მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად, Kass Land-მა რეგიონული მდგრადი ტურიზმის განვითარების პლატფორმა დააფუძნა

news image
mbc image

ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად რეგიონული მდგრადი ტურიზმის განვითარების ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა დაფუძნდება. პროექტისა და მისი მნიშვნელობის შესახებ Business Insider Georgia-ს Kass Land-ის გენერალური დირექტორი, ეკატერინე თორდია, ესაუბრა.

„Kass Land-ში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გავხსენით. სეზონის გახსნასთან ერთად, ასევე დავაფუძნეთ რეგიონული მდგრადი ტურიზმის განვითარების საკომუნიკაციო პლატფორმა.

პლატფორმის მიზანია სახელმწიფოს, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და ადგილობრივი საზოგადოების გაერთიანება რეგიონული ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ინიციატივა ღიაა ყველა იმ ორგანიზაციისა და პირისთვის, რომელიც ტურისტული ეკოსისტემის განვითარებაში, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში, ახალი ტურისტული შესაძლებლობების შექმნასა და გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში მონაწილეობს.

ჩვენი პლატფორმის მთავარი მისია რეგიონებში მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების შექმნა და რეგიონების ეკონომიკური გაძლიერებაა.

ღონისძიებას დაესწრნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ოთარ ედიშერაშვილი, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორი ირაკლი გაბრიაძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში ილია ჯალაღანია, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, წალკის მუნიციპალიტეტის მერი ილია საბაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის სექტორის უფროსი ნინო ქემოკლიძე, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატალია კვაჭანტირაძე, ასევე წამყვანი ტურისტული სააგენტოებისა და ტუროპერატორების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ვუმასპინძლეთ და რეგისტრაცია გავმართეთ. საკონფერენციო სივრცე DIAMOND 1-ში სეზონი ოფიციალურად გავხსენით და რეგიონული მდგრადი ტურიზმის განვითარების საკომუნიკაციო პლატფორმა წარვადგინეთ. მოგვიანებით სტუმრებმა Kass Land Resort-ი და ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, ხოლო ღონისძიება Diamond Restaurant-ში გამასპინძლებით დასრულდა.

Kass Land Tsalka Canyon Resort & Attractions საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული დანიშნულების სივრცეა, რომელიც აერთიანებს ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს, თანამედროვე ინფრასტრუქტურას, სათავგადასავლო ატრაქციონებს, სასტუმროსა და გასტრონომიულ გამოცდილებას“, - აღნიშნავს ეკატერინე თორდია.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში მეორე შეხვედრა გორში ჩატარდა

13.11.2026.17:33

საქართველოს ბანკისა და საერთაშორისო განათლების ცენტრ LEAF-ის ერთობლივი რეგიონული ტური, რომელიც რუსთავში დაიწყო, გორში გაგრძელდა. პროექტის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების გაცნობა და საერთაშორისო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

გორში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეები, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივებზე, წამყვან უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე. გარდა ამისა, ისინი გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, ჩაბარების ეტაპებსა და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისთვის.

ტური კვლავ გრძელდება და მორიგი საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისსა და ზუგდიდში ჩატარდება:

• 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი – ილია ჭავჭავაძის გამზირი №50;
• 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ჯანაშიას №14.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზე.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების გასაცნობად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდს.

საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა