მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

Wolt პლატფორმას პარტნიორი ბიზნესების ლოიალობის პროგრამები ემატება

news image
mbc image

Wolt საქართველოში მომხმარებლის გამოცდილების მომსახურეობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად პარტნიორი ბიზნესების ლოიალობის პროგრამების ინტეგრაციას იწყებს. ინიციატივის პირველი პარტნიორი PSP Pharmacy გახდა, რომლის ლოიალობის პროგრამა Smile უკვე ხელმისაწვდომია Wolt-ის აპლიკაციაში.

ახალი ფუნქციონალი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, PSP Pharmacy-დან Wolt-ის მეშვეობით განხორციელებული შეკვეთებისას Smile ქულები ავტომატურად დააგროვონ. ამისათვის საკმარისია მომხმარებელმა Wolt-ის აპლიკაციაში ერთხელ დაამატოს თავისი მოქმედი Smile ლოიალობის ბარათის ნომერი. ბარათის მიბმის შემდეგ, შესაბამის შეკვეთებზე ქულები ავტომატურად ჩაირიცხება.

ახალი ინტეგრაცია Wolt-ის სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანია მომხმარებლებისთვის უფრო მარტივი, უწყვეტი და მოსახერხებელი სერვისის მიწოდება. დღეს, როდესაც ლოიალობის პროგრამები საცალო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილია, მომხმარებლებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია, ონლაინ შეკვეთის შემთხვევაშიც შეინარჩუნონ იმ ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობა, რომლებსაც მათ სხვადასხვა ბრენდ სთავაზობს.

„Wolt-ში მუდმივად ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ მომხმარებლებისთვის პლატფორმის გამოყენება კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ. პარტნიორი ბიზნესების ლოიალობის პროგრამების ინტეგრაცია სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს Wolt-ის მეშვეობით შეკვეთისასაც შეეძლოთ იმავე სარგებლის მიღება, რასაც პარტნიორი ბრენდებისგან უშუალოდ იღებენ. PSP Pharmacy ამ ინიციატივის პირველი პარტნიორია და მომავალში სხვა პარტნიორების ლოიალობის პროგრამების დამატებასაც ვგეგმავთ,“ - აცხადებენ Wolt საქართველოში.

Smile პროგრამით სარგებლობა და ქულების დარიცხვა ხორციელდება Wolt-ისა და PSP Pharmacy-ის შესაბამისი წესებისა და პირობების მიხედვით.

პსპ-ის ლოიალობის პროგრამის - Smile - აღწერა და საოპერაციო წესები იხილეთ ლინკზე:

https://card.psp.ge/new/index.php?page=content&MenuItemID=14&id=138 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

17.10.2026.20:21

კახეთში, სოფელ სანავარდოში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასკანელი რეზორტი, გაიხსნა. პროექტი „ასკანელი ჯგუფმა“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა - ჯამური ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს.

45-ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებს ადგილობრივ კულტურულ გამოცდილებასთან აერთიანებს. განთავსების ობიექტი სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. კომპლექსში განთავსებულია: სპაცენტრი, ფიტნესკლუბი, აუზი და ბარი, ასევე მოსასვენებელი სივრცეები, კახური ეზო და რესტორანი „ასკანელი“.

პროექტის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს.

“23-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. დღეს თიბისისა და “ასკანელი ჯგუფის” თანამშრომლობას ახალი მიმართულება - ტურიზმი დაემატა. დარწმუნებული ვარ, “ასკანელი რეზორტი” მიზიდულობის ცენტრი გახდება კახეთში და ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და ავითარებს ახალ კურორტებს. სწორედ ამიტომ წლებია ტურიზმის სექტორის მთავარი დამფინანსებლები ვართ”,- გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

“წლების განმავლობაში ჩვენი ღვინით საქართველოს მსოფლიოს ვაცნობდით. დღეს კი გვინდა, სტუმრები თავად მოვიწვიოთ საქართველოში — იქ, სადაც ჩვენი ღვინო იბადება. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა „ასკანელი რეზორტი“ — 35 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი ახალი სივრცე, რომელიც ქართულ მეღვინეობას, კულტურას, გასტრონომიასა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. ეს პროექტი 150-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი მევენახეებისა და ბიზნესისთვის”, - გოჩა ჩხაიძე, "ასკანელის" დამფუძნებელი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა