მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე

news image
mbc image

„ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებლებს ორ ყველაზე გაყიდვად მოდელზე სპეციალურ ფასს სთავაზობს: XC60 B5 - 110 000 ლარად, ხოლო XC90 B5 145 000 ლარად არის ხელმისაწვდომი. შეთავაზება 1 ნოემბრიდან მოქმედებს და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. სააქციო ავტომობილების რაოდენობა ლიმიტირებულია.

ნიკა ყოჩიაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ გენერალური დირექტორი: „ეს შეთავაზება უპრეცედენტოა - ასეთი ფასი „ვოლვო ქარ საქართველოში“ აქამდე არასოდეს გვქონია. გასულ წელს XC90 170 000 ლარი ღირდა, XC60 კი - 130 000 ლარი, ანუ ფასდაკლება დაახლოებით 15%-ია. აქცია ჩვენს ორ ფლაგმან მოდელზე გამოვაცხადეთ, რომლებიც გაყიდვებში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს.

მაქსიმალურად ვეცადეთ, საუკეთესო ფასი დაგვედგინა და ამავდროულად მომხმარებლისთვის ისეთი კომპლექტაციები შეგვეთავაზებინა, რომლებიც კომფორტთან ასოცირდება - მაგალითად, სავარძლების გათბობა და პანორამული ჭერი. გვინდოდა, ამ შეთავაზების ფარგლებში პრემიუმ ავტომობილი უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა. ამასთანავე, აქციას დამატებითი პირობები არ აქვს - მომხმარებელს შეუძლია, უბრალოდ მოვიდეს და ავტომობილი ახალ ფასად შეიძინოს“.

XC60 საშუალო ზომის SUV-ია, XC90 კი - შვიდადგილიანი დიდი SUV, რომელიც უპირველესად დიდ ოჯახებზეა გათვლილი. ორივე მოდელი B5 ძრავით, მსუბუქი ჰიბრიდის (Mild Hybrid) ტექნოლოგიით არის აღჭურვილი.

ავტომობილის შეძენა ლიზინგის მეშვეობითაც შესაძლებელია. „ვისაც არ სურს თანხის ერთიანად დაფარვა, შეუძლია, ლიზინგის საშუალებით ყოველთვიურად გადაანაწილოს, თვეში 2 300 ლარიდან“, - განმარტავს ნიკა ყოჩიაშვილი.

შეთავაზებაზე „ტრეიდ-ინიც“ ვრცელდება - მომხმარებელს შეუძლია, საკუთარი ძველი ავტომობილი „ვოლვო ქარ საქართველოში“ მიიყვანოს, კომპანიას შეაფასებინოს და ღირებულების შესაბამისი თანხა ახალი Volvo-ს შესაძენად გამოიყენოს.

ავტომობილებზე მოქმედებს 3-წლიანი ან 100 000 კილომეტრის გარანტია, რომლის გახანგრძლივებაც მომხმარებელთან ინდივიდუალური შეთანხმებით არის შესაძლებელი.

სპეციალური შეთავაზების პარალელურად, „ვოლვო ქარ საქართველო“ სააქციო მოდელების კონკრეტულ კომპლექტაციებზე მომხმარებელს Volvo 365-ს სთავაზობს. ეს უნიკალური პროდუქტი ახალი Volvo-ს მფლობელს შეძენიდან ერთი წლის განმავლობაში ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯებისგან ათავისუფლებს.

თამარ ზოზიაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ კომერციული დირექტორი: „Volvo 365 ჩვენი მომხმარებლების საჭიროებების ანალიზის საფუძველზე შევქმენით. ვხედავდით, რომ ავტომობილის შეძენისას მნიშვნელოვანი გამოწვევა მხოლოდ მისი არჩევა არ არის - ყოველდღიურ ფლობასთან დაკავშირებული ხარჯებიც არანაკლებ გასათვალისწინებელია. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ ბაზარს პროდუქტი, რომელიც პირველი წლის განმავლობაში მომხმარებელს ათავისუფლებს ისეთ მნიშვნელოვან ხარჯებზე ფიქრისგან, როგორებიცაა რეგულარული ტექნიკური მომსახურება, სეზონური საბურავები, საწვავი და დაზღვევა“.

პროდუქტის სახელწოდება „360+5“ იდეას ეფუძნება: 360 მომხმარებელზე სრულფასოვან ზრუნვას გამოხატავს, 5 - ძირითად ბენეფიტებს, რომლებითაც მძღოლები ისარგებლებენ, 365 კი სიმბოლურად წლის თითოეულ დღეს აღნიშნავს.

შეთავაზება მოიცავს ორ რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებას - 10 000 და 20 000 კილომეტრზე, რაც ავტომობილის მოვლას შვედი მწარმოებლის სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს. მყიდველები ასევე მიიღებენ სეზონური საბურავების კომპლექტს, რომელიც ნებისმიერი ამინდის პირობებში მართვის უსაფრთხოებასა და საიმედოობას უზრუნველყოფს. Volvo 365-ის ნაწილია 1 500-ლიტრიანი საწვავის პაკეტი და ერთწლიანი დაზღვევა, რომელიც ავტომობილის მფლობელს გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯებისგან იცავს.

XC60-სა და XC90-ზე უპრეცედენტო ფასები ნოემბრის ბოლომდე მოქმედებს და სააქციო ავტომობილების შეზღუდულ რაოდენობაზე ვრცელდება. ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს მოდელების მახასიათებლების ადგილზე გაცნობა „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში, უნივერსიტეტის ქუჩა N6-ში შეუძლიათ.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე ელექტრული ავტომობილები და შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა