მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Wizz Air-ი ქუთაისიდან ლიონის მიმართულებით ფრენებს იწყებს

news image
mbc image

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის მიმართულებით იწყებს ფრენებს. ეს სიახლე საინტერესოა არა მხოლოდ მოგზაურებისთვის, არამედ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვისაც.  3 ივნისიდან გაიღება კიდევ ერთი კარი საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ქალაქში, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მორიგი დანიშნულების ადგილი  – ეს არის ახდენილი ოცნება ფეხბურთის მოყვარულთათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც კარგად იცნობს ქართველ ამომავალ ვარსკვლავებს.

გამოჰყევით თქვენს საყვარელ ქართველ ვარსკვლავებს საფრანგეთში

ლიონი ახლა მხოლოდ ერთი ფრენით არის დაშორებული. ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს საშუალება ეძლევათ პირდაპირ სტადიონზე, ცოცხლად გამოსცადონ პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის მღელვარება და უყურონ გიორგი მიქაუტაძის თამაშს. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, ლიონის ოლიმპიკში თამაშობს და თავისი ოსტატობით აოცებს გულშემატკივრებს. საქართველოს ნაკრების მთავარი მოთამაშე აგრძელებს კარიერას, მისი პოპულარობა და მნიშვნელობა კი ყოველდღიურად იზრდება საფრანგეთში. Wizz Air-ის ახალი მარშრუტის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ უყუროთ მის თამაშებს სტადიონზე და დატკბეთ ქართველი ვარსკვლავის წარმატებით.

თუმცა, ქართული ფეხბურთის მაგია ლიონს სცდება. საქართველოს საფეხბურთო სენსაცია ხვიჩა კვარაცხელია სულ ახლახანს შეურთდა პარი სენ-ჟერმენს (PSG) და თავისი ნიჭი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლუბში გადაიტანა. უკვე რამდენიმე წელია, რაც Wizz Air-ი ქუთაისიდან პარიზის მიმართულებით დაფრინავს და გულშემატკივრებს შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ, უყურონ მსოფლიო დონის ფეხბურთი და გახდნენ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის მონაწილეები.

ახალი ერა ფეხბურთის მოყვარულთათვის

Wizz Air-ის ხელმისაწვდომ და კომფორტულ ფრენებთან ერთად, საფრანგეთში მოგზაურობა საფეხბურთო თავგადასავლებისთვის უკვე რეალობაა. მიუხედავად იმისა, გულშემატკივრობთ მიქაუტაძეს ლიონში თუ კვარაცხელიას პარიზში, Wizz Air-ი გთავაზობთ შეუფერხებელ და ბიუჯეტურ მოგზაურობას, რათა თქვენი საყვარელი მოთამაშეების ბრწყინვალება ევროპის ყველაზე დიდ სტადიონებზე დაინახოთ.

დაგეგმე მოგზაურობა ახლავე!

ქუთაისი-ლიონის პირველი რეისი 3 ივნისს აფრინდება, ასე რომ დაჯავშნეთ თქვენი ბილეთი დღეს და მოემზადეთ დაუვიწყარი გამოცდილებისთვის. რაც არ უნდა იყოს თქვენი მიზანი  – ფეხბურთის ვარსკვლავების ნახვა, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება თუ უბრალოდ ფრანგული გამოცდილების მიღება  – Wizz Air-თან ერთად ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი რეისი გაშორებთ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა