მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

news image
mbc image

12 ივნისს საქართველოში კონცერტს გამართავს ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი YE, Kanye West.

კონცერტი გაიმართება თბილისში, "დინამო არენაზე", Starring Georgia-ს ორგანიზებით და თიბისის პარტნიორობით.

ბილეთების საყოველთაო გაყიდვა 12 მაისს, 12:00 საათზე, Tkt.ge-ზე დაიწყება. თუმცა თიბისიმ თავის მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადა:

თიბისის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს ექნებათ ექსკლუზიური შესაძლებლობა, TKT.GE-ზებილეთები 24 საათით ადრე - 11 მაისის შუადღის 12 საათიდან - 25%-იანი ფასდაკლებით, პირველებმაშეიძინონ. ასევე, ისარგებლონ თიბისი განაწილებით, რომლის შემთხვევაშიც იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

11 მაისს ბილეთების ყიდვის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

თიბისის მომხმარებლებისთვის ყველა კატეგორიის ბილეთზე (Star Ring, Orbit, VIP) გავრცელდება 25%-იანი ფასდაკლება როგორც წინასწარი გაყიდვის, ისე საერთო გაყიდვების პერიოდში. თიბისი განაწილებით სარგებლობის შემთხვევაში კი, 20%-იანი.

YE-ს კონცერტი გამოირჩევა მასშტაბური შოუთი, ინოვაციური ვიზუალური ეფექტებითა და ენერგიულიპერფორმანსით, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს.

2026 წლის მარტში არტისტმა ახალი ალბომი- Bully გამოსცა. რელიზს მსოფლიო მასშტაბით ექსკლუზიური შოუებიც მოჰყვა და სწორედ ამ ტურის ფარგლებში წარდგება YE დინამო არენაზე შეკრებილი მსმენელის წინაშე.

არ გამოტოვო შანსი, დაესწრო წლის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კონცერტს ექსკლუზიურიშესაძლებლობით.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვს თიბისი ბარათები,აიღე მობაილბანკიდან, 30 წამში, ფილიალებში მისვლისა და ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა