მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7214.3
-0.0084
flag
AZN 1.5651
-0.0014
flag
CNY 39.291
0.0048
flag
EUR 3.0779
0.0096
flag
GBP 3.5643
0.0125
flag
KZT 54.53
-0.0026
flag
TRY 0.0577
-0.0001
flag
USD 2.6607
-0.0018
news banner

Wizz Air-ი 2024 წლის ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა

news image
mbc image

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია გლობალურად, ზედიზედ მეოთხე წელია, რაც ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად სახელდება World Finance Sustainability Awards-ზე.
Wizz Air-ი ლიდერობს საავიაციო ინდუსტრიაში ყველაზე დაბალი ნახშირბადის ემისიის ინტენსივობით ერთ მგზავრზე/კმ-ზე მის კონკურენტებს შორის და მისი მიზანი CO2-ის ინტენსივობის მნიშვნელოვნად შემცირებაა 2030 წლისთვის. ავიაკომპანიამ 2024 ფისკალური წლის განმავლობაში ნახშირბადის ყველაზე დაბალ ინტენსივობას მიაღწია, რაც 52 გრამს შეადგენს ერთ მგზავრზე/კმ-ზე. ემისიის ინტენსივობის შემცირებული მაჩვენებელი კომპანიის ფლოტის განახლებისა და საუკეთესო ტექნოლოგიურ თვითმფრინავებში ინვესტიციის პირდაპირი შედეგია. Wizz Air-ი მუდმივად ანახლებს თავის ფლოტს უახლესი Airbus A321 neo თვითმფრინავებით, რის შედეგადაც ფლოტის საშუალო ასაკი 4.3 წელია. 2024 წლის აპრილში ავიაკომპანიამ დაისახა ახალი მიზანი, რომელიც გულისხმობს 2030 წლისთვის ფრენების 10%-ის განხორციელებას მდგრადი საავიაციო საწვავით. ახალი მისწრაფება კიდევ უფრო აძლიერებს Wizz Air-ის, როგორც ინდუსტრიის ლიდერის პოზიციას და განაპირობებს მის ვალდებულებას, რომელიც გულისხმობს 2030 წლისთვის ნახშირბადის ემისიების 25%-ით შემცირებას თითო მგზავრზე/კმ-ზე.
ივონ მოინიჰანი, Wizz Air-ის კორპორატიული და ESG ოფიცერი:
“Wizz Air-ისთვის დიდი პატივია World Finance-ის აღიარების კიდევ ერთხელ მოპოვება მდგრადი პრაქტიკისადმი ჩვენი ურყევი ერთგულებისთვის. ჩვენი ULCC ბიზნეს მოდელის დიზაინი უზრუნველყოფს ავიაკომპანიის მდგრადობას. ფლოტის განახლებისა და ოპერაციული ეფექტურობის გაზრდის გარდა, ჩვენ დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ მდგრად საავიაციო საწვავში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად მოკლე პერიოდში. წმინდა ნულოვან მაჩვენებლამდე მისასვლელად ინდუსტრიაში საჭიროა თანამშრომლობა და საავიაციო ეკოსისტემის ყველა შესაბამისი აქტორის გაერთიანება, რაც უზრუნველყოფს ტექნოლოგიურ განვითარებასა და დაფინანსებას. მთავრობები და პოლიტიკის შემქმნელები თამაშობენ საკვანძო როლს საჭირო მოდელის შექმნაში, რომელიც წაახალისებს სტრატეგიულ ინვესტიციებს განახლებადი ენერგიისა და დაბალი ნახშირბადის ტექნოლოგიების მიმართულებით.

 

Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა–ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 214 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 62 მილიონი მგზავრისთვის 2024 ფინანსურ წელს (F24), რომელიც მთავრდება 2024 წლის მარტში. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2020 წელს Wizz Air დასახელდა, „წლის ავიაკომპანიად“ ATW-ს, ხოლო 2019 და 2023 წლებში ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air აღიარეს ყველაზე მდგრად ავიაკომპანიად 2021 წელს, ხოლო ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად 2022, 2023 და 2024 წლებში. CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა Wizz Air დაასახელა, როგორც „წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი“ 2022 და 2023 წლებში, როგორც „EMEA გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების წლის ჯგუფი“ 2022 წელს.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ასობით წერილი კაპიტანს - საქართველოს ბანკმა გურამ კაშიასთვის სპეციალური პლატფორმა შექმნა

09.06.2026.18:25

ზოგიერთი ისტორია მხოლოდ სტატისტიკა არ არის.

129 მატჩი. 17 წელი. ათობით დაუვიწყარი საღამო, გამარჯვება, მარცხი, ემოცია, რომელიც მთელი ქვეყნის მეხსიერებაში დარჩა. მაგრამ გურამ კაშიას ისტორია ამ რიცხვებზე ბევრად მეტია. ეს არის იმ ადამიანის არ გაჩერების ისტორია, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრებს წინ საკუთარი მაგალითით მიუძღოდა - მაშინაც, როცა ტრიბუნები ზეიმობდა და მაშინაც, როცა ყველაზე რთულ წუთებში გუნდის გვერდით დგომა იყო საჭირო.

2 ივნისს ეროვნული ნაკრების მაისურით კაპიტანი ბოლოჯერ ვიხილეთ.

მომენტი, რომლის დადგომაც თითქოს ყველამ ვიცოდით, მაგრამ რომლისთვისაც მზად არავინ ვიყავით.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა სპონსორმა, შექმნა სპეციალური პლატფორმა - arg4cherde.ge, რომლის მეშვეობითაც თითოეულ გულშემატკივარს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი სიტყვებით ეთქვათ მადლობა კაპიტანისათვის.

