მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
-0.0002
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.907
0.0023
flag
EUR 2.9127
-0.0001
flag
GBP 3.466
0.0027
flag
KZT 57.71
0.0025
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5978
-0.0001
news banner

ზაფხულის ბოლოსთვის თანამედროვე, ავტომატურ სორტირების ცენტრს გავხსნით - Inex Group

news image
mbc image

ვაგრძელებთ მუშაობას როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სერვისების განვითარებისა და გაუმჯობესების მიმართულებით, - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს Inex Group-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ განუცხადა.

„ვაგრძელებთ მუშაობას როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სერვისების განვითარებისა და გაუმჯობესების მიმართულებით. მიმდინარე წლის განმავლობაში მომხმარებლებს რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს შევთავაზებთ.

ერთ-ერთი მთავარი პროექტი თანამედროვე, ავტომატური სორტირების ცენტრის ამოქმედებაა, რომლის გახსნას ზაფხულის ბოლოსთვის ვგეგმავთ. ახალი ცენტრი ამანათების დახარისხების პროცესს მნიშვნელოვნად დააჩქარებს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას გავზარდოთ ოპერაციული ეფექტიანობა, გავაფართოოთ გაცემის წერტილების ქსელი და პრაქტიკულად ნულამდე დავიყვანოთ დახარისხების პროცესში დაშვებული შეცდომების რისკი.

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება მომხმარებლის გამოცდილებაზე - მიწოდებისა და დამუშავების ვადები კიდევ უფრო შემცირდება, ხოლო მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - აღნიშნავს გიორგი კაპანაძე.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Skillwill-ში GITA-ს მიერ სრულად დაფინანსებულ ოთხ კურსზე რეგისტრაცია 22 ოქტომბერს დასრულდება

20.10.2026.20:41

გრაფიკული დიზაინი და UX/UI, IT პროექტების მართვა, Java და Python პროგრამირება: Skillwill-ში GITA-ს მიერ სრულად დაფინანსებულ ოთხ სასერტიფიკატო კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს. განაცხადების მიღება 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე დასრულდება.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს „5000 IT სპეციალისტის გადამზადების პროექტის“ მეხუთე და ბოლო ნაკადის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით კიდევ 1000 მონაწილე მიიღებს დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას. ამ პროექტში ჩართვის მსურველებს Skillwill ოთხ მიმართულებას სთავაზობს:

• გრაფიკული დიზაინი და UX/UI, 4.5 თვე: რეგისტრაცია
• IT პროექტების მართვა, 3.5 თვე: რეგისტრაცია
• Back-End პროგრამირება Java, 7 თვე: რეგისტრაცია
• Back-End პროგრამირება Python, 7 თვე: რეგისტრაცია

კურსების მიზანია, მონაწილეებმა არჩეული სფეროს საფუძვლები შეისწავლონ, თანამედროვე ინსტრუმენტებთან მუშაობის საწყისი უნარები გამოიმუშაონ და პირველი პრაქტიკული პროექტები შექმნან. მიღებული გამოცდილება მათ საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების შეფასებაში, ასევე შემდგომი სწავლის დაგეგმვაში დაეხმარება.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს 16 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერ მოქალაქეს. რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე edu.doit.gov.ge, სადაც თითოეულ აპლიკანტს მაქსიმუმ ხუთი კურსის არჩევა შეუძლია.

ჩარიცხვა ორეტაპიანი შერჩევის საფუძველზე მოხდება. პირველ ეტაპზე კანდიდატები გაივლიან მიმართულების შესაბამისი უნარების ონლაინ ტესტირებას, შემდეგ კი გასაუბრებას.

Skillwill-ის სასურველი კურსის ასარჩევად გაიარეთ რეგისტრაცია 22 ოქტომბრის 15:00 საათამდე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა