მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

WinExpo Georgia-ს მიზანი ქართული ღვინის განვითარების ხელშეწყობაა - რესან ქიქავა

news image
mbc image

2-4 ივნისს WinExpo Georgia - ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენასა და ღვინის საერთაშორისო კონკურსს მასპინძლობს. მასშტაბური გამოფენა ექსპო-ჯორჯიას პავილიონებში და ღია საგამოფენო სივრცეში ჩატარდება.

რა იქნება მასშტაბური გამოფენის მთავარი გზავნილი და რა სიახლეებს შესთავაზებს სტუმრებს ღვინის ინდუსტრია ამ თემაზე Business Insider Georgia ექსპო-ჯორჯიას დირექტორს რესან ქიქავას ესაუბრა.

- რა უპირატესობა აქვს WinExpo Georgia-ს წელს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?

- ესაა რიგით მეთხუთმეტე საერთაშორისო გამოფენა და საერთაშორისო კონკურსი. ჩვენთვის კონკურის ნაწილია უფრო მნიშვნეოვანი, რომელიც პანდემიის შემდგომ აღვადგინეთ და წელს 5 ქვეყნიდან 7 ცნობილი ღვინის მაგისტრი, სომელიე და ჟურნალისტი შეაფასებს 300-მდე ქართულ ღვინოს.

ტრადიციულად გამარჯვებულები გამოვლინდებიან 8 კატეგორიაში, გაიცემა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები.

ღვინის კონკურსის თავმჯდომარეა ღვინის მაგისტრი ბრიტანეთიდან - ტიმ ატკინი. ის მრავალ ჯილდოს ფლობს, არის ღვინის მწერალი (Wine Writer ) ჰარპერსის, დეკანტერის და მრავლი სხვა გამოცემის ავტორი.

ვფიქრობთ, რომ მათი შეფასებები ქართულ ღვინოსთან მიმართებით, მნიშვნელოვანია, როგორც მწარმოებლებითვის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო „ბაიერებისთვის“, რადგან ჟიურის წევრების „წონა“ მაღალია საერთაშორისო ასპარეზზე.

ასევე ჩამოდიან „ბაიერები“ სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც მოახდენენ საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, გაცვლიან ინფორმაციას სხვადასხვა ბაზრების შესახებ.

- რამდენად წარმომადგენლობითი იქნება  WinExpo Georgia 2023 ადგილობრივი ღვინის ინდუსტრიის კუთხით?

- წარმოდგენილი იქნებიან მსხვილი კომპანიები, ასევე მცირე ღვინის მარნები, ნატურალური ღვინის მწარმოებლები... შევეცადეთ, რომ სრულად წარმოგვედგინა ინდუსტრია და ყველა დაინტერესებული მხარე. არის მოლოდინი, რომ  WinExpo Georgia-ს ბევრი სხვა  საერთაშორისო სტუმარიც ეწვევა, იქნებიან ქართველი მეწარმეები, ღვინის მოყვარულები და ვეცდებით, რომ ეს იყოს კიდევ ერთი მნიშცვნელოვანი, საზეიმო დღე ქართული ღვინისთვის.

- ვინ შეიძლება გახდეს WinExpo Georgia 2023-ის აღმოჩენა?

- გამოფენის ერთერთი მიზანი ზოგადად არის ქართული ღვინის პოზიციების გამყარება, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზრებზე და ინდუსტრიაში ახალი აღმოჩენების გაკეთება.

მე პირადად უფრო მცირე მარნები და ნატურალური ღვინის მწარმოებლები მაინტერესებს. თუმცა, იქნებიან მსხვილი კომპანიები, რომლებიც ახალ პროდუქტებს წარადგენენ.

ასევე გამოფენა საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ წარმოდგენილი იქნება შესაფუთი მასალები, ასევე სხვა და სხვა ტიპის სერვისები, რომელიც ინდუსტრიას სჭირდება. ვფიქრობ, ამ მხრივაც ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლების ინტერესები დაკმაყოფილდება.

- როგორ ფიქრობთ, ჩამოყალიბდა თუ არა WinExpo Georgia ღვინის, როგორც ბიზნესის განვითარების პლატფორმად და რა როლი აქვს ამ მიმართულებით?

- WinExpo Georgia ჩამოყალიბდა ღვინის ინდუსტრიის მოთამაშეების დამაკავშირებელ პლატფორმად. მიხარია, რომ ყოველ წელს მისი მასშტაბი უფრო და უფრო იზრდება. მზარდია ინდუსტრია და ასევე მონაწილეების მასშტაბი.

ბევრი ადამიანი ჩამოდის WinExpo Georgia-ს ღვინის გამოფენაზე ახალი ღვინოების აღმოსაჩენად.

ეს გამოფენა არ არის მხოლოდ ღვინის, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ასევე სხვა ალკოჰოლური სასმელებიც და ამ კუთხითაც საინტერესო იქნება მომხმარებლისთვის.

- როგორ შეაფასებთ  WinExpo Georgia-ს  ფარგლებში ინდუსტრიის განვითარების დონეს და როგორია ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვების გეოგრაფია, მას შემდეგ რაც ბაზრების დივერსიფიკაცია დაიწყო?

- ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის იდენტობისთვის,  ქვევრის ნატურალური ღვინის პოზიციების გაძლიერება საერთაშორისო ბაზრებზე. მნიშვნელოვანია, ამის სწორად პოზიციონირება და ხარისხზე, განსხვავებულობაზე მეტი აქცენტის გაკეთება.

რა თქმა უნდა საჭიროა ახალი ბაზრების აღმოჩენა და კომერციული ღვინის არსებობა და მისი განვითარება ინდუსტრიისთვის, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ფესვები, თუ საიდან მოვდივართ და ისტორია რომელზეც ვსაუბრობთ, 530 ყურნის ჯიში.

ჩვენი ფესვები არის ენდემური ჯიშის ყურძნისგან, ნატურალური ღვინის წარმოება ქვევრებში. ამიტომ სტუმრებს უნდა დავახვედროთ გამორჩეული ხარისხის ღვინოები, რომელიც მათ გააკვირვებს და ჩვენი ქვეყნის შესახებ განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას შეუქმნის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაღალი ხარისხის, ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელი ღვინის წინა პლანზე წამოწევა. ამასთან, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კომერციული ღვინის ნაწილი, რომელიც ფოკუსირებულია დიდ მოცულობებზე და ბაზრებზე, მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის და მის განვითარებასაც ხელი უნდა შევუწყოთ.

ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი დავაკავშიროთ ერთმანეთთან და შევქმნათ ერთობა ინდუსტრიაში და ვიპოვოთ საერთო ინტერესები - რაც არის ჩვენი ქვეყნისა და ღვინის ინდუსტრიის განვითარება და იდენტობის წინ წამოწევა.

WinExpo Georgia-ს  ფარგლებში, რომელი ქვეყნებიდან არის გაზრდილი ინტერესი ქართულ ღვინოსთან მიმართებით?

ინტერესი არის ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან. არის აზიის ბაზარი, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდება, ჩინეთი, კორეა და ა.შ. კომერციული ღვინისთვის ეს ბაზები მნიშვნელოვანია. ასევე იქნებიან სტუმრები, რომლებიც დამოუკიდებლად ჩამოვლენ. იქნებიან ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლების მიერ მოწვეული როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრები. ღონისძიების დასრულების შემდეგ უფრო მეტი ინფორმაციის გაჟღერების საშუალება გვექნება, როგორც აღმოჩენების, ისე მონაწილე ქვეყნების შესახებ.

- თქვენი დაკვირვებით, რამდენად გაჩნდა ქართული ქვევრის ღვინოების მიმართ უცხოეთის ბაზრებზე ინტერესი?

- ჩვენ ყველასგან განსხვავებული ერი ვართ და განსხვავებული ღვინო გვაქვს. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი განძი, ჩვენი ფესვები, ჩვენი, როგორც ერის, იდენტობა. ესაა ჩვენი უირძნის ჯიშები, ნატურალური ღვინის დაყენების ტექნილოგია, რომელიც არავის არ ჰგავს, არავისგან არ გადმოგვიღია. ეს არის უდიდესი მიღწევა ჩვენი წინაპრების, ეს არის ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელი და აუცილებლად უნდა მოხდეს მისი წინა პლენზე წამოწევა. ამ განსხვავებულობას, ამ ხარისხს და ტექნოლოგიას უნდა გავუფრთხილდეთ და ყველა შევეცადოთ, რომ ამ დროშით შევიდეთ ევროპულ ბაზრებზე და ყველამ ერთად მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იქ ჩვენი პოზიციების გაძლიერებას.  

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

28.11.2026.14:01

თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.

30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით

30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.

ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.

ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.

30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.

30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.

 

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.

აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა