მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა

news image
mbc image

პროფესიული განათლების გაძლიერება და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა - WorldSkills საქართველო 2025-ის ფარგლებში, „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში ავტომობილის ტექნოლოგიების მიმართულებით პირველი ეროვნული კონკურსი ჩატარდა. კონკურსი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობისა და პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, ასევე კერძო სექტორის ჩართულობით გაიმართა.

კონკურსი „თეგეტა მოტორსისა“ და „თეგეტა აკადემიას“ ბაზაზე მოეწყო და მასში 21 წლამდე ასაკის ავტომოყვარულები მონაწილეობდნენ, რომლებიც საჭირო პროფესიულ უნარებს ფლობდნენ. პროფესიული და უმაღლესი განათლების სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ინდუსტრიაში დასაქმებულები და ინდივიდუალური მონაწილეები რეალურ სამუშაო გარემოში, „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალური ფილიალის სერვისცენტრში, პრაქტიკულ დავალებებს ასრულებდნენ - მათ ავტომობილებზე კონკრეტული დაზიანებები უნდა აღმოეჩინათ და გამოესწორებინათ. კონკურსისთვის საჭირო რესურსი სრულად „თეგეტა მოტორსმა“ უზრუნველყო, მათ შორის, დანადგარები, ინსტრუმენტები, სამუშაო მასალები, კონკურსის შინაარსობრივი მხარე და ექსპერტის ჩართულობა.

გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიას“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა აკადემია“ საავტომობილო ინდუსტრიისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მხარდამჭერია. ჩვენთვის ეს დიდი პასუხისმგებლობა და პატივია. მსგავსი კონკურსები ახალგაზრდებისთვის ძლიერი მოტივაციაა, ხოლო ინდუსტრიისთვის - ტალანტების აღმოჩენის ეფექტიანი გზა. პროფესიის პოპულარიზაცია გრძელვადიან პერსპექტივაში კადრების დეფიციტის შემცირებასა და საავტომობილი სფეროს კიდევ უფრო განვითარებაზე აისახება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ახალგაზრდებს საავტომობილო ტექნოლოგიების მიმართულებით საკუთარი პოტენციალის წარმოჩენის შესაძლებლობა საერთაშორისო ასპარეზზე ეძლევათ, რაც ამ პროფესიას, ცხადია, კიდევ უფრო პრესტიჟულს ხდის“. 

WorldSkills საქართველოს 2025 წლის ეროვნული კონკურსი ექვს პროფესიულ მიმართულებას მოიცავდა: ვებტექნოლოგიებს, თაბაშირ-მუყაოს სამუშაოებს, მოდის ტექნოლოგიას, კონდიტერიას, თმის მომსახურებას და წელს პირველად უკვე საავტომობილო ტექნოლოგიებსაც.

კახა ხანდოლიშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: „პროფესიული განათლების განვითარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროცესში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს და საშუალებას იძლევა, პროფესიული განათლება მეტად პრაქტიკული და რეალურ სამუშაო გარემოსთან მიახლოებული გახდეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლიდან საქართველო WorldSkills-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა, რამაც კერძო სექტორის აქტიური ჩართულობითა და ფინანსური კონტრიბუციით შესაძლებელი გახადა კონკურსის მასშტაბის გაზრდა და ახალი საკონკურსო მიმართულებების დამატება. 

ეს ყველაფერი ზრდის სხვადასხვა პროფესიის წარმოჩენის შესაძლებლობას, ახალგაზრდებს უჩენს ხარისხიანი პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და დასაქმების რეალურ პერსპექტივებს. კონკურსის თითოეული მიმართულების პრიზიორებს შანსი ეძლევათ, საქართველო 2026 წლის 22-26 სექტემბერს შანხაიში დაგეგმილ WorldSkills-ის საერთაშორისო ჩემპიონატზე წარადგინონ“.

WorldSkills International პროფესიული უნარების მსოფლიოში ყველაზე დიდი და პრესტიჟული კონკურსია. ის 85-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს და ორ წელიწადში ერთხელ იმართება. WorldSkills International-ის მისიაა, ხელი შეუწყოს პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების მაღალი სტანდარტების განვითარებას მსოფლიო მასშტაბით. საქართველო WorldSkills-ს 2012 წელს შეუერთდა და დღეს უკვე მისი სრულუფლებიანი წევრია.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა