„ზარბაზანის“ ახალი მიმართულება - კომპანია სასტუმროებს ჰიგიენური საშუალებებითა და დისპენსერებით ამარაგებს
Zarbazani Wine & Beauty · ზარბაზანი წარმოების მასშტაბს ზრდის და სასტუმროების სეგმენტთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს.
ეს არის ,,ზარბაზანის“ ეკომეგობრული მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის ჰიგიენური საშუალებების წარმოებას დისპანსერებით, როგორიცაა შამპუნი, კონდიციონერი, შხაპის გელი, თხევადი საპონი და ტანის ლოსიონი.
როგორც ,,ზარბაზანის“ კომერციული პარტნიორი და დირექტორი ნანა დავითაძე Businee Insider Georgia -თან ამბობს, სასტუმროებთან თანამშრომლობა ჩვენი ახალი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც სასტუმროებს ჰიგიენური საშუალებებით და დისპენსერებით ვამარაგებთ.
ამ დროისთვის ჩვენი პარტნიორია 40-მდე სასტუმრო. ჩვენთან თანამშრომლობა ქართული სასტუმროებისთვის განსაკუთრებით კომფორტულია, რადგან მაღალი ხარისხის ქართულ პროდუქტს მისაღებ ფასად და უმოკლეს ვადაში იღებენ. არ სჭირდებათ წინასწარი შესყიდვები, მარაგები, დასაწყობება და, რაც მთავარია, ჩვენ ვაწვდით ღვინის კოსმეტიკას ღვინის სამშობლოდან. ა
მით შევძელით, კარგად აგვეწყო ფეხი მსოფლიო ტრენდისთვის, ვინაიდან ახლა უკვე ყველა სასტუმრო გადადის დისპენსერებზე, პატარა ბოთლები, რომელიც სასტუმროებში ადრე იყო, არაეკოლოგიურად ითვლება. ჩვენ უფრო მანამდეც დავიწყეთ ამ მიმართულებით განვითარება. ამიტომ ვიდრე საქართველოს სასტუმროებში სიახლე დაინერგებოდა, თანამშრომლობისთვის უკვე მზად ვიყავით“, - აცხადებს ნანა დავითაძე.
გარდა ამისა, როგორც ,,ზარბაზანის“ კომერციული პარტნიორი და დირექტორი აღნიშნავს, ამ დროისთვის კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება 200-ზე მეტ ობიექტში. მათ შორის, აფთიაქებში, სასტუმროებში, სპა ცენტრებში.
განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა თბილისის აეროპორტის დუთი-ფრი.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ Zarbazani” გთავაზობთ საქართველოში დამზადებული, 100 %-ით ნატურალური ღვინის კოსმეტიკას - პრემიუმ ხარისხის თმის და კანის მოვლის საშუალებებს. კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში ჩაეშვა.
საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.