მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

World EV Day - ,,თეგეტა მოტორსი” ელექტრომობილების მსოფლიო დღეს უერთდება

news image
mbc image

A day to convey EV positivity -  ამ გზავნილის გარშემო, 9 სექტემბერს,  მსოფლიო უკვე მეექვსედ ერთიანდება. გლობალური ინიციატივის მიზანი  გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების მიზნით, ელექტრომობილების შესახებ, საზოგადოების ცნობიერების გაზრდაა. საერთაშორისო ინიციატივას უკვე ტრადიციულად უერთდება „თეგეტა მოტორსი“, კომპანია, რომელმაც გარემოზე ზრუნვა კორპორაციული პასუხისმგებლობის ძირითად მიმართულებად აქცია. კომპანია წელსაც არაერთ აქტივობას გეგმავს.

9 სექტემბერს, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ელექტრომობილებისთვის განკუთვნილ საბურავებსა და აკუმულატორებზე განსაკუთრებული შეთავაზებები გავრცელდება. მომხმარებლებს Bridgestone-ის „ტურანზა 6-ზე“ 30%-იანი ფასდაკლება დახვდებათ. რაც შეეხება აკუმულატორებს, Macpower-ის, Varta-ს, Energizer-ის, Exide-ის, Monbat-ისა და FIAMM-ის შეძენა 25%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

ამასთან, World EV Day -სთან დაკავშირებით, ელექტრომობილებზე სავალი ნაწილი „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ ფილიალში უფასოდ შემოწმდება, ხოლო  თანმდევი სერვისის  საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება.

თათია ხორბალაძე, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ჰაერის დაბინძურება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა და „თეგეტა მოტორსი“ მუდმივად ცდილობს ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. CSR სტრატეგიით ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ემისიების შემცირება, რაც პირდაპირ უკავშირდება ელექტროტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარების თვალსაზრისით უკვე დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა — ერთი მხრივ, ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებასთან, Tegeta Cars-სთან ერთად წლებია ხელს ვუწყობთ ელექტრომობილების პოპულარიზაციას ქვეყანაში, ვზრუნავთ დასამუხტი სადგურების ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ცხადია, ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვერთვებით ყველა გლობალურ ინიციატივაში, ვცდილობთ, ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, მუდმივად გავაუმჯობესოთ ელექტრომობილების ფლობის გამოცდილება. ამ დღეს, ელექტრომობილების ერთგულ მომხმარებლებს ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს. გვიხარია, რომ სულ უფრო მეტად იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც არჩევანს ელექტრომობილებზე აკეთებენ“.

World EV Day-სთან დაკავშირებით, „თეგეტა მოტორსმა“ საკუთარ მომხმარებელს ფოტოკონკურსიც შესთავაზა. აქტივობაში ჩართვა Tegeta Community-ს ფეისბუქ ჯგუფის წევრებს შეუძლიათ. კონკურსის ფარგლებში, მათ თავიანთი ელექტრომობილების ფოტოები ჯგუფში უნდა განათავსონ.  გამარჯვებული VOLVO-ს სრულად ელექტრო ავტომობილის, EX30-ის ორდღიან ტესტდრაივს მიიღებს საჩუქრად.   

გლობალური მასშტაბით, ელექტრომობილების (EV) ბაზარი სწრაფად იზრდება, რაც განპირობებულია გარემოსდაცვითი რეგულაციების გამკაცრებითა და წარმოების ხარჯების შემცირებით. მსხვილი ავტომწარმოებლები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში თანდათანობით ამოიღონ შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები. 

International Energy Agency-ს პროგნოზით,  2030 წლისთვის გლობალური ელექტრომობილების რაოდენობა დაახლოებით 245 მილიონს მიაღწევს. 2035 წლისთვის ეს ციფრი დაახლოებით 525 მილიონამდე გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ გზებზე მოძრავი ყოველი ოთხი ავტომობილიდან ერთი ელექტრო იქნება.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა