მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Winery Erkeni საექსპორტო ბაზრებისა და ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს

news image
mbc image

პრემიუმ ხარისხის, ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანია მეღვინეობა ერკენი • Winery Erkeni ბაზარზე 2024 წლიდან გამოჩნდა. პროდუქცია დანამატებს არ შეიცავს და მცირე რაოდენობით იწარმოება. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გივიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ამჟამინდელი წარმოება მასშტაბური არ არის და მცირე სეგმენტის ათვისებაზეა ორიენტირებული.

„ღვინის წარმოების პროცესი გაცილებით ადრე დავიწყე, თუმცა საქმე ბიზნესად წინა წელს ვაქციე. ამ ეტაპზე არ მაქვს მასშტაბური წარმოება და  დიდი ბრუნვა. ვაწარმოებ მცირეოდენს, თუმცა ხარისხიან ღვინოს, რომელიც არ შეიცავს დანამატს. ისეთ ხარისხს ვაწარმოებ, რაც ქართველ მომხმარებელს დააინტერესებს. მიზანი იყო ამეთვისებინა ის პატარა სეგმენტი, რაზეც იყო მოთხოვნა “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

 მეღვინეობა „ერკენი“ ოთხი სახეობის ღვინოს აწარმოებს, თუმცა სამომავლოდ ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს.

„ამჟამად ვაწარმოებთ 4 სახეობის ღვინოს. რა თქმა უნდა ყველას ქვევრში. ეს არის საფერავი, ქისი, კახური მწვანე და ასევე ქინძმარაული მცირე რაოდენობით “, - აცხადებს გიორგი გივიშვილი.

კომპანია ექსპორტზე გასვლას უახლოეს პერიოდში გეგმავს, როგორც საბერძნეთში, ასევე გერმანიაში.

"ვგეგმავ ექსპორტს აპრილის ბოლოდან მცირე რაოდენობით გერმანიასა და საბერძნეთში, სადაც რამდენიმე მაღაზიაა დაინტერესებული ჩვენი პროდუქციით.

როგორც მოგახსენეთ, ქვევრის ღვინოს ვაწარმოებ და ქვევრის სპეციფიკიდან გამომდინარე ინტერესიც თავისებურია. ვინც აგემოვნებს ჩვენს ღვინოს  ბევრ დადებით შეფასებასაც გვიტოვებს იქიდან გამომდინარე, რომ პრემიუმ ხარისხს ვაწარმოებთ “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი გიორგი გივიშვილი.

მეღვინეობა ერკენი სამომავლოდ ასორტიმენტის გაფართოებას და ყურძნის ძველი ჯიშების დამატებას გეგმავს.

„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მომავალში ვფიქრობ რქაწითლის დამატებას და ასევე რამდენიმე ძველი ჯიშიც მინდა დავამატო. დაკვირვების პროცესში ვარ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე, რამდენად შეძლებს გახარებას და რამდენად იქნება მოსავლიანი ისეთი ყურძნის ჯიშები, როგორიც არის მაგალითად, „ჩიტისთვალა“ და „ახმეტური წითელი“. თუ ამ ჯიშებმა შესაბამისი ხარისხი დადო აუცილებლად ვაწარმოებ ამ სახეობის ღვინოებსაც “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის მთავარი მიზანი ქართული ღვინის ტრადიციების შენარჩუნება და განვითარებაა. 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა