭაში შევქმნათ გამორჩეული ტურისტული სივრცე, რომელიც მაღალი ხარისხის განთავსებას, ადგილობრივ ღვინოს, გასტრონომიასა და მრავალფეროვან გამოცდილებებს გააერთიანებს.
სამომავლოდ განვიხილავთ როგორც ინფრასტრუქტურის გაფართოებას, ისე ახალი სერვისების განვითარებას. განსაკუთრებით საინტერესო მიმართულებებია მცირე ჯგუფური რეტრიტები, კორპორატიული ღონისძიებები და ღვინის ტურიზმთან დაკავშირებული გამოცდილებები.
თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განვითარებასთან ერთად Wine Space-მა შეინარჩუნოს მთავარი ღირებულება - სიმყუდროვე, ინდივიდუალური მიდგომა და ბუნებასთან სიახლოვე. არ გვინდა, გაფართოება ამ გამოცდილების ხარჯზე მოხდეს.
ვფიქრობ, რაჭის ტურისტული პოტენციალი ჯერ კიდევ სრულად არ არის ათვისებული. რეგიონს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ საერთაშორისო ტურისტებისთვისაც მიმზიდველ მიმართულებად ჩამოყალიბდეს - გამორჩეული ბუნება, ღვინის კულტურა, გასტრონომია, ავთენტური გარემო და სტუმართმოყვარეობა.

ჩვენ გვჯერა, რომ რაჭის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ტურისტული პროდუქტების შექმნა, რომლებიც სტუმრებს რეგიონში უფრო დიდხანს დარჩენისა და სხვადასხვა სეზონზე დაბრუნების მოტივაციას გაუჩენს.
სწორედ ამ პროცესის ნაწილი გვინდა იყოს Wine Space.
ჩვენი ამბიცია არ არის მხოლოდ მეტი სტუმრის მიღება. გვინდა, Wine Space იყოს ის ადგილი, რომლის გამოც ადამიანები რაჭაში მოგზაურობას დაგეგმავენ.
სხვა სიახლეები
Wine Space რაჭაში გაფართოებას გეგმავს – ობიექტს სამი ახალი კოტეჯი დაემატება
27.11.2026.12:00