მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

Yango Group-ი ვარაუდობს, რომ მისი ჯამური წვლილი საქართველოს ეკონომიკაში 2026 წლის ბოლოსთვის 100 მილიონ დოლარს მიაღწევს

news image
mbc image

Yango Group-ი, რომელიც საქართველოში თავის სერვისებს Yandex Georgia-ს ბრენდის ქვეშ ოპერირებს, ვარაუდობს, რომ მისი ჯამური წვლილი საქართველოს ეკონომიკაში 2026 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 100 მილიონ დოლარს მიაღწევს. ეს მაჩვენებელი ასახავს კომპანიის ჯამურ წვლილს ქვეყანაში საქმიანობის დაწყებიდან დღემდე, - განაცხადა Yango Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიილ შულეიკომ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში.

დღეს საქართველოში ყოველი მეოთხე ადამიანი Yandex Georgia-ს სერვისებით სარგებლობს, - შულეიკოს განცხადებით. კომპანიის ძირითადი საქმიანობა კვლავ მგზავრთა გადაყვანის სერვისია, რომელიც ყოველთვიურად საქართველოში 500 000-ზე მეტ მომხმარებელს ათიათასობით აქტიურ მძღოლთან აკავშირებს.

კომპანია ქართულ ბაზარზე 2016 წელს მგზავრთა გადაყვანის სერვისით შემოვიდა და მას შემდეგ თავისი ეკოსისტემა გააფართოვა. დღეს Yandex Georgia მომხმარებელს სთავაზობს ურბანულ სერვისებს, მათ შორის მგზავრთა გადაყვანას, ნავიგაციას, მიწოდებას, ელექტროსკუტერებს და პორტატულ დამტენებს. კომპანია აცხადებს, რომ იგი კვლავ გააგრძელებს ქართული ბაზრისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა

09.11.2026.16:38

თბილისში რეგიონული კონფერენცია გაიმართა. მთავარი თემები ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ვაჭრობის დაფინანსება, შესაბამისობა და ტრანსსასაზღვრო გადახდები იყო. ღონისძიებას საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა (ICC Georgia), რაიფაიზენ ბანკ ინთერნეიშენალმა (RBI), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) უმასპინძლეს.

ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობდნენ რეგულატორების, კომერციული ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები დსთ-ის (CIS) რეგიონიდან - მსხვილი ექსპორტიორები და იმპორტიორები, ასევე ლოგისტიკური კომპანიები. ღონისძიებამ ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა: გასცნობოდნენ ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების სფეროში არსებულ გამოწვევებს; მიეღოთ ინფორმაცია მარეგულირებელ ცვლილებებზე და გაეზიარებინათ გამოცდილება რეგიონში წამყვანი სპეციალისტებისგან, კომერციული ბანკებისა და მარეგულირებელი ორგანოების მაღალი რანგის პროფესიონალებისგან.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებზე მონაწილეებმა განიხილეს გეოპოლიტიკური ცვლილებების გავლენა სავაჭრო ურთიერთობებზე, შესაბამისობის მოთხოვნები და მათი გავლენა ბიზნესის საქმიანობაზე. ასევე ისაუბრეს ევრაზიული სავაჭრო დერეფნების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების როლზე, განიხილეს რეგიონში ვაჭრობის დაფინანსების შესაძლებლობებიც. პირისპირ შეხვედრებმა მონაწილეებს საშუალება მისცა, დაემყარებინათ პროფესიული კავშირები პოტენციურ პარტნიორებთან.

კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ თიბისი, საქართველოს ბანკი, ბაზისბანკი და Argos Advisory.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა