Wizz Air-ის მგზავრებისთვის All You Can Fly-ში გაწევრიანება კვლავ ხელმისაწვდომია
ავიაკომპანია Wizz Air-ი მგზავრებს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, All You Can Fly-ში გაწევრიანება კვლავ ხელმისაწვდომია.
„თუ მუდამ საუკეთესო ფასებს ეძებთ და მოქნილი გრაფიკი გაქვთ, ჩვენი უახლესი პროდუქტი სწორედ თქვენთვისაა! დაჯავშნეთ ავიაბილეთი და შეუერთდით All You Can Fly საშვის მფლობელთა პრივილეგირებულთა სიას — მხოლოდ 10 000 ადგილია ხელმისაწვდომი.
წევრობის ერთჯერადი საფასურის გადახდის შემდეგ, მხოლოდ 9,99 ევროს გადახდა მოგიწევთ თითოეული ჯავშნისთვის. კარგი სიახლე გვაქვს! თქვენი პირველი ბილეთის დაჯავშნის მოსაკრებელი დაფარულია წევრობის შეძენის საფასურით.
დაიწყეთ ულიმიტოდ მგზავრობის გამოცდილების გამოყენება!“, - აღნიშნულია Wizz Air-ის მიერ მგზავრებისთვის გაგზავნილ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.