რამდენიმე დღეში პლატფორმა ათასობით წერილმა, მოგონებამ და ემოციამ გააერთიანა. გულშემატკივრები იხსენებდნენ ისტორიულ გამარჯვებებს, ნაკრებთან დაკავშირებულ ყველაზე ემოციურ მომენტებს და იმ როლს, რომელიც გურამ კაშიამ ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეასრულა.

“შენ იყავი ერთ ერთი ღირსეული კაპიტანი რომელმაც საქართველო ევროპაზე გაიყვანა მადლობა კაპიტანო ყველა მოგებული თუწაგებული თამაშისთვის”.

ბევრი წერილი კაშიას იმ თვისებებს ეხებოდა, რომლებიც მან წლების განმავლობაში არაერთ თაობას აჩვენა - ლიდერობას, პასუხისმგებლობასა და თავდადებას.

“კაშო, 17 წლის განმავლობაში თქვენ არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდით მოედანზე, არამედ მაგალითი იყავით თაობებისთვის. თქვენი თავდადება, პროფესიონალიზმი და ლიდერობა საქართველოს ფეხბურთის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. კაპიტნის სამკლაურით თქვენ აერთიანებდით გუნდს, შთააგონებდით გულშემატკივრებს და ამაყად ატარებდით ქვეყნის სახელს. მადლობა თითოეული მატჩისთვის, თითოეული ბრძოლისა და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ქართველ ხალხს აჩუქეთ. თქვენი გზა დარჩება შთაგონებად მომავალი თაობებისთვის”.

გულშემატკივრები განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ იმ ემოციებსაც, რომლებიც კაპიტანმა და ეროვნულმა ნაკრებმა მთელ ქვეყანას აჩუქეს.

“მადლობა კაპიტანო! მადლობა რომ ფეხბურთი შეგვაყვარე, მადლობა რომ იყავი ღირსეული კაპიტანი! მადლობა რომ გვაჩუქე ის სანახაობა, რომელიც მუდამ გაგვახსენებს შენ თავს! ქართულ ფეხბურთში ყოველთვის იქნება შენი სახელი, როგორც ნამდვილი, მებრძოლი ფეხბურთელის. მადლობა რომ ისტორია შეგვიქმენი და გვაჩვენე როგორია იყო წარმატებული ადამიანი!”

თუმცა წერილები მხოლოდ დამშვიდობებას არ ეხებოდა. ბევრი მათგანი იმ იმედსაც გამოხატავდა, რომ კაპიტნის გზა ქართული ფეხბურთის გვერდით ამით არ სრულდება.
“ეს არ არის დასასრული, ეს დასაწყისია. ახალ ეტაპებს ველოდებით შენთან ერთად. არ დაგვეკარგო კაპიტანო, გვიყვარხარ”.

საბოლოოდ, arg4cherde.ge ერთ დიდ სამადლობელ წერილად იქცა - წერილად, რომელსაც ასობით ავტორი ჰყავს, მაგრამ ერთი საერთო სათქმელი: მადლობა, კაპიტანო.
გურამ კაშია ის კაპიტანია, რომლის გვერდითაც რამდენიმე თაობა გაიზარდა. ფეხბურთელი, რომელიც წლების განმავლობაში გვახსენებდა, რომ ნამდვილი ლიდერობა ხმამაღალ სიტყვებში კი არა, ყოველდღიურ შრომაში, თავდადებაში, პასუხისმგებლობასა და არ გაჩერებაშია.

„არ გაჩერდე“ მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც მუდმივ განვითარებას, წინსვლას და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას გულისხმობს. სწორედ ამ იდეის მაგალითია გურამ კაშიას კარიერაც - გზა, რომელიც 21 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში დებიუტით დაიწყო და 17 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩით, ევროპის ჩემპიონატზე ქვეყნის კაპიტნობითა და არაერთი ისტორიული გამარჯვებით გაგრძელდა. ყოველი ახალი ეტაპი, ყოველი გამოწვევა და ყოველი მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ წარმატების უკან სწორედ არ გაჩერების ძალა დგას.

„გურამ კაშიას წვლილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ მატჩებითა და ტიტულებით არ იზომება. ის იმ ადამიანებს შორისაა, ვინც მთელი თაობისთვის ლიდერობის, ღირსებისა და თავდადების მაგალითი გახდა. ამავდროულად, მისი კარიერა ზუსტად ასახავს იმ იდეას, რომლისაც ჩვენ გვჯერა - არ გაჩერდე. თუმცა, გურამის ისტორია მხოლოდ მოედანზე მიღწეული წარმატებების ისტორია არ არის. ეს არის განსაკუთრებული კავშირი ეროვნულ ნაკრებსა და გულშემატკივრებს შორის, რომელიც წლების განმავლობაში ერთად გადატანილი ემოციებით, გამარჯვებებით, იმედგაცრუებებითა და ისტორიული მომენტებით შეიქმნა. გვინდოდა, ქომაგებს ჰქონოდათ სივრცე, სადაც შეძლებდნენ ამ ემოციების გაზიარებას, საკუთარი მადლიერების გამოხატვას და კაპიტნისთვის მადლობის თქმას. სწორედ ამიტომ შევქმენით პლატფორმა arg4cherde.ge“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ასობით წერილი, ათასობით მადლობა და ერთი საერთო სათქმელი - კაპიტანო, მადლობა.

საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა