XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებლებს ორ ყველაზე გაყიდვად მოდელზე სპეციალურ ფასს სთავაზობს: XC60 B5 - 110 000 ლარად, ხოლო XC90 B5 145 000 ლარად არის ხელმისაწვდომი. შეთავაზება 1 ნოემბრიდან მოქმედებს და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. სააქციო ავტომობილების რაოდენობა ლიმიტირებულია.
ნიკა ყოჩიაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ გენერალური დირექტორი: „ეს შეთავაზება უპრეცედენტოა - ასეთი ფასი „ვოლვო ქარ საქართველოში“ აქამდე არასოდეს გვქონია. გასულ წელს XC90 170 000 ლარი ღირდა, XC60 კი - 130 000 ლარი, ანუ ფასდაკლება დაახლოებით 15%-ია. აქცია ჩვენს ორ ფლაგმან მოდელზე გამოვაცხადეთ, რომლებიც გაყიდვებში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს.
მაქსიმალურად ვეცადეთ, საუკეთესო ფასი დაგვედგინა და ამავდროულად მომხმარებლისთვის ისეთი კომპლექტაციები შეგვეთავაზებინა, რომლებიც კომფორტთან ასოცირდება - მაგალითად, სავარძლების გათბობა და პანორამული ჭერი. გვინდოდა, ამ შეთავაზების ფარგლებში პრემიუმ ავტომობილი უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა. ამასთანავე, აქციას დამატებითი პირობები არ აქვს - მომხმარებელს შეუძლია, უბრალოდ მოვიდეს და ავტომობილი ახალ ფასად შეიძინოს“.

XC60 საშუალო ზომის SUV-ია, XC90 კი - შვიდადგილიანი დიდი SUV, რომელიც უპირველესად დიდ ოჯახებზეა გათვლილი. ორივე მოდელი B5 ძრავით, მსუბუქი ჰიბრიდის (Mild Hybrid) ტექნოლოგიით არის აღჭურვილი.
ავტომობილის შეძენა ლიზინგის მეშვეობითაც შესაძლებელია. „ვისაც არ სურს თანხის ერთიანად დაფარვა, შეუძლია, ლიზინგის საშუალებით ყოველთვიურად გადაანაწილოს, თვეში 2 300 ლარიდან“, - განმარტავს ნიკა ყოჩიაშვილი.
შეთავაზებაზე „ტრეიდ-ინიც“ ვრცელდება - მომხმარებელს შეუძლია, საკუთარი ძველი ავტომობილი „ვოლვო ქარ საქართველოში“ მიიყვანოს, კომპანიას შეაფასებინოს და ღირებულების შესაბამისი თანხა ახალი Volvo-ს შესაძენად გამოიყენოს.
ავტომობილებზე მოქმედებს 3-წლიანი ან 100 000 კილომეტრის გარანტია, რომლის გახანგრძლივებაც მომხმარებელთან ინდივიდუალური შეთანხმებით არის შესაძლებელი.
სპეციალური შეთავაზების პარალელურად, „ვოლვო ქარ საქართველო“ სააქციო მოდელების კონკრეტულ კომპლექტაციებზე მომხმარებელს Volvo 365-ს სთავაზობს. ეს უნიკალური პროდუქტი ახალი Volvo-ს მფლობელს შეძენიდან ერთი წლის განმავლობაში ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯებისგან ათავისუფლებს.
თამარ ზოზიაშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“ კომერციული დირექტორი: „Volvo 365 ჩვენი მომხმარებლების საჭიროებების ანალიზის საფუძველზე შევქმენით. ვხედავდით, რომ ავტომობილის შეძენისას მნიშვნელოვანი გამოწვევა მხოლოდ მისი არჩევა არ არის - ყოველდღიურ ფლობასთან დაკავშირებული ხარჯებიც არანაკლებ გასათვალისწინებელია. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ ბაზარს პროდუქტი, რომელიც პირველი წლის განმავლობაში მომხმარებელს ათავისუფლებს ისეთ მნიშვნელოვან ხარჯებზე ფიქრისგან, როგორებიცაა რეგულარული ტექნიკური მომსახურება, სეზონური საბურავები, საწვავი და დაზღვევა“.
პროდუქტის სახელწოდება „360+5“ იდეას ეფუძნება: 360 მომხმარებელზე სრულფასოვან ზრუნვას გამოხატავს, 5 - ძირითად ბენეფიტებს, რომლებითაც მძღოლები ისარგებლებენ, 365 კი სიმბოლურად წლის თითოეულ დღეს აღნიშნავს.
შეთავაზება მოიცავს ორ რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებას - 10 000 და 20 000 კილომეტრზე, რაც ავტომობილის მოვლას შვედი მწარმოებლის სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს. მყიდველები ასევე მიიღებენ სეზონური საბურავების კომპლექტს, რომელიც ნებისმიერი ამინდის პირობებში მართვის უსაფრთხოებასა და საიმედოობას უზრუნველყოფს. Volvo 365-ის ნაწილია 1 500-ლიტრიანი საწვავის პაკეტი და ერთწლიანი დაზღვევა, რომელიც ავტომობილის მფლობელს გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯებისგან იცავს.
XC60-სა და XC90-ზე უპრეცედენტო ფასები ნოემბრის ბოლომდე მოქმედებს და სააქციო ავტომობილების შეზღუდულ რაოდენობაზე ვრცელდება. ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს მოდელების მახასიათებლების ადგილზე გაცნობა „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში, უნივერსიტეტის ქუჩა N6-ში შეუძლიათ.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე ელექტრული ავტომობილები და შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
სხვა სიახლეები
როგორ ამარტივებს საქართველოს ბანკის განახლებული ბიზნეს მენეჯერი საქმიანობას? - შოკოტელას გამოცდილება
05.11.2026.19:23
რვაწლიანი საავიაციო კარიერისა და ბორტგამცილებლის პროფესიის შემდეგ მარიამ კაპანაძემ ბავშვობის ჰობი, ხელოვნება და კულინარია, ბიზნესად აქცია. ასე შეიქმნა შოკოტელა – ხელნაკეთი შოკოლადების ბრენდი, რომლის თითოეული ფილა დახვეწილ გემოებსა და უნიკალურ ფორმებს აერთიანებს.
თუმცა ბიზნესის ზრდასთან ერთად ყოველდღიურობაში ჩნდება წარმოების, მაღაზიებისა და შეკვეთების მართვის რთული ამოცანები.
ერთიანი ეკოსისტემა და მეტი ხილვადობა
სწორედ რუტინული საოპერაციო და ფინანსური პროცესების გასამარტივებლად შეიქმნა საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი: ციფრული პლატფორმა, რომელიც კომპანიის მართვისთვის საჭირო ინსტრუმენტებს ერთ სივრცეში აერთიანებს და 4 მოდულისგან შედგება:
• გადახდების მენეჯერი: ფიზიკური თუ ონლაინ მაღაზიიდან შემოსულ თანხებს ერთ ადგილას აერთიანებს. მისი დახმარებით მარტივად მართავთ ტრანზაქციებს და ამატებთ გადახდის ალტერნატიულ მეთოდებს.
• API მენეჯერი: თქვენს სისტემებს პირდაპირ აკავშირებს საბანკო სერვისებთან, რაც პროცესებს ავტომატურს ხდის და მომხმარებელს ავტორიზაციასა თუ ანგარიშსწორებას მაქსიმალურად უმარტივებს.
• Ads მენეჯერი: გაძლევთ შესაძლებლობას, შექმნათ ფასდაკლებები თუ ქეშბექი და პირდაპირ დაუკავშირდეთ 2 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მობილბანკის, sCoolApp-ისა და Offers.bog.ge-ს საშუალებით, რაც ბიზნესს ბაზარზე უფრო ხილვადს ხდის.
• ანალიტიკა: გაჩვენებთ ზუსტ მონაცემებს მომხმარებლების ასაკის, სქესისა და ინტერესების შესახებ. ასე მარტივად სწავლობთ მათ ქცევას, ქმნით ზუსტად მათზე მორგებულ შეთავაზებებს და ზრდით ლოიალობას.
სიახლეები გადახდების მენეჯერში
მარიამი ბიზნეს მენეჯერს განახლებამდეც იყენებდა, თუმცა გადახდების მენეჯერის ახალმა ფუნქციონალებმა ბიზნესის მართვის პროცესი მისთვის კიდევ უფრო კომფორტული გახადა:
“როდესაც ბიზნესი იზრდება, შეკვეთები სხვადასხვა არხიდან განუწყვეტლივ შემოდის. განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდში ფიზიკური მაღაზიიდან თუ სოციალური ქსელებიდან მიღებული თითოეული ტრანზაქციის ხელით გადამოწმება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. განახლებული გადახდების მენეჯერით კი ეს ყველაფერი რეალურ დროში, ერთ სივრცეში ჩანს.”
პლატფორმაზე მონაცემებს თარიღის, ტერმინალის, გადახდის მეთოდისა თუ სტატუსის მიხედვით მარტივად ფილტრავთ, ასობით ტრანზაქციაში სასურველი ჩეკის ხელით ძებნა აღარ გიწევთ.
მარტივად აკონტროლებთ, რომელმა ფილიალმა იაქტიურა, როგორი გადახდის მეთოდს ირჩევენ მომხმარებლები და რა სტატუსი აქვს თითოეულ ჩარიცხვას. ასეთი მოწესრიგებული მონაცემები გეხმარებათ, წამებში ჩამოტვირთოთ ბუღალტერიისთვის საჭირო ანგარიში და ზუსტად იცოდეთ, რამდენი გამოიმუშავა ბიზნესმა დღის ბოლოს.
საწყის ეტაპზე საკუთარი ვებგვერდის შექმნა და საგადახდო სისტემის გამართვა საკმაოდ შრომატევადი პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შოკოტელას ვებგვერდი აქვს, მომხმარებლების ნაწილს შეკვეთის სოციალური ქსელით გაფორმება ურჩევნია, ამიტომ მარიამისთვის განახლებული გადახდის ბმული პრაქტიკული აღმოჩნდა:
“სოციალური ქსელებით, მაგალითად ინსტაგრამით, გაყიდვებისას ყველაზე შრომატევადი პროცესი ანგარიშსწორებაა. მომხმარებლისთვის ანგარიშის ნომრის გაგზავნა, ჩეკის მოლოდინი და გადამოწმება ბევრ საფეხურს მოიცავს – გადახდის ბმული კი ამ დროს საუკეთესო და სანდო გამოსავალია.”
გადახდის ბმული პრაქტიკაში ასე მუშაობს: მომხმარებელი არჩევს სასურველ პროდუქტს, თქვენ კი პლატფორმიდან წამებში უგენერირებთ უნიკალურ საგადახდო ლინკს და უგზავნით პირად შეტყობინებაში. მყიდველი თანხას ბარათით, უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით იხდის.
გარდა იმისა, რომ პროცესი მაქსიმალურად მარტივდება, ბმულით მიღებული გადახდები პირდაპირ აისახება ბიზნეს მენეჯერის საერთო სტატისტიკაში. ეს გაძლევთ საშუალებას, ზუსტად აღრიცხოთ სოციალური ქსელებიდან შემოსული თანხები, დაინახოთ რეალური სურათი და დეტალურად გააანალიზოთ გაყიდვების სტატისტიკა ერთიან სივრცეში.
მეტი დრო საყვარელი საქმისთვის
“ვფიქრობ, ასეთი პრაქტიკული სიახლეები ყოველდღიურ საქმეებში დროს დაგვიზოგავს და მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, შოკოტელას განვითარებასა და ახალი გემოების შექმნაზე ვიზრუნოთ.”
ბიზნეს მენეჯერის განახლებული ეკოსისტემის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის: ერთ სივრცეში გააერთიანოს ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება და დაეხმაროს მეწარმეებს ფინანსური პროცესების გაციფრულებასა და გამარტივებაში. როდესაც ბიზნესის მართვის პროცესში ტექნიკური ბარიერები მცირდება და ყოველდღიური საოპერაციო საკითხები მარტივად გვარდება, დაზოგილი დრო და ენერგია შეგიძლიათ, სრულად საკუთარ იდეასა და საყვარელ საქმეს დაუთმოთ.
გამოცადეთ ბიზნეს მენეჯერის შესაძლებლობები მარტივად.