,,ზარბაზანი" ჰორეკა სექტორში პარტნიორობას აფართოებს
ქართული ღვინის კოსმეტიკურ ბრენდი ,,ზარბაზანი" სასტუმრო და ჰორეკა სექტორში პარტნიორებს ზრდის. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ალექსანდრე ბოლქვაძე აღნიშნავს, „ზარბაზანი“ აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ფარმაცევტულ სექტორთან.
„ჰორეკა სექტორში სასტუმროების რაოდენობა გაიზარდა. ახლა დაახლოებით 80-მდე სასტუმროსთან ვმუშაობთ. ჩვენ პარალელურად, აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ფარმაცევტულ სექტორთან . დღესდღეობით ფარმა ჰაუსის ყველა ფილიალში ვართ, მაგრამ სულ მალე ვიქნებით ავერსის სამოცამდე ფილიალში. გეგმები არის, რომ თანამშრომლობა დავიწყოთ პსპ-თან და სხვა კომპანიებთან. ეს სამუშაო პროცესი მიმდინარეობს ბოლო სამი თვის განმავლობაში. მოგეხსენებათ, ეს სექტორი ძალიან მოთხოვნადია და თავისი სპეციფიკით გამოირჩევა. შესაბამისად, ხდება პროდუქციის ხარისხის სერტიფიკატების მომზადება, რომ ამ სექტორში შევიდეთ. რაც შეეხება, საექსპორტო საქმიანობას ჯერ-ჯერობით არ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, აქცენტი გადატანილი გვაქვს შიდა ბაზარზე“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ალექსანდრე ბოლქვაძე.
სასტუმროების სექტორში დიდი მოთხოვნით სარგებლობს ,,ამენითები" (საპონი, შამპუნი, შხაპის გელი), რაც შეეხება ფარმაცევტულ სექტორს ტანის ზეთი, ლოსიონი და სკრაბია განსაკუთრებულად მოთხოვნადი პროდუქტები.
„რადგანაც ძირითადი გათვლა გვაქვს ერთის მხრივ სასტუმროებზე, შევდივართ ჩვენ როგორც ,,ამენითი" (შამპუნი, შხაპის გელი და თხევადი საპონი). სასტუმროში როდესაც შედიხართ ძირითადად შამპუნზე, შხაპის გელზე და თხევად საპონზეა გათვლა. აი ეს არის სამი ყველაზე ძირითადი პროდუქტი. რა თქმა უნდა ზოგიერთი კონდიციონერს მოითხოვს, ზოგიერთი ლოსიონს, მაგრამ მცირე რაოდენობით. ძირითადი არის შამპუნი, შხაპის გელი და თხევადი საპონი. რაც შეეხება ფარმაცევტულ სექტორს, იქ გათვლა გვაქვს პრემიუმ ხარისხის პროდუქტებზე. რა არის პრემიუმ ხარისხის პროდუქტი? ეს არის სამასაჟე ზეთი, ეს არის ლოსიონი და სკრაბი - ეს არის ნიშური პროდუქტები, რომელიც შედარებით უფრო ძვირია ვიდრე, სტანდარტული პროდუქტები. თითოეულ ქსელში ჩვენ შეიძლება კონკურენციაში შევიდეთ 200 სხვა უცხოურ კომპანიასთან, რომლებიც ხარისხითაც ძალიან კარგია და უფრო დიდი ხანია არსებობენ. ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს რაც შეეხება განსხვავებულის სექტორების ჭრილში სექტორს გააჩნია“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ალექსანდრე ბოლქვაძე.
2024 წელი კომპანიისთვის მზარდი იყო. ბევრი სამუშაო ჩატარდა იმისთვის რომ პროდუქციის ხარისხი გაუმჯობესებულიყო.
„2024 წელი იყო მზარდი კომპანიისთვის. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ რომ პროდუქციის ხარისხი გაუმჯობესებულიყო. შევცვალეთ ტექნოლოგი და მიმდინარე ეტაპზე გვყავს ტექნოლოგების ჯგუფი. პრინციპში ორი მთავარი ტექნოლოგი გვყავს, რომელიც ამ საქმეს სერიოზულად ეკიდება და მათ მუდმივ განვთარებასა და პროფესიულ ზრდაზე ვზრუნავთ. სერიოზული ნაბიჯები გადავდგით ფარმაცევული სექტორის დაკავებისკენ. 2024 წლის შეჯამებისთვის ვიტყვი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ზრდისკენ იყო ორიენტირებული და ზრდა ჰქონდა კომპანიას.
2025 წელთან დაკავშირებით ოპტიმიზმით ვართ განწყობილნი, მაგრამ ფრთხილი ოპტიმიზმით“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი ალექსანდრე ბოლქვაძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.