მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

Wolt ერთობლივ შეკვეთებს კიდევ უფრო მარტივს ხდის

news image
mbc image

Wolt მომხმარებლისთვის გადახდის პროცესს ამარტივებს და ერთობლივ, ჯგუფურ შეკვეთებზე ახალ ფუნქციას, Split Payments-ს ნერგავს. ახალი ფუნქციონალი ერთობლივი შეკვეთების პროცესს უფრო კომფორტულს ხდის, რადგან თითოეულ მონაწილეს საკუთარი შეკვეთის საფასურის დამოუკიდებლად გადახდა შეეძლება.

აქამდე, Group Order-ის შემთხვევაში, შეკვეთის სრული თანხის წინასწარ გადახდა ერთ ადამიანს უწევდა. ახალი ფუნქციის ამოქმედების შემდეგ კი, თითოეულ მონაწილეს შეეძლება საკუთარი შეკვეთის ღირებულება პირდაპირ Wolt-ის აპლიკაციიდან გადაიხადოს, მისთვის სასურველი გადახდის მეთოდის გამოყენებით.

Split Payments ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ უხერხულობას აგვარებს - აღარ არის საჭირო მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის ან ოჯახის წევრებისთვის თანხის გადახდის შეხსენება ან ცალკე საბანკო გადარიცხვების განხორციელება. გადახდის პროცესი სრულად ინტეგრირებულია შეკვეთის პროცესში და თითოეული მონაწილე მხოლოდ საკუთარ წილს იხდის.

„ჩვენი მიზანია, Wolt ყოველდღიური ცხოვრების კიდევ უფრო კომფორტული ნაწილი გახდეს. სწორედ ამიტომ, პროდუქტს მუდმივად მომხმარებლების რეალურ საჭიროებებზე ვარგებთ. Split Payments ამარტივებს ერთობლივ შეკვეთებს და გამორიცხავს მეგობრებს, კოლეგებსა თუ ოჯახის წევრებს შორის თანხის განაწილების უხერხულობას,“ - აცხადებენ Wolt-ში.

Wolt-ის პლატფორმის ახალი ფუნქცია მომხმარებლებს გადახდის მეთოდის არჩევის თავისუფლებას აძლევს - ყველას მისთვის სასურველი გადახდის საშუალება შეუძლია აირჩიოს.

ახალი ფუნქციონალი Wolt+-ის წევრებსაც დამატებით შესაძლებლობას აძლევს. თუ Group Order-ის ორგანიზატორი Wolt+-ის წევრია, შესაბამისად, შეკვეთის სხვა მონაწილეებიც წევრობის უპირატესობებით ისარგებლებენ, რაც ერთობლივ შეკვეთებს კიდევ უფრო მომგებიანს ხდის.

ჯგუფური შეკვეთები Wolt-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ფუნქციაა, რომელსაც ყოველდღიურად იყენებენ მეგობრები, ოჯახის წევრები და კოლეგები. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ Split Payments მომსახურეობას კიდევ უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის და წარმოადგენს Wolt-ის სტრატეგიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ყოველდღიური სერვისების გამარტივებასა და მომხმარებლის გამოცდილების უწყვეტ გაუმჯობესებას.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

17.10.2026.20:21

კახეთში, სოფელ სანავარდოში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასკანელი რეზორტი, გაიხსნა. პროექტი „ასკანელი ჯგუფმა“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა - ჯამური ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს.

45-ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებს ადგილობრივ კულტურულ გამოცდილებასთან აერთიანებს. განთავსების ობიექტი სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. კომპლექსში განთავსებულია: სპაცენტრი, ფიტნესკლუბი, აუზი და ბარი, ასევე მოსასვენებელი სივრცეები, კახური ეზო და რესტორანი „ასკანელი“.

პროექტის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს.

“23-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. დღეს თიბისისა და “ასკანელი ჯგუფის” თანამშრომლობას ახალი მიმართულება - ტურიზმი დაემატა. დარწმუნებული ვარ, “ასკანელი რეზორტი” მიზიდულობის ცენტრი გახდება კახეთში და ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და ავითარებს ახალ კურორტებს. სწორედ ამიტომ წლებია ტურიზმის სექტორის მთავარი დამფინანსებლები ვართ”,- გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

“წლების განმავლობაში ჩვენი ღვინით საქართველოს მსოფლიოს ვაცნობდით. დღეს კი გვინდა, სტუმრები თავად მოვიწვიოთ საქართველოში — იქ, სადაც ჩვენი ღვინო იბადება. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა „ასკანელი რეზორტი“ — 35 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი ახალი სივრცე, რომელიც ქართულ მეღვინეობას, კულტურას, გასტრონომიასა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. ეს პროექტი 150-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი მევენახეებისა და ბიზნესისთვის”, - გოჩა ჩხაიძე, "ასკანელის" დამფუძნებელი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა