მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.2
0.0047
flag
AZN 1.5357
0.0019
flag
CNY 38.966
0.0023
flag
EUR 2.9933
-0.0008
flag
GBP 3.4896
0.0001
flag
KZT 58.37
0.0027
flag
TRY 0.0535
0.0001
flag
USD 2.6104
0.003
news banner

Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება

news image
mbc image

მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალური პოსტერი სხვა ბიზნესის ფასდაკლების კუპონებით, იღებ კუპონს და მიემართები სხვა ადგილისკენ, სადაც ახალი ფასდაკლება დაგხვდება და ასე იკვრება ჯაჭვი.

Sio Print-დან გზა Lunatic-მდე მიგიყვანს

Sio Print-ის გამორჩეული პრინტებისა და ილუსტრაციების შემდეგ ფუნთუშებისა და ორცხობილების საკონდიტრო Lunatic-ისკენ მიდიხარ, რომელიც ტკბილეულის მოყვარულებს გამორჩეულ და დასამახსოვრებელ ატმოსფეროსა და მრავალფეროვან, ხელნაკეთ დესერტებს სთავაზობს.

Lunatic-ის თანადამფუძნებელი, ია ძაგანია, გვიყვება, თუ რატომ გადაწყვიტა, პროექტში მონაწილეობა:

„ლუნატიკი შევქმენით იდეით, რომ ადამიანებისთვის მხოლოდ დესერტები კი არა, გამორჩეული გამოცდილებაც შეგვეთავაზებინა. თავიდანვე ჩვენი მთავარი ღირებულებები იყო ხარისხი, კრეატიულობა და მუდმივი განვითარება. ამ პროექტში ჩართვაც იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ გვჯერა, მცირე ბიზნესების ერთმანეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი თანამშრომლობები ყველას აძლევს ზრდისა და საკუთარი ისტორიის უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაზიარების შესაძლებლობას.“

Lunatic-დან Wine Square-ში

Lunatic-იდან წამოღებული ფასდაკლების კუპონი Wine Square-თან მიგიყვანს, რომელიც თბილისის ისტორიულ გულში, გუდიაშვილის მოედანზე, მდებარეობს, სადაც ძველი ქალაქის არქიტექტურა, დახვეწილი ინტერიერი და მყუდრო გარემო ავთენტურ ატმოსფეროს ქმნის. Wine Square-ში 300-ზე მეტი დასახელების ღვინო და უგემრიელესი ქართულ-ევროპული კერძები გელოდება.

როგორც ბრენდის თანადამფუძნებელი, ლუკა ბულაური, ამბობს მცირე ბიზნესის ჯაჭვში ჩართვა მათთვის წინგადადგმული ნაბიჯი იყო:

„მცირე ბიზნესებისთვის აუდიტორიის გაფართოება და ახალი მომხმარებლების მოზიდვა მუდმივი გამოწვევაა, ამიტომ ამ ინიციატივაში მონაწილეობა ჩვენთვის სტრატეგიული ნაბიჯი იყო, მეტი ხილვადობისა და განვითარებისთვის. სასიხარულოა, რომ საქართველოს ბანკი მცირე ბიზნესებს აძლევს საჭირო პლატფორმას, მასშტაბს და დამატებით რესურსს, რომ თავიანთი ხმა უფრო ფართო აუდიტორიამდე მიიტანონ და რეალური სარგებელი მიიღონ.“

ჩაერთეთ ჯაჭვში

პროექტის პირველი ჯაჭვი ასე გამოიყურება გამოიყურება: Dodonut > City Hikers > Mob.Burgers > Sio Print > Lunatic > Wine Square > Maua.concept > Ganjina > JPG > Dodonut

თუ მცირე ბიზნესი გაქვთ და გინდათ, რომ თქვენს სივრცეში ახალი მომხმარებლები მოიზიდოთ, გაზარდოთ ცნობადობა და თან სხვა ადგილობრივ ბიზნესებსაც დაუჭიროთ მხარი, შემოუერთდით პროექტს.

მონაწილეობისთვის სულ ორი რამ დაგჭირდებათ: ფიზიკური სივრცე, სადაც მომხმარებელს მასპინძლობთ და საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში POS ტერმინალთან ერთად.

ინფორმაციისთვის,, საქართველოს ბანკი გთავაზობთ პოს-ტერმინალს, რომელიც სალარო აპარატის ფუნქციასაც ითავსებს და ამასთან, საბარათე გადახდების მიღებას 0%-იანი საკომისიოთი შეძლებთ - გაიგეთ მეტი

პროცესი მარტივია:

შეავსეთ განაცხადის ფორმა: გადადით ბმულზე და დატოვეთ მონაცემები. ბანკის წარმომადგენელი მალევე დაგიკავშირდებათ დეტალების გასავლელად;

მიიღეთ პოსტერი: გამოგიგზავნით სპეციალურ პოსტერს, რომელიც თქვენთან მოსულ სტუმრებს მეგობარი ბიზნესის ფასდაკლებით დაასაჩუქრებს.

უმასპინძლეთ ახალ სტუმრებს: მოემზადეთ იმ მომხმარებლების მისაღებად, რომლებიც სხვა ობიექტებიდან ფასდაკლების ვაუჩერით თქვენთან გადმოინაცვლებენ.

ინიციატივა ქალაქშიმცირე ბიზნესების ახალ მარშრუტს ქმნის და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ერთად განვითარება უფრო მარტივია. ჯაჭვი სულ უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ თვალი ადევნეთ სიახლეებს, მომდევნო სტატიებში სხვა საინტერესო ადგილებსაც გაგაცნობთ. 

კამპანიაში ჩართული ბიზნესების სრული სიის სანახავად შეგიძლია მუდმივად განახლებად  რუკას გადაავლოთ თვალი.

ჩაერთეთ ჯაჭვში

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო - Supply Chain Finance Award მოიპოვა

22.09.2026.16:10

საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის (TSCFP) ფარგლებში, Leading DMC Supply Chain Finance Award მოიპოვა. ჯილდო ბანკს 12-ე ყოველწლიურ TSCFP Awards-ზე გადაეცა, სადაც აღინიშნა ბანკის მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობაში, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებაში. 

ჯილდო წელს პირველად დაწესდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ  და საქართველოს ბანკი სიაში პირველია,  ვინც ეს ჯილდო მიიღო. ეს აღიარება ხაზს უსვამს ბანკის ლიდერულ როლს მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების განვითარებასა და ბიზნესებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობაში.

ელენე ცხადაია, საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი:

 „მოხარული ვართ, რომ აზიის განვითარების ბანკისგან მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მივიღეთ და ის  აზიის განვითარების ბანკისთვის (ADB) პირველი ჯილდოა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ბანკის როლს ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების მიმართულებით და იმ მხარდაჭერას, რომელსაც ბანკი ბიზნესებს საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებასა და ზრდაში უწევს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორებთან ერთად შევქმნათ ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ მათ საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას. გვჯერა, რომ ADB-სთან ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობის შექმნის საფუძველი იქნება“. 

სტივენ ბეკი, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ხელმძღვანელი:

„ეს აღიარება ასახავს საქართველოს ბანკის წარმატებულ გამოცდილებას საქართველოს ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით. სწორედ ასეთი პარტნიორობა წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის მთავარ მიზანს: ვაჭრობის დაფინანსების სფეროში არსებული დეფიციტის აღმოსაფხვრელად საჭიროა ძლიერი ადგილობრივი პარტნიორები, რომლებიც კარგად იცნობენ საკუთარ ბაზარს და მზად არიან, მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, ინოვაციური მიდგომები დანერგონ. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას მომავალ წლებში.“ 

ADB-ის TSCFP Awards-ის ფარგლებში, Leading DMC Supply Chain Finance Award-ის ღონისძიება 8 სექტემბერს სინგაპურში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონია Global Trade Review-ის (GTR) Asia Conference-ის პარალელურად ჩატარდა და მას სავაჭრო დაფინანსების სფეროს წამყვანი პროფესიონალები, პარტნიორი ბანკები და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა