World Luxury Hotel Awards-ის ერთ-ერთ ნომინაციაზე Aparthotels Collection by ELT არის წარდგენილი - ხმის მიცემა უკვე მიმდინარეობს
2025 წლის World Luxury Hotel Awards-ის ხმის მიცემა იწყება, სადაც ნომინაციაში Luxury Collection Group წარდგენილია ELT Group-ის Aparthotels Collection by ELT.
„ჩვენთვის ეს არის საშუალება, კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ საქართველოში ვქმნით უმაღლესი ხარისხის მომსახურებასა და დაუვიწყარ გამოცდილებას - “Aparthotels Collection by ELT”.
როგორ შეგიძლიათ დაგვიჭიროთ მხარი? ეწვიეთ ჩვენს პროფილს World Luxury Hotel Awards-ის ვებ-გვერდზე: ხმის მიცემა ლიკნზე:
დააჭირეთ ხმის მიცემის ღილაკს და შეავსეთ მარტივი ფორმა. გაუზიარეთ ბმული მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და კოლეგებს, რათა მივიღოთ მეტი ხმა.
ხმის მიცემა შესაძლებელია ყოველდღე მთელი პერიოდის განმავლობაში! თითოეული ხმა გვიახლოვებს ამ პრესტიჟულ ჯილდოს. მადლობა მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნულია ELT Group-ის სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში. ხმის მიცემა 18 აგვისტოდან 7 სექტემბერის ჩათვლით გაგრძელდება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.