მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ზაფხულის სეზონზე „ჩვენი“ რესტორნის დატვირთულობა 30%-ით გაიზარდა - გურამ ბაღდოშვილი

news image
mbc image

მიმდინარე წლის ზაფხული საკმაოდ საინტერესოა ვიზიტორების თვალაზრისით და „ჩვენი“ რესტორნის დატვირთულობა 30%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს შეფ გურამ ბაღდოშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ბევრი ტურისტი ჩამოვიდა იმ ქვეყნებიდან, სადაც „კულინარიული მოგზაურობა“ განახორციელა.

„წელს ჩვენს რესტორანს სტუმრობდა საინტერესო, ხარისხიანი და მაღალმხარჯველი ტურისტი. აქტიური იყო ბელგია, საფრანგეთი, ბრაზილია. ტურისტებმა ხარისხიან ღვინოზე გააკეთეს აქცენტი, „ჩვენის“ სტუმრების რაოდენობაც გაზრდილია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. განსაკუთრებით აქტიურია აგვისტო“, - ამბობს ფურამ ბაღდოშვილი.

რაც შეეხება რესტორნის მენიუს, ზაფხულში პოპულარული და მოთხოვნადია სეზონური კერძები.

„ 3-4 თვეში ერთხელ მენიუში სეზონურ კერძებს ვამატებთ. დიდი მოთხოვნაა კერძებზე, სადაც მშრალი მაწონი, ყველი და ფერმენტირებული პროდუქტები დომინირებს. გვაქვს სალათები, რომელშიც გამოყენებულია სეზონური ხილი, მაგალითად ატამი, ყურძენი და ა.შ. ასევე საკმაოდ პოპულარულია ჩვენი საფირმო მესხური ხაჭაპური, რომელიც შეკვეთებში დომინირებს. გვაქვს საავტორო კერძები. არ ვანახლებთ მენიუს და ძირითად ბესტსელერებს ვტოვებთ“ - ამბობს გურამ ბაღდოშვილი.

რესტორანი „ჩვენი“ მეექვსე წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. 

„რესტორნის გარემო აწყობილია ურბან არტ დეკოზე, წარმოდგენილია მცირე ურბანული მუზეუმი, ის ნივთები რომლებიც დაეხმარა ადამიანს კულინარიულ განვითარებაში. წარმოდგენილია თბილისური ეზო - „ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტი“, ქმნის ულამაზეს გარემოს და სარესტორნო სივრცეში ერთდროულად 150 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი. რესტორანში ასევ არის შეფ-რუმი(Chef Room) სადაც სტუმრებს სთავაზობენ მასტერკლასებს“, - ამბობს ბაღდოშვილი.

ამ დროისთვის რესტორანში დასაქმებულია 40 ადამიანი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა