მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Wolt-ის პლატფორმას ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რითეილერი „ალტა“ შეუერთდა

news image
mbc image

საქართველოში დელივერი სერვისების ერთ-ერთ წამყვან კომპანია Wolt-ს მომხმარებლისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე აქვს — პლატფორმას ოფიციალურად შეუერთდა ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ცნობილი რითეილერი - „ალტა“.

ამ თანამშრომლობის შედეგად, თბილისში მომხმარებლებს შეუძლიათ, “ალტას” პროდუქცია — ტექნიკა, ელექტრონიკა, აქსესუარები და სხვა — Wolt-ზე სწრაფად და კომფორტულად შეიძინონ, საჭიროების შემთხვევაში კი, შეკვეთა მინიმალურ დროში მიიღონ.

„ალტას დამატება ჩვენი პლატფორმისთვის სტრატეგიული ნაბიჯია. მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ სულ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი, განსაკუთრებით ტექნიკისა და ელექტრონიკის კატეგორიაში. ახლა მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა, ტელეფონები, ლეპტოპები, მცირე საოჯახო ტექნიკა და სხვა მოწყობილობები პირდაპირ Wolt-იდან შეუკვეთონ, სწრაფად და კომფორტულად”, - აცხადებენ ვოლტი საქართველოში.

რატომ არის ეს სიახლე მნიშვნელოვანი მომხმარებლებისთვის?

• ალტას ფართო ასორტიმენტი Wolt-ის პლატფორმაზე პირველად ხდება ხელმისაწვდომი.

• მომხმარებლებს შეუძლიათ, დროულად მიიღონ ტექნიკა, იმავე დღეს, ხშირ შემთხვევაში - რამდენიმე წუთსა თუ ერთ საათზე ნაკლებ დროში.

• Wolt-ის მეშვეობით შეძენა განსაკუთრებით მოსახერხებელია ისეთი სასწრაფო საჭიროებების შემთხვევაში, როგორებიცაა მაგალითად - დამტენი, კაბელი, ყურსასმენები, მცირე ტექნიკა და სხვა.

• პლატფორმაზე მოქმედებს ყველა ის პირობა, რაც ფიზიკურ მაღაზიაში - ტექნიკის შემოწმება, გარანტია და ა.შ

Wolt აგრძელებს პარტნიორების ქსელის გაფართოებას და მომხმარებლისთვის როგორც ყოველდღიური, ისე სპეციალური საჭიროებების უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გადაწყვეტის გზებს და საშუალებებს ქმნის.

ალტას პროდუქციის შეძენა, ისევე, როგორც ვოლტის სერვისი უკვე ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში - საქართველოს 6 დიდ ქალაქში, ესენია ქუთაისი, ბათუმი,ზუგდიდი,, გორი, რუსთავი, თელავი.

„Wolt-ის მთავარი მისიაა, მომხმარებლებს გავუმარტივოთ ცხოვრება და დავუზოგოთ ძვირფასი რესურსი — დრო. ალტას დამატებით ჩვენს მომხმარებლებს მიეცემათ შესაძლებლობა, ტექნიკა მიიღონ სწრაფად, უსაფრთხოდ და უმაღლესი ხარისხის სერვისით. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პოზიციას და ტექნიკის კატეგორია სწრაფად გახდება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი Wolt-ის პლატფორმაზე”, - აცხადებს Wolt საქართველოს გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა