მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა

news image
mbc image

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში შექმნილი YouTube პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსი“ ნიკო ნერგაძესთან ერთად წარმოგიდგენთ ახალ, მე-16 ეპიზოდს „რატომ ვგულშემატკივრობთ უცნობ ადამიანებს?“.  

რატომ განვიცდით სხვის გამარჯვებას ისე, თითქოს ის ჩვენი იყოს, ან რატომ გვწყინს უცნობი ადამიანის მარცხი? რა გვაიძულებს, ემოციურად დავუკავშირდეთ ადამიანებს, რომლებსაც შესაძლოა ცხოვრებაში არასდროს შევხვედრივართ? „არის ერთი ნიუანსის“ ახალ ეპიზოდში ნიკო ნერგაძე სწორედ გულშემატკივრობის ფსიქოლოგიურ და სამეცნიერო საფუძვლებს იკვლევს და ცდილობს, ნაცნობ ემოციას მოულოდნელი კუთხით შეხედოს.

თიბისის მხარდაჭერით შექმნილი YouTube პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსი“ იმ კითხვებზე პასუხების ძიებას აგრძელებს, რომლებსაც მარტივი და ერთმნიშვნელოვანი პასუხები არ აქვს. თითოეული ეპიზოდი თანამედროვე სამეცნიერო კვლევებს ეყრდნობა და მაყურებელს აჩვენებს, როგორ იქმნება ცოდნა, რატომ არის კონტექსტი მნიშვნელოვანი და რატომ არ იყოფა ჭეშმარიტება ყოველთვის შავად და თეთრად.

თიბისისთვის განათლება, ცოდნის გაზიარება და მუდმივი განვითარება მნიშვნელოვანი ღირებულებებია. სწორედ ამიტომ ბრენდი მხარს უჭერს საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც საზოგადოებაში შემეცნებას, კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევით კულტურას აძლიერებს.

„არის ერთი ნიუანსის“ ახალ სეზონში მაყურებელს კიდევ არაერთი საინტერესო და დამაფიქრებელი თემა ელოდება. გაეცანით სერიის სრულ ვიდეოეპიზოდებს და აღმოაჩინეთ ნიუანსები, რომლებიც ერთი შეხედვით ნაცნობ საკითხებს სრულიად სხვაგვარად დაგვანახვებს. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა